„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.09.2011
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/345/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება ა) მე-8 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, შიდა გადამუშავება და გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც იარაღის, მათ შორის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, დამზადებასთან, წარმოებასთან და შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) დაკავშირებულ სამუშაოებზე გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. 3. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტზე ნებართვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული პროდუქცია ამ კანონის მე-6 მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით არის აღნიშნული; ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. ბ) მე-8 მუხლის მე–13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც გასცა ნებართვა, შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს ნებართვის მოქმედება, თუ ექსპორტიორმა (იმპორტიორმა) დაარღვია საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციათა ჩატარების წესი ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; საქართველოში ესქსპორტის, იმპორტის და რეექსპორტის პროცედურების გამარტივება ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის გამცემ ორგანოებს ემატება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლში, კერძოდ ნებართვა გაიცემოდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რასაც დაემატა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. კანონპროექტით კანონში შედის ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილება და შესაბამისობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ იმ პირთათვის, ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. და დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებს არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის შემთხვევაში; კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი; კანონპროექტის ავტორია – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი; კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. არსებობის