„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 59 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-15
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №13, 02.07.2009, მუხ. 63) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სასამართლო – ამ კანონის მე-11, მე-13, მე-14, და 35-ე მუხლებისათვის – ის რაიონული
(საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა,
მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა; მე-16, 21-ე, 22-ე, 23-ე, 42-ე და 43-ე
მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები; 44-ე და 45-ე მუხლებისათვის – სააპელაციო
სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების წესებზე. ამ შემთხვევაში,
მხარეთა შეთანხმება მოიცავს იმ საარბიტრაჟო წარმოების წესებს, რომელთა შესახებ მხარეები
შეთანხმდნენ საარბიტრაჟო შეთანხმებაში. ამასთან, მხარეთა შეთანხმება კონკრეტულ
საარბიტრაჟო დაწესებულებაზე მოიცავს შეთანხმებას ამავე საარბიტრაჟო დაწესებულების
წესებზე.”;
გ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი
ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი
ფორმით ისეთი დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც ხელმოწერილია მხარეების მიერ. ასეთ
შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები.“;
ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც
საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია, მხარის განცხადების საფუძველზე,
რომელიც უნდა გაკეთდეს შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე, შეწყვიტოს წარმოება და
მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ
საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-11 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნაზე მხარეთა
შეთანხმების
არარსებობისას
ან
შეთანხმებული
პროცედურის
განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში:
ა) სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ
არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ
ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის
ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე
არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს
სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში;
ბ)
ერთი
არბიტრისაგან
შემდგარი
არბიტრაჟის
შემთხვევაში,
თუ
მხარეები
ვერ
შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს
ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება
საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. არბიტრის დანიშვნისას სასამართლომ ან სხვა დაწესებულებამ, რომელიც ახორციელებს
არბიტრის დანიშვნას, უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
დამოუკიდებელი
და
მიუკერძოებელი
არბიტრის
დანიშვნის
უზრუნველსაყოფად.“;
გ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე;“.
5. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება
გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია, აცილების შესახებ წერილობითი განცხადება
წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა
შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება,
რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების
საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ
აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი
განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი
ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში.“.
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი:
„21. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს,
რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის
აცილების მოთხოვნით.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასამართლოს ამ მუხლის მე-21 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე
გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს,
გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. აცილების
შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს
საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე,
და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.“.
6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია
1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ,
საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით
საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო
შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე.
ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
2. განცხადება იმის შესახებ, რომ არბიტრაჟს არ აქვს კომპეტენცია, შეიძლება გაკეთდეს
საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის
დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის
მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 და
მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას
არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტებით
განსაზღვრულ
განცხადებასთან
დაკავშირებით,
საბოლოო
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად.
თუ არბიტრაჟი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე განსაზღვრავს, რომ
მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს ამგვარი გადაწყვეტილების
შესახებ შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში გაასაჩივროს არბიტრაჟის
გადაწყვეტილება სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს
დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამ საკითხის
გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ
იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
6.
მხარეთა
შეთანხმების
შემთხვევაში
არბიტრაჟი
საკუთარ
კომპეტენციაზე
გადაწყვეტილებას იღებს, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საბოლოო საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად.“.
7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით უფლებამოსილია დაავალოს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის
შენარჩუნება ან აღდგენა;
ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით
საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც
აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს
საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.“.
8. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და
ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ
აღნიშნულ
გარემოებებში
საარბიტრაჟო
სარჩელის
უზრუნველყოფის
მოცემული
ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია დააკისროს
მხარეს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.“.
9. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
არბიტრაჟის
მიერ
გამოყენებულ
საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის
მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოყენებული აღნიშნული
უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა
გათვალისწინებით.
თუ
სარჩელის
უზრუნველყოფის
ღონისძიებების
აღსრულება,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ საჭიროებს სასამართლოსათვის მიმართვას,
არბიტრაჟი უფლებამოსილია დაადგინოს აღსრულების განსხვავებული წესი.”.
10. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი
წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო
საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.“.
11. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. შეტყობინებები
თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი
შეტყობინების მხარეებისთვის ჩაბარება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსით სასამართლო შეტყობინებისა და დაბარებისთვის დადგენილი წესით.“.
12. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი
შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას ან ენებს ადგენს არბიტრაჟი ყველა
შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. თუ
მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეთა შეთანხმება ან
არბიტრაჟის გადაწყვეტილება ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას,
ზეპირ
მოსმენას,
საბოლოო
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებას,
დადგენილებასა
და
საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.“.
13. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის იმ ნორმების
შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება დავის არსებით ნაწილზე.“.
14. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას.
მხარეთა
თხოვნის
საფუძველზე,
არბიტრაჟი
უფლებამოსილია
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მხარეთა მორიგება შეთანხმებული პირობებით.“.
15. 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილება
სავალდებულოა
საარბიტრაჟო
შეთანხმების
მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა
მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის
მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ
არბიტრი
უარს
განსხვავებული
აცხადებს
აზრი
აქვს,
საარბიტრაჟო
უნდა
გადაწყვეტილების
გაკეთდეს
შესაბამისი
ხელმოწერაზე
ჩანაწერი.
ან/და
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების მიმღები არბიტრები, საარბიტრაჟო
განხილვის მხარეები, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.
3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე
მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ სამოტივაციო ნაწილის არარსებობაზე, ან
როდესაც
საარბიტრაჟო
შესაბამისად.“.
გადაწყვეტილება
გამოტანილია
ამ
კანონის
38-ე
მუხლის
16. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება“.
17. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები
1. ამ კანონის ფარგლებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წინააღმდეგ ერთადერთი
საპროცესო
საშუალებაა
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების
გაუქმება,
რომელიც
უნდა
განხორციელდეს ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების შესაბამისად.
2. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო
გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს
საჩივრით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა)
საარბიტრაჟო
შეთანხმების
გაფორმების
დროს
მხარე
იყო
ქმედუუნარო
ან
არაუფლებამოსილი; ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა
მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას –
საქართველოს კანონმდებლობის
ძალადაკარგულია;
თანახმად,
საარბიტრაჟო
შეთანხმება
ბათილია
ან
ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო
ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან
სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი პოზიცია ან დაეცვა თავისი
ინტერესები;
ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო
წარდგენილი არბიტრაჟში მხარეთა მიერ, ან შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე,
რომელიც სცილდება არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს. თუ გადაწყვეტილება იმ
საკითხებზე, რომლებიც ექცევა არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში, შეიძლება
გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც სცილდება არბიტრაჟში მხარეთა
მოთხოვნის ფარგლებს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ
ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც სცილდება
არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს;
ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა
შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო
განხილვის საგანი;
ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საჯარო წესრიგს.
3. საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მხარემ შეიძლება
წარადგინოს
სასამართლოში
მისთვის
გადაწყვეტილების
ჩაბარებიდან
90
დღის
განმავლობაში. მხარეთა მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის
წარდგენის შემთხვევაში, ვადა აითვლება ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით არბიტრაჟის მიერ
გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან.
4. სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების
აღსრულება არ შეჩერდება, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა.
5. დაუშვებელია სასამართლოს მიერ ცნობილი და აღსრულებული საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომლითაც მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა და რაც არსებითი
განხილვის შედეგად უარყოფილ იქნა სასამართლოს მიერ. ამ შემთხვევაში საჩივარი
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაიშვება, ხოლო უკვე მიღებულ
საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდება.“.
18. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის
შეჩერება
სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საჩივრით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების
თაობაზე, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შეაჩეროს გადაწყვეტილების
გაუქმების განხილვა ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, რათა
არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი
ქმედება, რაც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების
საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ
სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის
ვადაში.“.
19. 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
20. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის
საფუძვლები
1. მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება,
ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს
განცხადებით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო ქმედუუნარო ან
არაუფლებამოსილი; ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა
მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას –
საქართველოს
კანონმდებლობის
თანახმად,
საარბიტრაჟო
შეთანხმება
ბათილია
ან
ძალადაკარგულია;
ა.ბ) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, არ იყო
ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან
სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი პოზიცია ან დაეცვა თავისი
ინტერესები;
ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო
წარდგენილი არბიტრაჟში მხარეთა მიერ ან შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე,
რომელიც სცილდება არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს. თუ გადაწყვეტილება იმ
საკითხებზე, რომლებიც ექცევა არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში, შეიძლება
გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც სცილდება არბიტრაჟში მხარეთა
მოთხოვნის ფარგლებს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ
იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას მხარეთა
მოთხოვნის ფარგლებში წარდგენილ საკითხებზე;
ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა
შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონს, სადაც ჩატარდა
საარბიტრაჟო განხილვა;
ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა გაუქმებულ ან
შეჩერებულ იქნა იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, სადაც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან
იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება
გამოტანილი;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო
განხილვის საგანი;
ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო
წესრიგს.
2.
დაუშვებელია
სასამართლოსთვის
საქართველოში
გამოტანილი
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მიმართვა
იმავე საფუძვლით, რომლითაც მხარე ითხოვდა აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების
გაუქმებას ან თუ მხარემ არ გაასაჩივრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამ კანონის 42-ე
მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებულ სასამართლოში
შეტანილია
საჩივარი
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების
გაუქმების
ან
შუამდგომლობა
აღსრულების შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს შუამდგომლობით
ცნობისა და აღსრულების შესახებ, უფლება აქვს არა უმეტეს 30 დღით გადადოს
გადაწყვეტილების გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან
აღსრულებას, დაავალოს მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის
ცალკეულ ნორმათა შეუსაბამობა „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“
UNCITRAL-ის მოდელურ კანონთან, ასევე კანონში არსებული მთელი რიგი ხარვეზები და
მთარგმნელობითი ხასიათის შეცდომები. კანონპროექტის მიღების მიზეზია აგრეთვე
საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების შემაფერხებელი საკანონმდებლო
გარემოს არსებობა, რომელიც უნდა შეიცვალოს არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების
გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობისა და პოპულარობის გაზრდის და
ზოგადად ამ ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში
მოყვანა „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“ UNCITRAL-ის მოდელურ
კანონთან, ასევე საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი მეგობრულად განწყობილი
გარემოს შექმნა, კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება, არბიტრაჟის ინსტიტუტის,
როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობის და პოპულარობის
გაზრდისა და მისი განვითარების ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მხარეთა უფლებას, მიმართონ მხოლოდ
მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, მაშინ როდესაც UNCITRAL-ის მოდელური
კანონიდან გამომდინარე, მხარეებს ასევე უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ კონკრეტული
დავის გადასაწყვეტად შექმნილ (ad hoc) არბიტრაჟსაც. კანონპროეტით ცვლილება შედის
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და UNCITRAL-ის
მოდელური კანონის მსგავსად, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ კონკრეტული
დავის გადასაწყვეტად შექმნილ (ad hoc) არბიტრაჟსაც.
წარმოდგენილი
ცვლილებებით
უქმდება
კანონის
მე-2
მუხლის
21
პუნქტი.
მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება აღარ იქნება ვალდებული ოფიციალურ
ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს საარბიტრაჟო წარმოების წესები. იმის გათვალისწინებით,
რომ არბიტრაჟი კერძო სერვისია, ლოგიკურია, რომ მან თავად იზრუნოს საკუთარი წესების
გამოქვეყნებაზე (მაგალითად, ვებგვერდის საშუალებით). შესაბამისად, არბიტრაჟისათვის
მსგავსი ვალდებულების დაკისრება აზრს მოკლებულია.
კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე
მხარე ფიზიკური პირია, საარბიტრაჟო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ მხარეთა
ადვოკატებმაც ან საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. მსგავსი
ტიპის შეზღუდვის საჭიროება არ არსებობს - თუ მხარეთა ნების გამოვლენა ნამდვილია, მათ
კანონი არ უნდა ავალდებულებდეს ადვოკატების დასაქირავებლად ან ნოტარიული წესით
შეთანხმების დასამოწმებლად დამატებითი ხარჯების გაღებას. ამდენად, წარმოდგენილი
ცვლილებებით თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, მათ აღარ
მოეთხოვებათ შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება ან ადვოკატების ხელმოწერა.
საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე9 მუხლიც, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან
შეწყვიტოს საქმის წარმოება მხოლოდ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ, რაც იმას
გულისხმობს, რომ თავისთავად მხარეთა შეთანხმება და ნება დავის არბიტრაჟისთვის
გადასაცემად, არ არის საკმარისი სასამართლოსთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება
აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება და დგინდება, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში მხარის მოთხოვნით სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას. მოქმედი
რედაქციისგან
განსხვავებით,
საარბიტრაჟო
განხილვის
დაწყება
საქმის
წარმოების
შესაწყვეტად სავალდებულო აღარ იქნება. ასევე განისაზღვრება, რომ წარმოების შეწყვეტის
შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე.
კანონპროექტით დგინდება, რომ მხარეს არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება შეეძლება სასამართლოში გაასაჩივროს არა აღნიშნული გადაწყვეტილების
გამოტანიდან, არამედ გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
კანონპროექტით განისაზღვრება არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის წესი
იმ
შემთხვევებისთვისაც, როდესაც მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად ვერ
ხერხდება არბიტრის დანიშვნა, ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, მხარეთა
შეთანხმების
არსებობის
მიუხედავად,
შეიქმნას
გარკვეული
პრობლემები
არბიტრის
დანიშვნის პროცესში, აღნიშნული ცვლილება კი უზრუნველყოფს, რომ მხარეთა ნება დაუქვემდებარონ დავა არბიტრაჟს - ნებისმიერ შემთხვევაში იყოს აღსრულებადი,
მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურის
განხორციელების შესაძლებლობა. დამატებით, კანონპროექტით ზუსტდება, რომ კანონის მე11 მუხლის მე-4 პუნქტი ეხება სასამართლოს (და არა არბიტრაჟის) მიერ მიღებული
გადაწყვეტილების
საბოლოო
ხასიათს.
არბიტრის
(არბიტრების)
დანიშვნის
წესთან
დაკავშირებით განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილებით კონკრეტდება, რომ არბიტრაჟი
შეიძლება დანიშნოს როგორც სასამართლომ, ასევე ნებისმიერმა სხვა დაწესებულებამ (თუ ამ
უკანასკნელზე არსებობს მხარეთა შეთანხმება).
კანონპროექტით
(საქალაქო)
არბიტრაჟის
სასამართლოს
კომპეტენციის
მაგივრად,
საკითხის
განახორციელებს
გადაწყვეტას
სააპელაციო
რაიონული
სასამართლო.
ლოგიკურია, რომ არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხებზე პრაქტიკა ჩამოაყალიბოს იმ
ინსტანციამ, რომელიც იხილავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების
საკითხებს, ასევე საარბიტრაჟოს გადაწყვეტილების გაუქმების საჩივრებს. დამატებით,
UNCITRAL-ის მოდელური კანონიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან იმიჯნება შემთხვევები,
როდესაც არბიტრაჟს არა აქვს კომპეტენცია და როდესაც არბიტრაჟმა გადააჭარბა თავის
კომპეტენციას.
არბიტრაჟის
კომპეტენციასთან
შესაძლებლობა,
დაკავშირებული
საბოლოო
ცვლილებებით
გადაწყვეტილების
გადაწყვეტილება თავისი კომპეტენციის თაობაზე.
ამასთანავე,
ასევე
გამოტანამდე
ზუსტდება
მიიღოს
მხარეთა შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, არბიტრაჟმა უნდა იმოქმედოს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად
კომპეტენციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის დროის განსაზღვრისას.
ცვლილებით განისაზღვრება, რომ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების
აღსრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ საჭიროებს სასამართლოსათვის
მიმართვას, არბიტრაჟი უფლებამოსილია დაადგინოს ასეთი ღონისძიებების აღსრულების
განსხვავებული წესი.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 23-ე მუხლის მე-3
პუნქტში მითითება კეთდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლზე,
რაც იმას ნიშნავს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მხრეს არ აქვს შესაძლებლობა
მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. ცალკეულ შემთხვევებში,
საარბიტრაჟო
შეუძლებლობამ
სარჩელის
შეიძლება
აღძვრამდე
უზრუნველყოფის
მნიშვნელოვანი
ზიანი
ღონისძიების
მიაყენოს
მხარეს.
გამოყენების
აღნიშნულის
გათვალისწინებით, ცვლილების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მხარის
მიმართვის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს საარბიტრაჟო
სარჩელის აღძვრამდეც.
ცვლილებებით
ასევე
დგინდება,
რომ
არბიტრაჟი
ვალდებულების
ნაცვლად,
უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვალდებულების
უფლებამოსილებით შეცვლა ხდება კანონის 38-ე მუხლშიც - არბიტრაჟი უფლებამოსილი
იქნება გადაწყვეტილებით დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს მხარეთა მორიგება შეთანხმებული
პირობებით.
აღსანიშნავია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი, რომლის
მიხედვით თუ შეუძლებელია ადრესატის იურიდიული მისამართის, საცხოვრებელი ან
სამუშაო ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის
გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან
სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით. მსგავსი
რეგულირება ხშირად იწვევს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადრესატი ვერც გებულობს მის
წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის ფაქტს. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ
მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში წერილობითი შეტყობინების მხარეებისთვის
ჩაბარება
მოხდება
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსით
სასამართლო
შეტყობინებისა და დაბარებისთვის დადგენილი წესით.
ცვლილება შედის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ
პუნქტში და კონკრეტდება, რომ არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული
სამართლის იმ ნორმების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება დავის არსებით ნაწილზე.
დამატებით, UNCITRAL-ის
მოდელურ კანონთან შესაბამისობის მიზნით, ზუსტდება
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის და საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. მოდელური კანონის მიხედვით, განიმარტება,
რომ
კანონის
ფარგლებში
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების
წინააღმდეგ
ერთადერთი
საპროცესო საშუალება არის გაუქმების პროცედურა, რომელიც უნდა განხორციელდეს ამავე
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, პროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება
ცნობილი და აღსრულებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმავე საფუძვლით,
რითაც მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და
აღსრულებაზე უარის თქმა, ასევე დაუშვებელი იქნება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების
ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვა
იმავე საფუძვლით, რომლითაც ითხოვდა მხარე აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების
გაუქმებას ან თუ გაუქმების მოთხოვნის ვადა გასულია. იმის გათვალისწინებით, რომ
საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი ცნობააღსრულების უფლებამოსილებით აღჭურვილია ერთი და იგივე ორგანო (სააპელაციო
სასამართლო), დაუშვებელი უნდა იყოს ორმაგი სტანდარტის არსებობა და იდენტური
საფუძვლების შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება.
ცვლილებებით
ზუსტდება,
რომ
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების
ნაწილობრივ
გაუქმებაზე, ისევე, როგორც ცნობასა და აღსრულებაზე, უარის თქმა შესაძლებელი იქნება იმ
შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც ექცევა არბიტრაჟში მხარეთა
მოთხოვნის
ფარგლებში,
შეიძლება
გამოცალკევებულ
იქნეს
იმ
საკითხებისგან,
რომლებიც სცილდება არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს.
პროექტით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში აღინიშნება ასევე გადაწყვეტილების
მიმღები არბიტრები, საარბიტრაჟო განხილვის მხარეები. გარდა ამისა, მხარეებს ეძლევათ
საშუალება შეთანხმდნენ სამოტივაციო ნაწილის არარსებობაზე, თუნდაც საარბიტრაჟო
შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
დამატებით, კანონის მოქმედი რედაქციის მე-13, მე-17-მე-18, 42-ე, 45-ე მუხლებში
აღმოფხვრილია მთარგმნელობითი ხასიათის შეცდომები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
გადასახდელის შემოღებას.
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღეს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს წარმომადგენლებმა და კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი
საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის (რომელიც
აერთიანებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა
ასოციაციის, აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს)
წევრებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
კერძო
სამართლის
რეფორმის
განმახორციელებელი
საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება და კანონის გამოყენება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) სასამართლო – ამ კანონის მე-11, მე-13, მე-14, მე-16 და 35-ე მუხლებისათვის – ის რაიონული
(საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა,
მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა; 21-ე, 22-ე, 23-ე, 42-ე და 43-ე
მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები; 44-ე და 45-ე მუხლებისათვის – სააპელაციო
სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ბ) ელექტრონული შეტყობინება – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ
საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია,
რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული,
მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული
გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით.
2. ამ კანონის მიზნებისათვის, მხარეთა შეთანხმება მოიცავს იმ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო
დაწესებულების საარბიტრაჟო წარმოების
საარბიტრაჟო დავის გადასაწყვეტად.
წესებს,
რომელსაც
მხარეებმა
მიმართეს
21. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება ვალდებულია ოფიციალურ ბეჭდვით
ორგანოში გამოაქვეყნოს საარბიტრაჟო წარმოების წესები.
3. თუ ამ კანონის რომელიმე დებულება შეეხება საარბიტრაჟო სარჩელს, აღნიშნული
დებულება გამოიყენება საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართაც, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის
მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა.
მუხლი 8. საარბიტრაჟო შეთანხმების ცნება და ფორმა
1.
საარბიტრაჟო
შეთანხმება
არის
შეთანხმება,
რომლითაც
მხარეები
თანხმდებიან,
განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან
შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი
ურთიერთობიდან გამომდინარე.
2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან
ცალკე შეთანხმების ფორმით.
3. საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.
4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი
შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან
ხელშეკრულების დადების ფორმისა.
5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება
ელექტრონული
შეტყობინებით,
თუ
შეტყობინებაში
მოცემული
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
6. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი
გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც
ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების
არსებობას.
