„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.04.2011
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/311/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-02
ბიუროს ნომერი 179

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJdUlSilqnb JJdqJ0J66lll, bllI6nU aiqJFtrr0[qrbJ 6tl6ilJ0flrqI Jd&il, J6nilt6[L AJ6bflqtIL J6nUtqi6flL qJFtilbil, ?tLJbill rnj0o N 179 2 a.mLo. 20lt $3qo _'l LrJ.)6orc(r,'L Jrso50b J6m0J00ro: ,.ltJ6tso 0oJ6solob trLsst4oLo6loL 3xL.:h61" ltsjs6o3xqob js6oSBo 66qoqnlndot,r Rs Rrar00a0lob ?00r5oL o.)ol.)$4",,,bsjst6ox6qob ipaoSot6'r'loo?R LrasdorRR!'6RA6Aros .;oqXjL?o g3qoqghdol,s Rr prAsd6l1dot tCdsSoL t1LrbCd", ,,Li1s6o L.)ar6oqol, oTrnopolqo Jo6oL - LsJ noCCRoL ?o5s5s5 l,!Jaod,,! l,,r8o5oL06oL 3o0LsL1t66do[ blra05Ool, ao36 ArTA?qo a.)aUshtr60doLroaol, ps[6t6]1qo LrgoLtr6oLs qr 3,>q63oL ?nbrb6d" Lrls6o36qob ;s5o5?o 63qoq666lo[s ps pcasgglsloU ?C$n5ol, otJoldst0" ol6oqoXq lr.r,1oo,bo.r,1o0o$1$o 19. 0.+. l0l l. \'tin" Lit<'o I' a' 6,'\h 24 - 27 lto\o Ir,\,r, \t,:tlJa tbi+t6' lr\it,6nit'!tr o,,t4aso 31 0ro1-ro - 3 o35oLo I I'r1i7,\aur D)i\o!\t .{raorsoL ;lstq$.E s q43olrs qo lNJc'J.,erjo o6g664mL 3er&$1$o Jdoilt ilto, a t <'or <'.'l\Jqn l\\itr'4'Lo|lw,(D b.:jrr6or3;11qmL J.>6q.>315$oL bo2r6r'r .rqo515tr: L.>;l;16or3g1qtrL J.>(,rqo3;5$olr d(rAo0flOAAl,n q; lr;J;16q',>315$r'r 316rj13o38?o ,9roIil{,rlr 5o(,r3;1)o11qo .',iJgob )16r'r;jgob i5.:5boq3,> b; jo6or3gqo L J.>rtrqoi)951)o L oro3i)aqoof ;drolr Sorq6oqn d 6oflrt65o $36,1or1q'o
საქართველოს მთავრობის წარდგინება
l,JdJ603f R0L A0J36t'lbJ brJsr4o36qt'rlr J.:t6qr0X5gL lrsj.:dr<n3Xq'otr ;o6trgogl6oolr 67-A 3lbqoL ?1Lsd.r0oL.,,1.o br;,>5o50q1dqcr o5o6o.:go3ob $ntroo $.1163r,rgoq,565o b.: j.r15tn36q,oL ;oSrr6Jr6r'rnJgXlL: ,,L;6'l,oo 3r'rdr6rcrloL lL.rgr6rn bo6dotr ?;L.rbn},, t.r j.rt6o36q'rntr .;o5rr5?o g3q,oq,1l;1ilotrs R.) q.r8sgnill}oL ?ngs6oL o.rerli:tn", ,,b.r;lsr6o33qolr ;q3o5ob$r<r.:1;o3q, lro3.16or.:q,p.:16p363.:ors ;opnjtr?o l3Sqoq,nlnlotrr q,o pr0.>gnlXlot ?Xg.:Eotr ?Xtr.rtn},, q.r ,,1;5.>6r,r tr.:3.:r6oq'otr o2r6oqo2qo .)orrrob - LsJ;rrror3nqotr ?oE;6.:6 lr.rJSynr LseoSolr6r6erL 3r.r8bslr2r6ntob lr.:.:6n6gcrL Oonr6 3r'r3lr,rlr76glolr.rrn3ob q;[XLn]1qo tr.:g.rtr26ob.r q; LsJsr6o3nq,rnb .1;5rr51lo g3qoqn6l6ob.r A,\V1TRo 3..,sg1]oL ?1Lotn]., R,\ q,.>3.:gldldoL ?ng.r6ob orsoI.rtn". Jt413o;16-3o5otrg16o NVIO3 29M20n 6o.1.1 5oq,s1r6o
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JAt,6JVA60 LJdJdr0lJilrq(')b A(DJi,6(')1,0t) 20ll V,:l0b 28 JJdiO,rl0L Lbtc(')u0tr N 16 0)da0RJ6 LIl. LsJst6oSnqcrtr ;ll5r'r5oL JdrrnXJgXlo,,1;61,so Sr,rddrr'r'rtrolr 3tr.;gtvr- orhoXdoL ?lLshgA" Lr j.:t6rn3nqrolr ;r5rr6to 63q'rrq'Xl1lolr.: qo; p;8sg;dXdoL ?Xgr,6olr orsord.;tX",,,LsJs6rnSnrqoL speoSoLgdr.;go1q' b.r?,>dro.rq'p.r169363.,os ;r.rqnjtr?o g3qoqgil6lolr; pr p.,r8rgnd;1drrL ?1gr6ob ?ntr;b;d", ,,b.r1.:t6o lr.rSot6mq'oL o1;6opolqrr JofroL lr,>J.rr6m3XqorL ?o5o5.,,6 L.:j33ors trsSoSoLgt6oL 3ct3L.rh161doL trs,>615goL SoXdr 6.:$11q'o CoSLshl6gdoLso,lob ri.s$XL;dXqo trsg.rLXt6ob; 1rr 3.\qXdoL ?gLib6I" L.rJ;6rng;1 q,rnL,;sEer5tso g3q,oq'11;1IoL,.l Rr (orA.)60l0aoL ?1g,r5oL o;r,rdr'[3" (Co0bb15Xd1q'o lr.rJsr6or3nq'rnlr ?o5.:5.r5 trsJ8gor.r So6olrgr6o o.enr<rslo?3orqo) L Lr.r.;ornbrr rgr0sgndlq oJGCL amllJ6a'd(,1 lrhpoSoL pgrrL gl1116og?rr. 2. 8ogrr5Xllq, oJSnL $s<zraoq6X6rq'rr ;s5o6olr Jd,r,CJ60Ao qs 5.:1g,r6g3L b.:jrr6o36qolr Js6q;fln5glr 6s6Lshoq'3;q.:p. L.'J;Cro36q,olr Jdrl3o6r<r-3o5o lrg16o It.r j.:6or31q,rnL ern;Sriirrdo L ;.:511;;q.rt6,x,L llggdrtrLo @:s G 5 b(,ri,.\'J6(, (,.,jil6XLilq'od1
