„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
- „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-02
ბიუროს ნომერი 179
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹2,
04.01.2007, მუხ. 33) მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“
ქვეპუნქტი:
„ზ) 17 წლის პირი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ
თეორიულ გამოცდაზე პირველად დაშვებისას ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას.“
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტი გამომდინარეობს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებებისა და დამატების შესახებ“ კანონპროექტის მოთხოვნებიდან.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანა მიზნად ისახავს „საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,
ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 17 წლის ასაკს
მიღწეული პირის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღებ
თეორიულ გამოცდაზე პირველად დაშვებისას, ამავე კანონით განსაზღვრული მომსახურებით
საფასურის გადახდისაგან განთავისუფლებას.
ა.გ) კანონპროექტის არსი:
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე
პირველად დაშვებისას, 17 წლის ასაკს მიღწეული პირის განთავისუფლება აღნიშნული კანონით
განსაზღვრული მომსახურებით საფასურის გადახდისაგან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) კანონპროექტის მონალოდნელი ფინანსური შედეგების ამ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას, იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასტან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შჱმუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ მონაწილეობდა
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ მონაწილეობდა
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა