„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJ,603CqnU JJ'4qtilC6OllU f IXdnU
AJCJEU0CCIqCbJ 6n140J0nXen ld0!ll,
Jdnild0tll, AJGbnq0nt Jdnt)ilqX,6llL
Cl6UCbil, ?Jl,Jbill
oJ0o N 199
26 l,aj$ca|#o, 20ll $CR"
.)'1oAoRt,l, ,t!6c,6ob J'it')0d00ao, .tsjrdo6pqot U.:6sp.>tstsqo ,ro'R0dUto oARoR0
lgSsSoU EgU,)bpl", "qo6gGto6loUs R! 504.)'id,B0AoU ?6LsL6I" U.rJortlonpqoL ;r5o5?o
66qoq6[oL ?00.)6(i1, oro].)$0', "Loqo665$oo qr Us6p.!6oSo aoUDd'ioLR0lol, lot.rbsa'
Ls j.r16on6qot ,J!5o5?o oARoR0aot ?6lr5ot o,.t(',a.t$0", ,,oI,Rol,, l,L0s 3o36o6q63g5gp6ol,s
Rs 0oO,r8o50aol, R0AoOo0oot 6s8of6g1qo por6sp4lnlob JtioSoqsjQo;ob lgLst6B'
Usjo16o6gqot Jr5(,5?o oBRoR060l, l00s5ob o.)',ls$0", .?0or'6.)E0Iot, Ur0L0q'6(, 0Ad5odol,!
qs oilSs6o poSo?51q66oh J6oq l0ool, l,r0dtJot60a) R.) lr.to8Joildo ;o6Qttloqot ?6Urhgtr'
U.rjst4oggqol, 4o5o5?o q6qoq0loL' l00r5ol' ctrt'tlr$6'
(1,:!,:daA,o!'ob eaido$ ooboOtt J$o6JrtoAd0iott rtoOO&lAEA Ot6bo"?Aol't
l$go5.r6to-l$IoX3gX$o ;o3o$3$o
X&r3q3t 3cqo8o
i*,Wd6ol) Ln rlttrt,i, anttopo
qsr65-lt6o3o CJoSoihJol,J Rr Xp&,AoJIt6o
.!rRo6o.3pt Jr€oOA$rl
Ja&tadtto, ioae<, ar6ro6, taroq'erarA",r
Lrjrr6o3nqr.rL Js<6qt3X5$oL 5o2<6ro ;q6651:
L;jodror36qoL Jsr6qo8nS6oL dr'lAoO1O1ILr pr brJlr6qo335$r'r 6r6,:j3oX}?o
Rro$fr'rL 5r.rr60,:6o2qo oj$ob J<6o3j$oL 5;5toq3.>
b.: j.:r6or33q'r'r
L J.:r4q.:3n5$oL
Rr3oo, }ld6rd1
oro 3336 p ('r3 s t6 n
(
საქართველოს მთავრობის წარდგინება
tS356m80ROb alD586● 35
Lsjsr6or3Sqob Jlt6qrSnSgb
tr.>j.'6o3XqoL ,jro6\log11looL 67-il Slhqotr
?XlrslsSolr.rq,
Ls;s5r'r53p16q,cr oSogor$o3otr $1Loor [.116eo6oq535m [tsj.rr6m3Xqrrlr
;.>6o6olr Jr+ronj6nlL: ,,brJr16o13nqolr lri:5.rq,.:lr.:b.:qer ,joqXjt?o g3qoqXlolr
t1g.>5olr ?11r.:1,1d", ,,qo1315'l,oldolr.',
('s 6XlrtrrorSsdolr 31tr.rb6}"
tr.:jrr6oSnqertr ;s5o6to 63q,oq6do[ ?X$.',6ot rnsm].:$X", ,,L;1qo13g5tro9 q,.',
lr.:5n}.,rrrm3o Scrtrs;r6ndq36olr ?6tr.:lrg}" lrsjsrirn3Xqotr ;.',5r'r53o
g3qoqnloL ?6$.:5oL or.>o6.rt 3", ,,or.rqob, tlr3; 3o;t+ronq13g5$nlot.: q.r
3o1),:3o6Xlolr R0tsoco6oo, 6.>3o[311qo q.:.:3.:qX]X]oL Jrvrogoq,.:il6o.plr
?1t.'bgil" [r.:;l.16or3Xqotr .pEo5?o 1;3qoqX]olr ?X$s5oL orro].:$1" q,;
,,?gosr6.:gnloL, L,:0bnpr6rn $gj6o;otr.: rio.t rnt63,:6o q,s6o?51q,XloL
Jr6oq2il1;ooL LoljlrJor4go {,.) t.:o3.}r'rr6gro 3r.r56t6crqob ?nt.:b3}"
tr.>;1.>r6rn33qert .;.r5ro5?o 63qoqnlotr ?n$,:5olr rn.so}.r$X'
pr 5mbr.r3<n 3;m
dro66.rt4n'iln 5rGboq,3;L.
spSo?51q, ;.:5rn5)r6rnlJgn}t6 tr.r jr:6<n3nlqot Jrr6q,.>335gotr
b.>y'reog6go q.: .)qn6sr61q, Lbq,oOnltX SoSbLnGnlqrq, ps6o?61q,os
lr; j.rt4or31qolr go5.>5Lorr ao6ot 06ot, 3osq6oq,n t41Lgq,.:5 ;X3pq'.>16o.:.
N1/2H
2311920H▼
5o,3.: 6oq,.r1(ro
翁 震
Jr'o13o66-3o5ot1)6o
〔ダ
遂彗 09,μ
2θ
暉
…
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▼
060
LJdJ60SCROL AOJA6Od0[ 20ll 9R0t 23 L0dOCad6Ol, LbROAOI,
N35 odAORJS
XIII. lrJ.:t6or3Xq,olr ;s5o5oL )6ogjgndo ,,Lr j.:r4o3nq,rnL Ls6.rq.:t;tspo .;rnqXjL?o 1;3qoq'l}oL SXgsSol ?g1rrt6d",,,qo6X5$oglotro qs E3l,>r6o3lJotr
ts3trL6d" Lrjo6or3nq,oL ;,r6r'r5tso g3qoqSlotr 836,>5oL or;ro}.:d6,., ,,til,qo6n5$oo pr L.:56dsr6rngo 3r.rlr,;r666q1doL ?6LsL36" Lrjs6or36q,r,rL .ys6r,rG?o
GSqoRCdot 3n$,;5oL orgrds$0",,,o(')Rot, Lbti 3o;r6r'rXq,X3;56Xlolr.: q; 3ng.;3o6nlolr R0oJogo6os, AnAr'lg't61qo lg.rrgsp33l}oL Jdrogoq,ij6o;oL ?XL;bXd" lrsjrr6o6q'olr ;sSr.r6to G3qoqXdoL ?ngr6oL rnood.:$n;,,,tXu.:t6rqldoL, Lr0tXpr4o 6;j5o;otr.r qs odr316o,{s6o?5tq1troL Jd,r,R,JJG;oL
LsgjlrJod,gs' p.; trro8Jor6grr .yn66r6oqoL ?XL.rLXl. L.r j.:rrror3Xqrot
;.iS.Sto
GARoq'Cdol' ?XgrSot arsol.:$X" qs 1r.:jr<6o33qotr Srnu3r6odoL 5l,8-
V
Js6atR0Aot )6(9CJ6o,,6.JJA'Jq,rr6osL Lsjrr6rn3Sq,oL Cos3r6ciSol lr;sEc)E3p6dq,o o5ogo.:go3orn g116R6n6oq J.\E(,EJ6(,CJ6Cd1C Arqbtt,C6iliq,,,R,pr_
5o?35o1 ?XLst3d" (ar.raLL35nA0qo U.:j..'r4or3gq,rnL ylo6i,ELo,.; ao6ot,06ol,
8o;pgoq,6 X.ilanSood1)
l. dot6oorrq.:p 3r,r$o5181q oj6nL 6.:5toq,1q,o ;s5rnSot Jr6r.r3j66do.