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.“ 2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები 1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკს მიღწეული პირი, რომელმაც გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში. 3. "A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შესაძლებელია დაიშვას დამოუკიდებელად მომზადებული 18 წლის ასაკს მიღწეული პირი.“ 3. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-171 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. 17 წლის ასაკის პირისათვის მართვის უფლების მინიჭების პირობები 1. კანონმდებლობით დადგენილი "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვეს 17 წლის ასაკს მიღწეული პირი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 17 წლის ასაკის მძღოლს ენიჭება "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება (კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვებით) და გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე. 2. კანონმდებლობით დადგენილი "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 17 წლის ასაკს მიღწეული პირის დაშვებისათვის სავალდებულოა ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი ფორმის თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მინიჭებული მართვის უფლება წყდება: ა) პირის 18 წლის ასაკის შესრულების დღიდან 30-ე კალენდარული დღის 24 საათზე, ან; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების უვადოდ (შეუზღუდვის გარეშე) მინიჭების მოთხოვნის შემთხვევაში, ან; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების დადგომამდე პირზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინაამღდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, ჩამორთმევის ვადის გასვლისთანავე, ან; დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მართვის უფლების შეწყვეტისას (გაუქმებისას); 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მართვის ულებამინიჭებულ პირს ეკრძალება: ა) მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავალის (მოგების) მიღების მიზნით. ბ) შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად საქმიანობის უფლება. 5. 17 წლის ასაკში მართვის უფლებამინიჭებული პირის მიერ მიღებული "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდის (თეორიული და პრაქტიკული) დადებითი შეფასება იურიდიულ ძალას კარგავს: ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისთანავე; ბ) დაუყოვნებლივ, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტიდან, მაგრამ არა უგვიანეს უვადო (შეზღუდვის გარეშე) მართვის უფლების მინიჭებამდე: ბ.ა) პირი, ადმინისტრაციულ სახდელდადებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 116-ე, 117-ე ან 123-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის; ბ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინაამღდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით; გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 6. 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამინიჭებულ პირზე, "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება მინიჭება ხორციელდება 17 წლის ასაკში დადებითად ჩაბარებული მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფუძველზე, თუ მოთხოვნის მომენტისათვის არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოება. 7. პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინაამღდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, უვადოდ (შეზღუდვის გარეშე) მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკის მიღწევისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდგომ. 8. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 9. კანონმდებლობით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირებზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცემა შესაბამისი კატეგორიის - მართვის მოწმობა, ტრაქტორისტის მართვის მოწმობა და საერთაშორისო მართვის მოწმობა. 10. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრაქტორისტის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის, აღდგენისა და გაუქმების წესს განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 11. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში პირი განიხილება როგორც მართვის უფლების არმქონე.“ 4. მე–19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები 1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია: ა) სამედიცინო დასკვნა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვას; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა „ნარკოტიკული დანაშაულის წინაამღდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; 2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია: ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი; ბ) ამ კანონის მე-171 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა; დ) პირის გარდაცვალება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას პირს ეკრძალება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების საფუძვლის გასვლამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. შეჩერებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ 5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“ მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზებით, ასევე აღნიშნული კანონის საერთაშრისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. საერთაშორისო კანონმდებლობისგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს 17 წელს მიღწეულ პირზე მართვის უფლების გაცემის შესაძლებლობას, რაც არამართებულია. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპროექტი მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. ასევე აღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს 17 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათზე მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გარკვეული ვადითა და გარკვეული აკრძალვების დაწესებით გაცემას, რაც ხელს შეუწყობს 18 წლის ასაკის მიღწევამდე მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას. ა.გ) კანონპროექტის არსი: კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი გახდება, ერთ‐ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვეს 17 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მიენიჭება "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება (კანომდებლობით განსაზღვრული შეზღუდვებით) და მასზე გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა. - 17 წლის ასაკს მიღწეული პირისათვის დადგენილი წესით მინიჭებული მართვის უფლება წყდება: პირის 18 წლის ასაკის მიღწევიდან 30-ე კალენდარული დღის 24 საათზე ან 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ 31-ე კალენდარულ დღემდე "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების უვადოდ (შეუზღუდვის გარეშე) მინიჭების შემთხვევაში, ან აღნიშნული გარემოებების დადგომამდე პირზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინაამღდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, ჩამორთმევის ვადის გასვლისთანავე ან ამ კანონში გათვალისწინებული მართვის უფლების შეწყვეტისას (გაუქმებისას); - კანონპროექტის თანახმად, დადგენილი წესით 17 წლის ასაკში მართვის ულებამინიჭებულ პირს ეკრძალება: მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავალის (მოგების) მიღების მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად საქმიანობის უფლება; - კანონპროექტით განისაზღვრა 17 წლის ასაკში მართვის უფლებამინიჭებული პირის მიერ დადებითად ჩაბარებული "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდის (თეორიული და პრაქტიკული) იურიდიული ძალის დაკარგვის, მათ შორის დაუყონებლივ დაკარგვის პირობები. - კანონპროექტით განისაზღვრა 17 წლის ასაკში დადებითად ჩაბარებული მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფუძველზე, 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, აღნიშნულ კანონით განსაზღვრულ უფლებამინიჭებულ პირზე "A" ან/და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მინიჭების პირობები. - კანონპროექტის თანახმად, 17 წლის ასაკს მიღწეულ პირს, რომელსაც ამავე კანონით დადგენილი წესით მინიჭებული მართვის უფლება ჩამოერთვა სისხლის სამართლის დანაშაულის ან ადმინისტრაციული წინაამღდეგ სამართალდარღვევის ბრძოლის შესახებ“ ჩადენისათვის საქართველოს კანონით ან „ნარკოტიკული განსაზღვრული დანაშაულის წესით, უვადოდ (შეზღუდვის გარეშე) მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკის მიღწევისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდგომ. - კანონპროექტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრაქტორისტის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის, აღდგენისა და გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში; ბ.დ) კანონპროექტის მონალოდნელი ფინანსური შედეგების ამ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას, იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასტან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შჱმუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა