„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.09.2011
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/345/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 62 ✗ 0
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლისა. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, თანაბარზომიერად, ამ კანონის მე-7 4 მუხლის 10 პუნქტით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ყოველწლიური მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: უქმდება თავისუფალი საწყობის სანებართვო მოსაკრებელი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საგადასახადო კოდექსთან შესაბამიობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანპროექტი შესაბამისობაში მოდის საგადასახადო კოდექთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმებას, ეს გარემოება არ გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას, ვინაიდან, თავისუფალი საწყობის ნებართვა არასდროს გაცემულა და შესაბამისად, სანებართვო მოსაკრებელი ბიუჯეტის სასარგებლოდ არ გადახდილა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშვება სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იქონიებს არ იქონიებს ზეგავლენას ფინანსურად იმ პირთა მიმართ, რომლებზეც გავრცელდება ეს კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.