„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.04.2011
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/311/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 64 ✗ 0
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-02
ბიუროს ნომერი 179

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. 116-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს 11 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „11 ) პირის მიერ, 17 წლის ასაკში მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით“ 2. 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მართვის მოწმობა ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობა, ხოლო ამ მოწმობების ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;“ 2. 121- მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარადა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, – 3. მუხლი 1211 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან 17 წლის ასაკში მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა 1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული მძღოლის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ან გაუქმებული მძღოლის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ მძღოლის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 2. პირის მიერ 17 წლის ასაკში მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ კოდექსის 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 1211, 123–ე, 125-ე და 1271–ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა,– გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლით. შენიშვნა: 1. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. 2. ჯარიმის იძულებით აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ არსებული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრულყოფა. ა.გ) კანონპროექტის არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს 1 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევას 17 წლის ასაკში აღებული მართვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნული მართვის მოწმობის მოქმედების ვადაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 1211, 123–ე, 125-ე და 1271–ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენისთვის. 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ჩაითვლება არასრულწლოვანი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართის უფლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) კანონპროექტის მონალოდნელი ფინანსური შედეგების ამ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას, იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასტან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შჱმუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა