„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-01-22
ბიუროს ნომერი 242
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს ცვლილება და 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე42 პუნქტი:
„42. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით უცხოელისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების
უფლების გადაცემის მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესახებ
ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების
გარდა, ადგენს, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი პირის მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლის 110
პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირთა წრის განსაზღვრას, რომელთაც აქვთ
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება, აგრეთვე იმ სავალდებულო
პირობების დაწესებას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უცხოელი ასეთი კატეგორიის მიწაზე
საკუთრების უფლების მოსაპოვებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რისთვისაც კანონში აისახება
ნოტარიუსის ვალდებულება - უცხოელისათვის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
საკუთრების უფლების გადაცემის მიზნით მიწის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების დამოწმებისას,
კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად, დაადგინოს, შესაბამისი პირის მიერ
წარმოდგენილია თუ არა საჭირო დოკუმენტაცია ამ კატეგორიის მიწაზე საკუთრების უფლების
მოსაპოვებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლს
ემატება 42 პუნქტი, რომლის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილი
წესით
უცხოელისათვის
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების გადაცემის მიზნით მიწის გასხვისების შესახებ
ხელშეკრულების დამოწმებისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების
გარდა, ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს, წარმოდგენილია თუ არა კანონით გათვალისწინებული
დოკუმენტები, მათ შორის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ან
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253
დადგენილებით
შექმნილი
საქართველოში
მიწის
მართვის
განვითარების
სამართლებრივი
უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
საქართველოს
იუსტიციისა
განვითარების სამინისტროები.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
და
ეკონომიკისა
და
მდგრადი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 38. სანოტარო მოქმედება
1. ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს;
ბ) გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას;
გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას;
დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას;
ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;
ვ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;
ზ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;
თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;
ი) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
კ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;
ლ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;
მ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;
ნ) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს;
ო) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს;
პ) გასცემს სააღსრულებო ფურცელს;
ჟ) ასრულებს თამასუქის პროტესტს;
რ) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას;
ს) შესანახად იღებს დოკუმენტებს;
ტ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.
2. ამ კანონით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების გარდა, ნოტარიუსი ასრულებს
აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სანოტარო მოქმედებებს.
3. სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს
პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს.
4.
ნოტარიუსი
უფლებამოსილია
დაინტერესებულ
პირს
გაუწიოს
სამართლებრივი
კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან.
41. ნოტარიუსს აქვს ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლება. ნივთის საჯაროდ შეთავაზება
ხდება ელექტრონული აუქციონის ან/და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო
შეთავაზების
ფორმებს,
აგრეთვე
საჯარო
შეთავაზებისათვის
გამოყენებულ
ელექტრონულ
საშუალებებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლებიდან
გამომდინარე, ნოტარიუსი ასევე უფლებამოსილია კონსულტაცია გაუწიოს დაინტერესებულ მხარეს.
5.
ნოტარიუსი
გადახდევინების
გასცემს
ვადადამდგარი
სააღსრულებო
ფურცელს
ფულადი
მოთხოვნის,
ქონებაზე
უფლების
თანხის
დავალიანების
გადაცემის,
აგრეთვე
დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის
საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში
წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.