7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს
საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი
მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.
8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან
ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.
ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები.
9. თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, საარბიტრაჟო შეთანხმებას
ხელი უნდა მოაწერონ მხარეთა ადვოკატებმაც ან საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დამოწმდეს
სანოტარო წესით.
მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმება და დავის არსებით საკითხზე სარჩელის შეტანა
სასამართლოში
1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც
საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია ამ საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის
დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან
შეწყვიტოს წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოაჩენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება
ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.
2. საარბიტრაჟო წარმოების მხარე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში
ვალდებულია შეატყობინოს სასამართლოს იმ დავის არსებით საკითხზე საარბიტრაჟო
განხილვის დაწყების შესახებ, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში
განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს,
გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
მუხლი 11. არბიტრების დანიშვნა
1. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა
პირმა უნდა განაცხადოს წერილობით.
2. არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა
დგინდება მხარეთა შეთანხმებით.
3. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას:
ა) სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ
არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ
ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის
ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე
არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს
სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში;
ბ) ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან
არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს
სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
არბიტრაჟის
ან
სასამართლოს
5. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის
შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის
შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის
გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა (სასამართლომ) უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ
შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი
არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.
7. დაუშვებელია პირს აეკრძალოს არბიტრად დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
იგი არის:
ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე;
გ) მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს
ნასამართლობა.
მუხლი 13. არბიტრის აცილების პროცედურა
1. მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების
პროცედურაზე.
2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება
გამოუცხადოს
არბიტრს,
ვალდებულია
აცილების
შესახებ
წერილობითი
განცხადება
წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა
შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება,
რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების
საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ
აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი
განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი
ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ
დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის
შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან
სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
30
დღის
ვადაში
მიმართოს
3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის
დანიშვნიდან
ან
იმ
დღიდან,
როდესაც
მისთვის
ცნობილი
გახდა
ამ
კანონით
გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30
დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
4. სასამართლოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე
გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს,
გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. აცილების
შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს
საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე,
და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
5. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.
მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია
1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ,
საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით
საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო
შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე.
არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის
ბათილობას.
2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო
შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში
მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი
გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-3
პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას
არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
5. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ
ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. არბიტრაჟის
კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების
წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს,
გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
მუხლი 17. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების
გამოყენება
1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს
არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ,
თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
2.
მხარის
მიმართვის
საფუძველზე,
გონივრულ
ვადაში,
არბიტრაჟი
წერილობითი
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის
შენარჩუნებას ან აღდგენას;
ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით
საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც
აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს
საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
მუხლი 18. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების
გამოყენების პირობები
1. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის ამ
კანონის
მე-17
უზრუნველყოფის
მუხლის
მე-2
პუნქტის
ღონისძიებების
„ა“–„გ“
გამოყენების
ქვეპუნქტებით
შესახებ,
გათვალისწინებული
უნდა დაასაბუთოს
შემდეგი
გარემოებების არსებობა:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება
გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე
მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით
გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ
მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა
დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი
გადაწყვეტილების გამოტანაზე.
2. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების
მოთხოვნები
გამოიყენება
მხოლოდ
იმ
ფარგლებში,
რომლებშიც
არბიტრაჟი
ამას
მიზანშეწონილად მიიჩნევს.
3. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის
ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
4.
მხარეს,
რომელიც
შუამდგომლობს
საარბიტრაჟო
სარჩელის
უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და
ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ
აღნიშნულ
გარემოებებში
საარბიტრაჟო
სარჩელის
უზრუნველყოფის
მოცემული
ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს
ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
მუხლი 21. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების ცნობა და აღსრულება
1. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს
აქვთ
სავალდებულო
ძალა
და,
თუ
მხარეთა
შეთანხმებით
სხვა
რამ
არ
არის
გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით,
მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოყენებული აღნიშნული უზრუნველყოფის
ღონისძიებები, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
2.
მხარე,
რომელიც
მიმართავს
სასამართლოს
შუამდგომლობით
არბიტრაჟის
მიერ
გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და
აღსრულების
შესახებ,
ან
რომლის
შუამდგომლობაც
დააკმაყოფილა
სასამართლომ,
ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც
უკავშირდება არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან გაუქმებას.
