„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-15
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს ცვლილება და 332-ე მუხლის შენიშვნა
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის
იურიდიული
პირების
(გარდა
პოლიტიკური
და
რელიგიური
გაერთიანებებისა)
ის
თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას,
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების წევრები და თანამშრომლები, საარჩევნო
სუბიექტები
(მხოლოდ
ამ
კოდექსის
მიზნებისათვის),
კერძო
საქართველოს
კანონმდებლობის
338-ე
აღმასრულებლები,
მუხლით
აგრეთვე
საფუძველზე
გათვალისწინებული
ნებისმიერი
ახორციელებს
სხვა
დანაშაულის
პირი,
რომელიც
საჯაროსამართლებრივ
უფლებამოსილებას.
2. ამ თავის მიზნებისათვის, მოხელესთან გათანაბრებული პირი ასევე გულისხმობს უცხო
ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირს (მათ შორის, საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციული
უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წევრს), აგრეთვე ნებისმიერ პირს,
რომელიც
ასრულებს
რაიმე
საჯარო
ფუნქციას
სხვა
სახელმწიფოსთვის,
საერთაშორისო
ორგანიზაციის ან ორგანოს თანამდებობის პირს ან ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულ
თანამშრომელს, ასევე ნებისმიერ მივლინებულ ან არამივლინებულ პირს, რომელიც ასრულებს ამ
თანამდებობის პირის ან თანამშრომლის ფუნქციების შესაბამის ფუნქციებს, უცხო ქვეყნის ნაფიც
მსაჯულებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
საფუძველზე, საერთაშორისო საპარლამენტო კრების წევრს, სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს წარმომადგენელს, საერთაშორისო სასამართლოს ან სასამართლო ორგანოს
მოსამართლეს და თანამდებობის პირს.
3. ამ კოდექსის 338-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სუბიექტები ასევე
არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრები, ხოლო ამ კოდექსის 338-ე–3391
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სუბიექტები არიან ნაფიცი მსაჯულები (ნაფიცი
მსაჯულობის
კანდიდატები),
რომლებიც
საქართველოს
კანონმდებლობის
საფუძველზე
ახორციელებენ აღნიშნულ უფლებამოსილებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული
ხარვეზი, რომელიც უკლებლივ ყველა სამოხელეო დანაშაულის სუბიექტად/მოხელესთან
გათანაბრებულ პირად მიიჩნევს საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „მოხელესთან გათანაბრებული პირის“ ცნებიდან უცხო ქვეყნის
არბიტრაჟის წევრების გამოყოფა და ამ უკანასკნელებზე, ისევე, როგორც საქართველოს
არბიტრაჟის წევრებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედების გავრცელება
მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე (ქრთამის აღება) და 339-ე (ქრთამის მიცემა)
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას.
2008 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, კოდექსის 332-ე
მუხლს დაემატა შენიშვნა, რომლის მიხედვითაც არბიტრაჟის წევრები გახდნენ სამოხელეო
დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრი, თავისი ბუნებით, არ არის საჯარო მოხელე.
არბიტრების უფლებამოსილება ეფუძნება მხარეთა შეთანხმებას და გამომდინარეობს მისგან.
არბიტრს
ყველაზე
ახლო
მსგავსება
აქვს
მოსამართლის
სტატუსთან.
სამოხელეო
დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება საფრთხეს უქმნის
არბიტრის
თავისუფლებას
დავის
განხილვის
პროცესში.
მაგალითად.