2.
tljs6o6q,olr 3o6.:5Lor LsAoSot$6ro8 (p.53o5,f.\aX) Ltpr.r0.:tn 5sfroorJepq,o
__
$oSsprqn}6[oL 6sor3rqotr$'o56door 0rnr,8$.rpoL .rp5o?51qo ;;5o5oU .tOr.rXj6nfot- tr.:dr'rqr.lro lr6or50o, r6crSXqog $.:166q6o5oL L,rj.:dro3nqrnL )sr6q,.r0X6gt g.r6lr.rbnq▼
3ORJR.
3. 6oLo3ortr Lrjsr6o3nqrnL Js6q$n561 oq5ots51qo JrSoEJ6oCJ6goL 6ob6.,t66t6 6r5boq3r.
4. 8o$r'rSndjq ojSXL $'1163r'rp6X5oqo gs5;or65jqgoL .ir4r,r1,.lgo
ts;l.rCror3;q,crL J6JBot6-Ao5ol'66o
tr.r;l..,6or3Xq,arlr 3ors3t'rololr
;s5111qrr6oolr lg6olro
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 ნაწილი:
„15. ამ მუხლის მე-11 ნაწილის მიზნებისათვის ითვლება, რომ პირთა
ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია გარიგების შედეგზე, თუ მათ შორის
უცხოური საქონლის მიწოდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში
განხორციელდა სატარიფო ღირებულებით.“.
2. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
1
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 24 :
1
„მუხლი 24 . სპეციალური სავაჭრო კომპანია
1. სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე
საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან
განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო
კომპანიის სტატუსი.
2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ამ მიზნით
შექმნილ საწარმოს რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული
წლებისათვის. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის
დამადასტურებელი სერტიფიკატი.
3. საწარმოს, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო
ორგანო. სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის პირობებში საწარმოს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი;
ბ) განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება ასევე სპეციალური სავაჭრო
კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოზე;
გ) განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება სპეციალური სავაჭრო კომპანიის
სტატუსის არმქონე საწარმოზე სატარიფო ღირებულებით;
დ) მიიღოს შემოსავლები, რომლებიც არ მიეკუთვნება საქართველოში არსებულ
წყაროს;
ე) გარდა ამ ნაწილით გათვალისწინებულის და მე-5 ნაწილით აკრძალული
საქმიანობისა, მიიღოს შემოსავლები საქართველოში არსებული წყაროდან, ამასთან იგი არ
უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 5 პროცენტს.
5. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის პირობებში საწარმოს ეკრძალება:
ა) განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში;
ბ) შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით, შეისყიდოს საქონელი
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსგან;
გ) მომსახურება გაუწიოს საქართველოს საწარმოს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ
დაწესებულებას საქართველოში;
დ) ჰქონდეს საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობი;
6. სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან გადასახადის გადამხდელის მიერ უცხოური
საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, მყიდველის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან
გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის სატარიფო ღირებულებაზე მეტი.
აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომელიც ამ კოდექსით
მიეკუთვნება აქტივის ღირებულებას და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო
კომპანიისათვის გადახდებს.
7. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის,
რომელსაც საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე. ამასთან, განცხადება
წარდგენილი უნდა იქნას შესაბამისი წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.”.
4. 99-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მიღებული მოგება;“.
5. 121-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიის
სტატუსით სარგებლობის პერიოდში.“.
6. 160-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ექსპორტი, რეექსპორტი;“.
7. 162-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური
საქონლის იმპორტის შემთხვევაში, იმპორტის თანხას ემატება საწყობში უცხოური
საქონლის შესყიდვის და საქონლის სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა,
რომლის მიხედვითაც იმპორტიორი დღგ-ს გადაიხდის იმპორტის გადასახდელთან
ერთად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.”.
8. 168-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების
შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი
ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა;“;
ა.ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება,
აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის მიწოდება;“.
