„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.12.2014
ავტორი
კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/280/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-15
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №4748, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა1“და „ა2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 50 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა 2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადაწყვეტილების ცნობისა და გაუქმების აღსრულების შესახებ შესახებ საჩივარზე, განცხადებაზე –150 საარბიტრაჟო ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“. 2. 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 272-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 272. საქმის წარმოების შეწყვეტა 1. სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის; ბ) არ არსებობს დავის საგანი; გ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე; ე) მხარეები მორიგდნენ; ვ) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა; ზ) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; თ ) დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი; ი) კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა. 2. თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადებით.“. 4. 35613 მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;“; ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილება გამოაქვს იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“-„გ“ და „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები.“. 5. 35617 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და ისინი უნდა აღსრულდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 6. 35618 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.“. 7. 35621 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 ნაწილი: „21. მხარის შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელს შეუძლია წარმოადგინოს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში. სასამართლო განჩინებით უარს იტყვის საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ მხარის განცხადების მიღებაზე, თუ არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმების შესახებ, რა საფუძვლითაც მხარე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას ან თუ მხარემ არ გაასაჩივრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გამოტანილ უნდა იქნეს განჩინების ფორმით, ამ მუხლის მე-21 ნაწილით გათვალისწინებული განცხადების წარმოდგენიდან ან მისი წარმოდგენისთვის განსაზღვრული 7 დღიანი ვადის გასვლიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, გარდა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 8. XLIV5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XLIV5 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება“. 9. 35624 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. თუ საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ცნობილი და აღსრულებული იქნა საქართველოს სასამართლოს მიერ, საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმების შესახებ, რითაც მხარე ითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას, არ დაიშვება, ხოლო უკვე მიღებულ საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდება.“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საჩივრით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების შემაფერხებელი საკანონმდებლო გარემოს არსებობა, რომელიც უნდა შეიცვალოს არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობისა და პოპულარობის გაზრდის და ზოგადად ამ ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, პოპულარიზაცია და მისი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა- აღსრულების პროცესის დაწყების თაობაზე მხარეთა ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება და მათ მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის უფლების დროული გამოყენების ხელშეწყობა. კანონპროექტი აგრეთვე მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას „არბიტრაჟის შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილების პროექტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მსგავსად, მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისათვის და განისაზღვრება 150 ლარით (იგივე ოდენობა, რაც დადგენილია არაქონებრივ დავაზე სასარჩელო წარმოებისათვის); ასევე მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იმ საკითხებზე, რომელშიც საარბიტრაჟო განხილვა საჭიროებს სასამართლოს ჩართულობას (საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) და ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნაცვლად, განიხილავს სააპელაციო სასამართლო. პროექტის შესაბამისად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმება მხოლოდ მხარის განცხადების შემთხვევაში გახდება საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის 35618 მუხლის მე-2 ნაწილში მითითება კეთდება ამავე კოდექსის 192-ე მუხლზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მხარეს არ ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. ცალკეულ შემთხვევებში, საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი ღონისძიება იქნება მხარის გამოიყენოს მიმართვის საარბიტრაჟო საფუძველზე სარჩელის სარჩელის აღძვრამდეც. ამ უზრუნველყოფის მხრივ, პროექტი შესაბამისობაში მოდის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან. გარდა ამისა, პროექტით დგინდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხებზე სასამართლოს მიერ მხარეთა ინფორმირების ვალდებულება - მხარეს ექნება შესაძლებლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, დამატებითი პროცედურების გარეშე, განცხადებით მოითხოვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმა. ამასთან, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე განჩინების გამოტანისთვის კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადა იზრდება 30 დღემდე, ვინაიდან კანონით დღეისთვის დადგენილი ვადა შეუსაბამოდ მცირეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საჭირო ხდება ზეპირი მოსმენის დანიშვნა. სამოქალაქო საპორცესო კოდექსი შესაბამისობაში მოდის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება მხარის მოთხოვნით ცნობილ და აღსრულებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმება, რომლითაც მხარე ითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას. ასევე სასამართლო უარს იტყვის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ მხარის განცხადების მიღებაზე, თუ არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმების შესახებ, რა საფუძვლითაც მხარე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას ან თუ მხარემ არ გაასაჩივრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი ცნობა-აღსრულების უფლებამოსილებით აღჭურვილია ერთი და იგივე ორგანო (სააპელაციო სასამართლო) დაუშვებელი უნდა იყოს ორმაგი სტანდარტის არსებობა და იდენტური საფუძვლების შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება. წარმოდგენილი პროექტით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ზუსტდება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ხდება საჩივრის შეტანის გზით, თუმცა, აღნიშნული, თავისთავად, არ გულისხმობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან გაუქმება და გასაჩივრება, თავისი შინაარსით, სხვადასხვა დატვირთვის მატარებელი კატეგორიებია. პროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35624 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება ექნება მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა. ამასთან, არბიტრაჟს მიეცემა საშუალება ცალკეულ შემთხვევებში საარბიტრაჟო განხილვის განახლების გარეშე განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელი იქნება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული პუნქტი შესაბამისობაში მოდის ასევე „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონთან და პროცესშიც ზუსტდება, რომ საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ცვლილებებს მიღება იწვევს საარბიტრაჟო სახელმწიფო წარმოებაში მოწმის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, აგრეთვე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის შემცირებული ოდენობის შესაბამისად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის შედეგად პირები არბიტრაჟთან დაკავშირებულ დავებზე გადაიხდიან სახელმწიფო ბაჟს მნიშვნელოვნად შემცირებული ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად, საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე - 150 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ მიმართება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა და კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის (რომელიც აერთიანებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა ასოციაციის, აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს) წევრებმა. კანონპროექტის შემუშავებისას აგრეთვე კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ; ა1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 100 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა3 ) ამ კოდექსის 1873 მუხლიდან გამომდინარე სარჩელებზე დავის საგნის ღირებულებ ის 1% -ს , მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. თუ სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთ ა შეთანხმებით არ დასრულდა, მოსარჩელე სარჩელის საერთო წესების დაცვით წარდგენისას ვალდებულია დამატებით წარადგინოს დავის საგნის ღირებულების 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ; ა4) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე – 50 ლარს; ა5) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო როცა დავის საგნის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარს; ბ) სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; გ) საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა; დ) კერძო საჩივარზე – 50 ლარს; ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს; ე1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს; ზ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს; თ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს; ი) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როცა საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარს; ი1 ) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს; კ) თამასუქის ან ჩეკის თაობაზე სარჩელზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს; ლ) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 და 300 ლარს. 11. (ამოღებულია – 06.12.2011, №5369). 2. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. 3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს; ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს; ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს; ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს; გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს; გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს. მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა 1. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ: ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ1) არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული მორიგების აქტი; ბ2) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს; დ1 ) დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი; ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის; ვ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; ზ) დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე; თ) სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. მუხლი 272. საქმის წარმოების შეწყვეტა სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის; ა1) არ არსებობს დავის საგანი; ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე; დ) მხარეები მორიგდნენ; ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა; ე1) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; ვ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს; ვ1 ) დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი; ზ) კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა. მუხლი 35613. არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები 1. ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქმეებს: ა) არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; ბ) არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ; გ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; დ) მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში სასამართლოს დახმარების შესახებ; ე) არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ; ვ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ; ზ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ; თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ; ი) „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილება გამოაქვს იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. მუხლი 35617. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება 1. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს უფლებამოსილი სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოყენებული აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. 2. უფლებამოსილ სასამართლოში წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 3. სასამართლო უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა. 4. სასამართლოს მხარის განცხადების წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება არბიტრაჟის ღონისძიებების ცნობასა მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო და აღსრულებაზე, თუ არ სარჩელის არსებობს საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. უზრუნველყოფის „არბიტრაჟის შესახებ“ 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. მუხლი 35618. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ 1. მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. 2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. მუხლი 35621. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე 1. მხარემ, რომელიც აღსრულებაზე, უნდა შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. 2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას. 3. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაზე გამოტანილ უნდა იქნეს განჩინების ფორმით, შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, გარდა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე განჩინებასთან ერთად მხარეს ეძლევა სააღსრულებო ფურცელი. 5. განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გამოტანილად ითვლება და სასამართლო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მისცეს სააღსრულებო ფურცელი, როდესაც დარღვეულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადა. 6. განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. მუხლი 35624. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით. 2. სასამართლო ვალდებულია განიხილოს საჩივარი და გამოიტანოს მოტივირებული გადაწყვეტილება საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში. 3. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს, შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. 4. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.