„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2015
ავტორი
საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/301/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 61 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-02-23
ბიუროს ნომერი 250

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი1) საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი და მისი მოადგილე .“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზია „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, რომლითაც ომბუდსმენის სახელწოდება შესაბამისობაში მოდის მის ფუნქციებთან და ნაცვლად საგადასახადო ომბუდსმენისა, მას ეწოდება საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტში ხდება რედაქციული ხასიათის ცვლილება. კერძოდ, ნაცვლად საგადასახადო ომბუდსმენისა და მისი მოადგილისა, ჩაიწერება საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი და მისი მოადგილე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების ეტაპზე, კონსულტაციები გაიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც ხორციელდება ცვლილება მუხლი 2. 1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე; ე1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე; ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე; ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები; თ1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; ი) საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; ი1) საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე; კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; კ1 ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები ; ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; ნ) შემოსავლების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანო ს ხელმძღვანელი ; ო) გენერალური აუდიტორი , მისი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები; პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი; ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი; რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ს) საქართველოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის წევრი; ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი; უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე; ფ) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) და მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები და საკრებულოს მდივანი; ქ) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მისი მოადგილე,მუნიციპალიტეტისა და ქალაქის რაიონის გამგებლები და მათი მოადგილეები; ღ) მოსამართლე; ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები; შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი. 2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.