ბ) მე-4 ნაწილის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონლის რეექსპორტი ან ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის,
რომელშიც განხორციელებულია დეკლარირება საქონლის რეექსპორტის ან საქონლის
ექსპორტში გაშვების შესახებ;“;
ბ.ბ) „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან
თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე
მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ
დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა,
გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
გ2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი
შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული
საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა
და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;“.
9. 173-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
ვ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური
საქონლის იმპორტისას, უცხოური საქონლის შესყიდვის და საქონლის სატარიფო
ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი.“.
10. 207-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად
შექმნილი კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის გაფორმება;“.
11. 217-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საქონლის საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში დროებით შენახვის
შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა შეადგენს 5 კალენდარულ
წელს.“.
12. 217-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა
ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე
საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო ექსპორტის
შემთხვევაში − არა უმეტეს 120 დღისა.“.
13. 218-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. საქონლის გაშვებამდე ან საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისას,
არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, რეგისტრირებულ სასაქონლო
დეკლარაციაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები ჯარიმის დაკისრების გარეშე,
თუ დეკლარირებული სატარიფო ღირებულების თანხის ცდომილება არ აღემატება:
ა) 3000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – 5%-ს;
ბ) 3000 ლარიდან 15000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – 3 %-ს;
გ) 15 000 ლარზე მეტი სატარიფო ღირებულების საქონელზე – 2%-ს, მაგრამ არა
უმეტეს 5000 ლარს.“.
14. 221-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი კონტროლის
ზონიდან, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით
ნებადართულია გაშვებული საქონლის კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება.“.
15. 227-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
16. 231-ე და 232-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 231. საწყობი
1.
საწყობის
სასაქონლო
ოპერაცია
საშუალებას
იძლევა,
საწყობში/ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში დასაწყობდეს:
ა) უცხოური საქონელი სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;
ბ) ექსპორტში მოქცეული საქართველოს საქონელი.
2. საწყობში შესაძლებელია ნებისმიერი პირის:
ა) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა;
ბ) იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის
განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია;
გ) კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით
განთავსება.
3. საწყობის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას წარდგენილი უნდა იქნეს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა, ასეთის
არსებობის შემთხვევაში.
4. დასაწყობების ვადა არ არის შეზღუდული.
5. საწყობის საქმიანობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული
ნებართვის საფუძველზე. საწყობი არის კონტროლის ზონა.
6. საწყობში შესაძლებელია განხორციელდეს გადამუშავების ოპერაციები იმ საქონლის
მიმართ, რომლის მიმართაც ხორციელდება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია. ამ
შემთხვევაში საქონელი არ ჩაითვლება დასაწყობებულად.
7. დასაშვებია საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა.
8. დაუძლეველი ძალის შედეგად საწყობში დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი
ექვემდებარება დეკლარანტის მიერ არჩეული სასაქონლო ოპერაციის იმავე სახით
განხორციელებას, როგორითაც ეს ოპერაცია განხორციელდებოდა დაზიანებული ან
გაფუჭებული საქონლის ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას.
9. საწყობში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ
ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური
პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. საწყობში შენსახული
საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 232. თავისუფალი ზონა
თავისუფალი ზონა არის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ნაწილი, სადაც:
ა) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური
საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ
გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები;
ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში
მოქცევის ანალოგიური დებულებები (მათ შორის, უცხოური საქონლის სტატუსის
მინიჭება).“.
1
17. დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 288 :
1
„მუხლი 288 . სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევა
1
1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მიერ ამ კოდექსის 24 -ე მუხლით
გათვალისწინებული საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის
გადამეტება ერთობლივი შემოსავლის 5 პროცენტზე –
იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების
მიზნით, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსგან საქონლის
საქართველოში შესყიდვა იწვევს დაჯარიმებას შესყიდული საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის
ოდენობით.
3. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა საქართველოს
საწარმოს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებისათვის საქართველოში;
იწვევს დაჯარიმებას ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან/და მისაღები
კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.”.
18. 289-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო
საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება,
ზედამხედველობის
ქვეშ მყოფი
საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა –
იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, – 2 000 ლარის ოდენობით.“.
19. 290-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 290. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა
საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა –
იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე
პირობის დარღვევის ყოველ შემდგომ განმეორებაზე – ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.“.
20. 309-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ
გამოიყენება გადამუშავების და თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
შემუშავების
მიზეზს
წარმოადგენს
საქართველოს
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ტიპის საწყობის გაერთიანება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია მკაფიდ იყოს დარეგულირებული საწყობის
სასაქონლო ოპერაციაში განსახორციელებელი ოპერაციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანპროექტის თანახმად უქმდება სასაქონლო ოპერაცია „თავისუფალი
საწყობი“, შესაბამისად, უქმდება თავისუფალი საწყობის საწარმოს სახეობა.
სასაქონლო ოპერაცია „თავისუფალი საწყობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით,
შესაბამისი ცვლილებები შედის კოდექსის რიგ მუხლებში.
საგადასახადო კოდექსს ემატება დებულებები საწარმოს ახალი სტატუსის −
სპეციალური სავაჭრო კომპანიის თაობაზე.
მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლების შემთხვევებს ემატება
სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მიღებული მოგება.
დღგ-ით დაბეგვრის ობიექტებს ემატება რეექსპორტი.
ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევებს ემატება
რეექსპორტი.
207-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერმინთა განმარტებებს ემატება
„გაფორმების ეკონომიკური ზონა“.
საქონლის საწყობში დროებით შენახვის ვადა იზრდება 5 კალენდარულ
წლამდე. ასეთ შემთხვევაში სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადაც იზრდება
შესაბამისად.
საქონლის საწყობში დროებით შენახვის ვადა 5 კალენდარულ წლამდე
იზრდება იმ საქონელზეც, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია
(გარდა ექსპორტისა), ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − შენარჩუნდება მოქმედი
ვადები – არა უმეტეს 120 დღისა.
განისაზღვრება სატარიფო ღირებულების თანხის ცდომილების ნორმები,
რომლის დროსაც შესაძლებელი ხდება სასაქონლო დეკლარაციაში ცვლილების
შეტანა ჯარიმის დაკისრების გარეშე საქონლის შემოწმებისას არადეკლარირებული
საქონლის აღმოჩენის შემთხვევაშიც.
უქმდება საწყობის სახეობათა დაყოფა ღია და დახურული ტიპების მიხედვით.
საწყობში შენსახული საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები
განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ზრდა, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალური
სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევისთვის შესაბამის ჯარიმებს,
რაც გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს
დღგ–სთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას რეექსპორტსა და თავისუფალ
საწყობთან მიმართებაში. თუმცა, ამ ეტაპზე ბიუჯეტზე კანონპროექტის გავლენის
ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან იგი დამოკიდებულია
ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ჯარიმების ოდენობაზე, ასევე გადახდილ
დღგ–ზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშვება სახელწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ადგენს სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის
წესის დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობას. ამდენად, აღნიშნული
სამართალდარღვევის
ჩამდენი
პირებს
დაეკისრებას
კანონპროექტით
გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის თანახმად, სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მიერ ამ
კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოში არსებული წყაროდან
მიღებული შემოსავლის გადამეტება ერთობლივი შემოსავლის 5 პროცენტზე
გამოიწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შემდგომი რეექსპორტის ან/და
მიწოდების მიზნით, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე
საწარმოსგან საქონლის საქართველოში შესყიდვა გამოიწვევს დაჯარიმებას
შესყიდული საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა საქართველოს
საწარმოს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებისათვის საქართველოში;
გამოიწვევს დაჯარიმებას ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან/და მისაღები
კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.”.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.