„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 67 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 66 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-02-03
ბიუროს ნომერი 243
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით
პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების,
საქართველოს
ეროვნული ბანკისა
და
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის
–
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის
დაკისრების
შესახებ,
ადგილობრივი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
თვითმმართველი
ერთეულის
აქტი
ქონებისათვის
სახელმწიფო
ან/და
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა
და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი,
გირავნობის
მოწმობა,
საქართველოს
საბიუჯეტო
კოდექსით
გათვალისწინებული
საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს
თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების
გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება, უძრავი ქონების
შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე
ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და
სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები
(შემდგომ – გადაწყვეტილება):
ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული
სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან
ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების
განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი,
განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;
გ)
სისხლის
სამართლის
საქმეზე
კანონიერ
ძალაში
შესული
სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით
ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული
სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული
სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში
ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;
ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
ზ)
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსის
268-ე
მუხლით
გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული
გადაწყვეტილება;
თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს
ის
გადაწყვეტილებები,
რომელთა
აღსრულებაც
გათვალისწინებულია
საქართველოს კანონმდებლობით;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც,
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად,
სავალდებულოა საქართველოსათვის;
ლ)
სასამართლოს
საგადასახადო
გადაწყვეტილება
გირავნობით/იპოთეკით
მოვალის
დატვირთული,
(გადასახადის
გადამხდელის)
ყადაღადადებული
ქონების
რეალიზაციის შესახებ;
მ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის
(მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა
და დაპატიმრების შესახებ;
ნ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების
აღსრულება განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესისა და
პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონპროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტი წარმოადგენს ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის გამომდინარე პროექტს, რამდენადაც
ჯანმრთელობის
დაცვის
შესახებ
საქართველოს
კანონში
ცვლილებით
ხდება
სსიპ
,,სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ ლიკვიდაცია, საჭიროა რომ აღნიშნულ პროცესთან
დაკავშირებული ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის საკანონმდებლო აქტებშიც. მათ
შორის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონშიც, სადაც აღსრულებას
დაქვემდებარებულ
აქტების ჩამონათვალში განსაზღვრულია ,,საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან
არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება“.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
,,ჯანმრთელობის
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განსახორციელებელ
ცვლილებებთან შესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, კანონის მე-2 მუხლის პირველი
წინადადებიდან,
სადაც
განსაზღვრულია
აღსრულებას
დაქვემდებარებული
აქტების
ჩამონათვალი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
კომპეტენტურ
სამსახურთან
არსებული
სამედიცინო
მედიაციის
სამსახურის
გადაწყვეტილების ამოღება.
კანონპროექტის
კანონპროექტის
მე-2
ამოქმედების
მუხლით
გათვალისწინებულია
მომენტისათვის
აღსრულების
გარდამავალი
პროცესში
ნორმა
არსებული
საქმეებისათვის - კანონის ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ
,,სამედიცინო მედიაციის სამსახურის‘‘ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდება
ცვლილების ამოქმედებამდე არსებული წესისა და პროცედურების შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფო
არ
იღებს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპები:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახისგადასახდელის
ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება:
მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები (05.03.2014. N2049 ამოქმედდეს 2014 წლის
1 სექტემბრიდან)
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით
პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების,
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის
დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის
ქონებისათვის
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა
და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი,
გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული
საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს
თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების
გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება, უძრავი ქონების
შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე
ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და
სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ, საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან
არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება და შემდეგი სასამართლო
აქტები (შემდგომ – გადაწყვეტილება):
ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული
სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან
ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების
განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი,
განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;
გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით
ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული
სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული
სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში
ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;
ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
ზ)
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსის
268-ე
მუხლით
გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული
გადაწყვეტილება;
თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია
საქართველოს კანონმდებლობით;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც,
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად,
სავალდებულოა საქართველოსათვის;
ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის)
საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების
რეალიზაციის შესახებ;
მ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის
(მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა
და დაპატიმრების შესახებ;
ნ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
8
VII თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.