„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-02-03
ბიუროს ნომერი 243
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი,
№47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის პირველ ნაწილი „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4 6
2. 38-ე მუხლის „ა −„ა “ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4
5
1
3. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა “, „ა “ და „ი “ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
1
4. 186-ე მუხლის პირველი ნაწილი „დ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
1
5. 272-ე მუხლის „ვ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2
6. მეშვიდე კარი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებული სასამართლო წარმოებაში არსებული დავების განხილვა და დასრულება
განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესისა და პროცედურების
შესაბამისად.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
კანონპროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტი წარმოადგენს ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის გამომდინარე პროექტს, რამდენადაც
ჯანმრთელობის
დაცვის
შესახებ
საქართველოს
კანონში
ცვლილებით
ხდება
სსიპ
,,სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ ლიკვიდაცია, საჭიროა რომ აღნიშნულ პროცესთან
დაკავშირებული ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის საკანონმდებლო აქტებშიც. მათ
შორის,
საქართველოს
საქართველოს
შრომის,
სამოქალაქო
საპროცესო
ჯანმრთელობისა
და
კოდექსშიც,
სადაც
განსაზღვრულია
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საქმეების სასამართლო წარმოების წესი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
,,ჯანმრთელობის
მიზანია
დაცვის
საქართველოს
შესახებ“
სამოქალაქო
საქართველოს
საპროცესო
კანონში
კოდექსის
განსახორციელებელ
ცვლილებებთან შესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, კანონიდან ამოღებულია ის ნორმები,
რომლებიც
არეგულირებდნენ
სამედიცინო
მედიაციის
სამსახურის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საქმეების სასამართლო წარმოების წესებს, კერძოდ, ის
ნორმები, რომლებიც შეეხება უწყებრივ ქვემდებარეობის საკითხებს, სასამართლო ბაჟის
ოდენობებს, სარჩელის წარმოებაში მიღებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის პირობებს და
სამედიცინო მედიაციის პროცესსა და სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების აღსრულებაში სასამართლოს მონაწილეობის წესებს.
კანონპროექტის
კანონპროექტის
მე-2
ამოქმედების
მუხლით
გათვალისწინებულია
მომენტისათვის
სასამართლო
გარდამავალი
წარმოებაში
ნორმა,
არსებული
დავებისათვის - კანონის ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ
,,სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სასამართლო
წარმოებაში არსებული დავების განხილვა და დასრულება განხორციელდება ცვლილების
ამოქმედებამდე არსებული წესისა და პროცედურების შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება იქონიებს მცირე გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, რამდენადაც კოდექსიდან, სხვა ნორმებთან ერთად, ამოდის სსიპ ,,სამედიცინო
მედიაციის სამსახურის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სასამართლო წარმოებაში
არსებული სახელმწიფო ბაჟი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფო
არ
იღებს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპები:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 11. სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება
სასამართლოებისადმი
1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო
განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების,აგრეთვე კანონით
გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ:
ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების
გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს,
მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის;
ბ) ამოღებულია (10.12.99. N70 საქართველოს მაცნე N48(55))
გ) ამოღებულია (10.12.99. N70 საქართველოს მაცნე N48(55))
დ) ამოღებულია (10.12.99. N70 საქართველოს მაცნე N48(55))
ე) საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ;
(10.12.99. N70 საქართველოს მაცნე N48(55))
ვ) უდავო წარმოების საქმეებს.
ზ) რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის,
ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან
1
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
194-ე
ან/და
331
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და
სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს; (13.11.2013. N1525 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
თ) შვილად აყვანის საქმეებს. (18.12.2007 N5628 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)
ი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის
განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს. (19.12.2008 N 797)
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის (შემდგომ −
სამედიცინო მედიაციის სამსახური) მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო
საქმეებს. (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
2. კანონით, სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა
განხილვაც.
3. ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა,
კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
4.
სასამართლოები
განიხილავენ
საქმეებს,
რომლებიც
საერთაშორისო
ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები.
5. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი
დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთანავე,
მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა
დათმონ თავიანთი მოთხოვნა. (28.12.2011 N 5667 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან)
მუხლი 38. სახელმწიფო ბაჟი
სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება
საქართველოს კანონით დადგენილი წესით:
წარმოებს
სახელმწიფო
ბაჟის
შესახებ
ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში
ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ; (8.05.2012. N6145)
ა1) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე; (11.07.2007. N5286)
ა2) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და
მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის
დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან
დაკავშირებულ განცხადებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული; (25.12.2009 N2451)
3
ა ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე,
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, თუ საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; (11.11.2011 N 5265
ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან)
4
ა ) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და
მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე;
(28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
5
ა ) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა
და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე; (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს
2012 წლის 1 მარტიდან)
6
ა ) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე; (28.12.2011
N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
ბ) შეგებებულ სარჩელზე;
გ) მესამე პირის სარჩელებზე, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს დავის
საგანზე;
დ) განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ;
ე) სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ;
ვ) სააპელაციო საჩივარზე;
ზ) საკასაციო საჩივარზე;
თ) კერძო საჩივარზე.
ი) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის
ი1)
ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
(25.12.2009. N2451)
კ) განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების
ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.(20.12.2005. N2360)
მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:
ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა
3
ამავე კოდექსის 187 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; (20.12.2011 N 5550)
ა1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და
მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის
დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან
დაკავშირებულ განცხადებაზე – 100 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; (25.12.2009. N2451)
2
ა ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3
პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა
შეუძლებელია – 300 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული; (11.11.2011 N 5265 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან)
3
3
ა ) ამ კოდექსის 187 მუხლიდან გამომდინარე სარჩელებზე დავის საგნის
ღირებულების 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. თუ სასამართლო მედიაციის პროცესში
დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, მოსარჩელე სარჩელის საერთო წესების დაცვით
წარდგენისას ვალდებულია დამატებით წარადგინოს დავის საგნის ღირებულების 2%-ის,
მაგრამ არანაკლებ 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; (20.12.2011 N
5550)
4
ა ) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და
მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე – 50 ლარს;
(28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
5
ა ) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
გაუქმების შესახებ სარჩელზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – დავის საგნის
ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო როცა დავის საგნის
ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარს; (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012
წლის 1 მარტიდან)
ბ) სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის
თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) –
დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;
გ) საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის
თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის
ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;
დ) კერძო საჩივარზე – 50 ლარს;
ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ
განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული
პირია – 150 ლარს;
ე1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ
განმცხადებელი ფიზიკური პირია, – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული
პირია – 150 ლარს, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული; (6.07.2010 N 3365)
ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ
განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარს, ხოლო თუ
განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს;
ზ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს;
თ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე –
შესაბამისად 150 და 300 ლარს;
ი) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე,
როცა საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარს;
1
ი ) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − თუ
განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული
პირია – 150 ლარს; (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
კ) თამასუქის ან ჩეკის თაობაზე სარჩელზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო
საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს;
ლ) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე –
შესაბამისად 100 და 300 ლარს.
11. ამოღებულია (6.12.2011 N 5367)
2. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა
ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის
ნახევარს.
3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:
ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:
ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;
ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:
ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;
გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:
გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს;
გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს. (28.12.2007. N5669)
მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა (28.12.2011 N 5667 ამოქმედდეს 2012
წლის 1 იანვრიდან)
1. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ:
ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ
სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების
დამტკიცების შესახებ;
ბ1) არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული
მორიგების აქტი; (16.03.2012 N 5851 ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.)
2
ბ ) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს
თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების
დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; (8.05.2012. N6145)
გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე
საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ
მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს;
1
დ ) დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი;
(28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის;
ვ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
ზ) დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს
უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;
თ) სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი
ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს
მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით
ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი
გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს,
განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება
დაშვებული დარღვევა.
მუხლი 272. საქმის წარმოების შეწყვეტა
სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის
წარმოებას, თუ:
ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად
მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის;
ა1) არ არსებობს დავის საგანი; (28.12.2007. N5669)
ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება,
რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
(28.12.2007. N5669)
გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე;
დ) მხარეები მორიგდნენ;
ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან
იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან
გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა; (28.12.2007. N5669)
1
ე ) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევა; (11.11.2011 N 5265 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან)
ვ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ
მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს; (19.06.2009. N1281 ამოქმედდეს 2010
წლის 1 იანვრიდან.)
1
ვ ) დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი;
(28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
ზ) კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა. (24.06.2004. N223)
კარი მეშვიდე2 (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
სასამართლოს მონაწილეობა სამედიცინო მედიაციის პროცესსა და სამედიცინო მედიაციის
სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში
6
თავი XLIV
სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი
25
. გამოყენების სფერო (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1
მარტიდან)(28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
მუხლი 356
1. სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებას სასამართლო განიხილავს ამ
კოდექსით დადგენილი წესებით.
2. სამედიცინო მედიაციის სამსახურისათვის გადაცემულ საქმეებს სასამართლო
განიხილავს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სამედიცინო მედიაციის
პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და
აღსრულების შესახებ განცხადება, აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება, ასევე
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და
აღსრულების შესახებ განცხადება სასამართლოს უნდა წარედგინოს გადაწყვეტილების
ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.
მუხლი 356
26
. სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებული საქმეები (28.12.2011 N
5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
1. ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქმეებს:
ა) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის
შესახებ;
ბ) მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში
სასამართლოს დახმარების შესახებ;
გ) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის
შესახებ;
დ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ;
ე) სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და
გაუქმების შესახებ;
ვ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს სააპელაციო
სასამართლო.
27
მუხლი 356 . მხარე (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
ამ თავის მიზნებისათვის მხარე არის სამედიცინო მედიაციის პროცესთან
დაკავშირებული საქმის მონაწილე პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
28
მუხლი 356 . სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012
წლის 1 მარტიდან)
1.
სამედიცინო
მედიაციის
სამსახურის
მიერ
გამოყენებულ
სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს უფლებამოსილი
სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
2. მხარე, რომელიც სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით სამედიცინო
მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების
ცნობისა და აღსრულების შესახებ, ან რომლის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა
სასამართლომ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი
ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ
გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან
გაუქმებას.
3.
სასამართლოში
სამედიცინო
მედიაციის
სამსახურის
წერილობითი
გადაწყვეტილება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების შესახებ მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილი
უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სასამართლო უფლებამოსილია მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს
შუამდგომლობით სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მოსთხოვოს აღნიშნულ
უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის
გარანტიის წარმოდგენა.
5. სასამართლოს მხარის განცხადების წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში
გამოაქვს განჩინება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება
საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
29
მუხლი 356 . სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლოს
მიერ უზრუნველყოფა (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
1. მხარეთა შორის შეთანხმების არსებობისას, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე
სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
2. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII
თავით, გარდა ამ კოდექსის 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“
ქვეპუნქტებისა, დადგენილი წესები, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით.
30
მუხლი 356 . სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების
ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012
წლის 1 მარტიდან)
1. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების
ცნობასა და აღსრულებაზე, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აღნიშნული უზრუნველყოფის
ღონისძიებები, მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარი
ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან დავა არ შეიძლება იყოს სამედიცინო მედიაციის
სამსახურის განხილვის საგანი;
ა.ბ) სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის
ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის
თაობაზე არ იქნა შესრულებული;
ა.გ) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეაჩერა ან გააუქმა სამედიცინო
მედიაციის სამსახურმა;
ბ) სასამართლო მიიჩნევს, რომ:
ბ.ა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება სცილდება სასამართლოს
უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გამოიტანს
გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის ღონისძიების არსებითად შეცვლის გარეშე მისი ფორმის
იმ ფარგლებში შეცვლის შესახებ, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული უზრუნველყოფის
ღონისძიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებისათვის;
ბ.ბ) დავა არ შეიძლება იყოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის განხილვის საგანი ან
ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
2. სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ნებისმიერი საფუძვლით გამოტანილი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე.
3. სასამართლო, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, გადაწყვეტილების გამოტანისას
არსებითად არ იხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
31
მუხლი 356 . სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებები (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
1. მხარეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების
მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
2.
სარჩელის
უზრუნველყოფის
საკითხებში
სასამართლოს
აქვს
იგივე
უფლებამოსილებანი, რაც − სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან
დაკავშირებით.
32
მუხლი 356 . სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის
დასწრების უზრუნველყოფაში (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
1. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ თავისი ინიციატივით ან მხარის
მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოსთვის მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების
მიზნით მიმართვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის XIV თავით დადგენილი წესები.
2. სამედიცინო მედიაციის სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს
მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში სასამართლო
ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 145-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების
უზრუნველყოფის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
7
თავი XLIV (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი
აღსრულება, სააღსრულებო ფურცლის გაცემა
33
მუხლი
356 .
სამედიცინო
მედიაციის
სამსახურის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1
მარტიდან)
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და
აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ
შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
34
მუხლი 356 . გადაწყვეტილება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, სააღსრულებო ფურცლის გაცემა
(28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
1. მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით სამედიცინო
მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების
შესახებ, უნდა წარმოადგინოს გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი
სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ
დამოწმებული ასლი. თუ გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ
ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე მისი სათანადოდ დამოწმებული
თარგმანი.
2. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა
და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს
საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ
სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს
სასამართლოს მიერ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას.
3. გადაწყვეტილება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გამოტანილი უნდა იქნეს განჩინების ფორმით,
შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
4. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
აღსრულების თაობაზე განჩინებასთან ერთად მხარეს ეძლევა სააღსრულებო ფურცელი.
5. განჩინება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
აღსრულების თაობაზე გამოტანილად ითვლება და სასამართლო ვალდებულია
დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მისცეს სააღსრულებო ფურცელი, როდესაც
დარღვეულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადა.
6. განჩინება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
აღსრულების თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
35
მუხლი
356 .
სამედიცინო
მედიაციის
სამსახურის
მიერ
მიღებული
(28.12.2011
N 5665
გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები
ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
1. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება, სარჩელით
მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) იგი ქმედუუნარო იყო;
ა.ბ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილება ბათილია ან
ძალადაკარგულია;
ა.გ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული სამედიცინო მედიატორის ან
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ საქმის განხილვის შესახებ ანდა სხვა საპატიო
მიზეზების გამო ვერ მონაწილეობდა მის განხილვაში;
ა.დ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო სამედიცინო
მედიაციის სამსახურის განსჯადი საკითხი. გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე
მხარეს შეიძლება უარი ეთქვას მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება
სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამოსილებას;
ა.ე) გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა გაუქმებულ ან შეჩერებულ
იქნა სასამართლოს მიერ;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა)
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს
სამედიცინო მედიაციის სამსახურის განხილვის საგანი;
ბ.ბ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
2. თუ სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო მედიაციის
სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ან აღსრულების შეჩერების
შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს ცნობისა და აღსრულების შესახებ
შუამდგომლობით, უფლება აქვს, არა უმეტეს 30 დღისა გადადოს გადაწყვეტილების
გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს
მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა.
8
თავი XLIV (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
და გაუქმება
36
მუხლი
356 .
სამედიცინო
მედიაციის
სამსახურის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრება (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
1. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
გასაჩივრება შეიძლება კანონით განსაზღვრული საფუძვლით, სასამართლოში საჩივრის
შეტანის გზით.
2. სასამართლო ვალდებულია განიხილოს საჩივარი და გამოიტანოს მოტივირებული
გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
3. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს სამედიცინო მედიაციის სამსახურის
გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს, შეაჩეროს გადაწყვეტილების
გაუქმების განხილვა ვადით არა უმეტეს 30 დღისა განცხადების წარმოებაში მიღებიდან,
რათა სამედიცინო მედიაციის სამსახურს მიეცეს განხილვის განახლების საშუალება
გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად.
4. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
გასაჩივრების შემთხვევაში მისი აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს,
მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30
დღისა განცხადების წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი
უზრუნველყოფა.
37
სამსახურის
მიერ
მიღებული
მუხლი
356 .
სამედიცინო
მედიაციის
გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები (28.12.2011 N 5665 ამოქმედდეს
2012 წლის 1 მარტიდან)
1. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება, საჩივრით
მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) იგი ქმედუუნარო იყო;
ა.ბ) მხარეთა ხელშეკრულება/შეთანხმება ბათილია;
ა.გ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული სამედიცინო მედიატორის დანიშვნის ან
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ საქმის განხილვის შესახებ ანდა სხვა საპატიო
მიზეზების გამო ვერ მონაწილეობდა მის განხილვაში;
ა.დ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც სცილდება
სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამოსილებას. სამედიცინო მედიაციის
სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა)
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს
სამედიცინო მედიაციის სამსახურის განხილვის საგანი;
ბ.ბ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
2. საჩივარი სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ
შეიძლება წარდგენილ იქნეს სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების
ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში.
3. სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში
მისი აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით
შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღისა, თუ წარმოდგენილი იქნება
შესაბამისი უზრუნველყოფა.
4. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს სამედიცინო მედიაციის სამსახურის
გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს, შეაჩეროს გადაწყვეტილების
გაუქმების განხილვა თავის მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა, რათა
სამედიცინო მედიაციის სამსახურს მიეცეს განხილვის განახლების საშუალება
გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით
საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს სამედიცინო
მედიაციის სამსახურს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.