საერთაშორისო
კომერციული არბიტრაჟის პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა არბიტრმა ჩათვალა, რომ
არბიტრაჟს აქვს კომპეტენცია განიხილოს ესა თუ ის დავა, ხოლო შემდგომ სასამართლომ
დაადგინა, რომ არბიტრაჟს არ ჰქონდა ამ დავის განხილვის კომპეტენცია (ეს მხოლოდ ერთი
მაგალითია), ასევე როდესაც, მაგალითად, სასამართლომ არ ცნო არბიტრაჟის გადაწყვეტილება
პროცედურული შეცდომების, ინტერესთა კონფლიქტის გაუმჟღავნებლობის ან სხვა მიზეზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის შენიშვნის მოქმედი რედაქციის
მიხედვით, შესაძლებელია არბიტრის ნებისმიერი ეს ქმედება მიჩნეულ იქნეს ამ უკანაკნელის მიერ
უფლებამოსილების გადამეტებად და, შესაბამისად, გახდეს მისი სისხლისამართლებრივი
პასუხისმგებლობის საფუძველი. ასეთი შედეგი კი დაუშვებელია და პირდაპირი წინააღმდეგობაა
იმისათვის, რომ კვალიფიციურ და გამოცდილ არბიტრებს სურვილი ჰქონდეთ ჩაერთონ
არბიტრაჟში (რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთ გარემოში უცხოელი არბიტრების შესაძლო
ჩართულობაზე). სამოხელეო დანაშაულის თავიდან საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის
წევრების ამოღება ამცირებს უსაფუძვლო საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას სასამართლოში
და აძლიერებს არბიტრაჟს, როგორც დავის მოგვარების დამოუკიდებელ მექანიზმს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მიერთებულია „კორუფციის შესახებ“ სისხლის
სამართლის 1999 წლის კონვენციას (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის
14 დეკემბრის N 3956–რს დადგენილებით). კონვენციის იმპლემენტაციას ახორციელებს GRECO
(Group of States against Corruption), რომელმაც 1999 წლის პირველ მაისს დაიწყო ფუნქციონირება.
კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 თავის შესაბამისად, არბიტრების მონაწილეობით აქტიური
ან/და პასიური მექრთამეობისათვის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში უნდა დაწესდეს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამდენად, ცვლილების განხორციელების შემდეგაც
საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრები რჩებიან საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 338-ე (ქრთამის აღება) და 339-ე (ქრთამის მიცემა) მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები/მოხელესთან გათანაბრებული პირები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით,
ახალი
რედაქციით
ყალიბდება
საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის შენიშვნა, რომლითაც განისაზღვრება, რომ საქართველოსა
და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრები იქნებიან არა ყველა სახის სამოხელეო დანაშაულის, არამედ
მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე (ქრთამის აღება) და 339-ე (ქრთამის
მიცემა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები/მოხელესთან გათანაბრებული
პირები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრებზე აღარ
გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სამოხელეო დანაშაულის (გარდა
სისხლის
სამართლის
კოდექსის
339-ე
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულისა)
ჩადენისათვის გათვალისწინებული ჯარიმები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
წარმომადგენლებმა და კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო
საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის (რომელიც აერთიანებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა ასოციაციის,
აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს) წევრებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
კერძო
სამართლის
რეფორმის
განმახორციელებელი
საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 332. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე
გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების,
საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური
თანამდებობის მქონე პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის
იურიდიული
პირების
(გარდა
პოლიტიკური
და
რელიგიური
გაერთიანებებისა)
ის
თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას,
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების წევრები და თანამშრომლები, საარჩევნო
სუბიექტები
(მხოლოდ
ამ
კოდექსის
338-ე
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულის
მიზნებისათვის), არბიტრაჟის წევრები, კერძო აღმასრულებლები, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი,
რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯაროსამართლებრივ
უფლებამოსილებას.
2. ამ თავის მიზნებისათვის, მოხელესთან გათანაბრებული პირი ასევე გულისხმობს უცხო ქვეყნის
სახელმწიფო თანამდებობის პირს (მათ შორის, საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციული
უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წევრს), აგრეთვე ნებისმიერ პირს,
რომელიც
ასრულებს
რაიმე
საჯარო
ფუნქციას
სხვა
სახელმწიფოსთვის,
საერთაშორისო
ორგანიზაციის ან ორგანოს თანამდებობის პირს ან ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულ
თანამშრომელს, ასევე ნებისმიერ მივლინებულ ან არამივლინებულ პირს, რომელიც ასრულებს ამ
თანამდებობის პირის ან თანამშრომლის ფუნქციების შესაბამის ფუნქციებს, უცხო ქვეყნის
არბიტრაჟის წევრებს და ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე, საერთაშორისო საპარლამენტო კრების წევრს, სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელს, საერთაშორისო სასამართლოს ან
სასამართლო ორგანოს მოსამართლეს და თანამდებობის პირს.
3. ამ კოდექსის 338-ე–3391 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სუბიექტები ასევე არიან
ნაფიცი მსაჯულები (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები), რომლებიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ აღნიშნულ უფლებამოსილებას.