„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-01-22
ბიუროს ნომერი 242
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31,24 ივლისი,
1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს ცვლილება და 323-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი
ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება
გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ცალკეულ შემთხვევებში, კანონით
შეიძლება
გათვალისწინებულ
იქნეს
ხელშეკრულების
სანოტარო
ვალდებულება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
წესით
დამოწმების
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირთა წრის განსაზღვრას, რომელთაც აქვთ
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება, აგრეთვე იმ სავალდებულო
პირობების
დაწესებას,
რომლებსაც
უნდა
აკმაყოფილებდეს
უცხოელი
ან
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული
პირი ასეთი კატეგორიის მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია,
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსთან
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში დათქმის გაკეთება, რომლის თანახმად, გარდა ზოგადი წესის სახით დადგენილი უძრავი
ნივთის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულებისა,
ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება კანონით გათვალისწინებულ იქნეს ხელშეკრულების სანოტარო
წესით
დამოწმების
ვალდებულებაც.
აღნიშნული
ნორმა
ეხმიანება
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ნორმას, რომლის თანახმად, უცხოელის მიერ
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად დადებული ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს
სანოტარო წესით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე
მუხლი,
რომელიც აწესრიგებს
უძრავი ნივთის გასხვისების წესს და
ამისათვის ადგენს
სავალდებულო წერილობითი ფორმის არსებობას. აღნიშნულ რეგულაციას ემატება ნორმა, რომლის
თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხელშეკრულების
სანოტარო წესით დამოწმების ვალდებულება, რითაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
საკუთრების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განსახორციელებელი
ცვლილების
პროექტი
შესაბამისობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ასახულ უძრავი ნივთის გასხვისების
წესთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253
დადგენილებით
შექმნილი
საქართველოში
მიწის
მართვის
განვითარების
სამართლებრივი
უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
საქართველოს
იუსტიციის
განვითარების სამინისტროები.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
და
ეკონომიკისა
და
მდგრადი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი
ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება
გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.