3. სასამართლო უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს არბიტრაჟის
მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და
აღსრულებაზე,
ამ
კანონის
მე-18
მუხლის
მე-3
პუნქტით
გათვალისწინებული
უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
4. სასამართლოში ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო
გადაწყვეტილება მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის 44ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 23. სასამართლოს მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებები
1. მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების
მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო
განხილვის
ადგილისა,
სასამართლოს
აქვს
იგივე
უფლებამოსილებანი,
რაც
სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
3. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი
წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა,
საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
მუხლი 27. შეტყობინებები
თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება
მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ
მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი
ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია
ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს
შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
მუხლი 29. საარბიტრაჟო წარმოების ენა
1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი
შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას ან ენებს ადგენს არბიტრაჟი ყველა
შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით.
მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას,
საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში
გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.
2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან
უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).
მუხლი 36. სამართლის ნორმათა გამოყენება საარბიტრაჟო განხილვისას
1. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად.
2. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება
არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული სამართლის ნორმები.
3. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე
გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ
ნორმებს.
4. არბიტრაჟი გადაწყვეტილების გამოტანისას ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობებს და
იმ სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რომლებიც ასეთი ხელშეკრულების მიმართ
გამოიყენება.
მუხლი 38. მხარეთა მორიგება
1. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას.
არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს
მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.
2.
არბიტრაჟი
ვალდებულია
გამოიტანოს
გადაწყვეტილება
საარბიტრაჟო
განხილვის
შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30
დღის ვადაში.
3. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ კანონის 39-ე
მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე
იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ
სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის
დაწყებიდან
180
დღის
ვადაში,
თუ
მხარეთა
შეთანხმებით
სხვა
რამ
არ
არის
გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს
არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის.
იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა
(არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას
გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს
აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს,
უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს
გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.
3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე
მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის
არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია ამ კანონის 38-ე
მუხლის შესაბამისად.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა
მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები
1. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო
გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს
საჩივრით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;
ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს
საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს
კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;
ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო
განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო
განხილვაში;
ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო
გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება
საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს
მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების
ფარგლებს;
ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა
შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო
განხილვის საგანი;
ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
2. საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს
სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში.
3. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება.
სასამართლოს
უფლება
აქვს,
მხარის
შუამდგომლობით,
შეაჩეროს
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღით, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი
უზრუნველყოფა.
მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის
შეჩერება
სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით,
უფლება აქვს შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა თავის მიერ დადგენილი
ვადით, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის
განახლებისა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული
საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს
არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 44. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
1. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი
შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის
წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის
დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან
დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ
სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს
გარეთ
გამოტანილ
გადაწყვეტილებებთან
დაკავშირებით
–
საქართველოს
უზენაესი
სასამართლო.
2. მხარემ, რომელიც
შუამდგომლობს
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების
ცნობასა
აღსრულებაზე,
წარმოადგინოს
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების
სათანადოდ
დამოწმებული
უნდა
დედანი
(საქართველოს
ფარგლებს
გარეთ
და
გამოტანილი
გადაწყვეტილებებისთვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8
მუხლში
მითითებული
საარბიტრაჟო
შეთანხმების
დედანი
ან
მისი
სათანადოდ
დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან
შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე
ქართულ ენაზე ამ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
3. მხარეს, რომელსაც დაეკისრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, უფლება აქვს
მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების
შესახებ. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღით, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი
უზრუნველყოფა.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების
საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 45. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის
საფუძვლები
1. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ
გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს
სარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;
ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს
საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის
კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება,
საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;
ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო
განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო
განხილვაში;
ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო
გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება
საარბიტრაჟო
შეთანხმების
ფარგლებს.
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების
ცნობასა
და
აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც
სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;
ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა
შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონს, სადაც ჩატარდა
საარბიტრაჟო განხილვა;
ა.ვ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა გაუქმებულ ან
შეჩერებულ იქნა იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, სადაც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან
იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება
გამოტანილი;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო
განხილვის საგანი;
ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ სასამართლოში
შეტანილია შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების ან აღსრულების
შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს შუამდგომლობით ცნობისა და
აღსრულების შესახებ, უფლება აქვს არა უმეტეს 30 დღით გადადოს გადაწყვეტილების
გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს
მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა.