„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 68 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 61 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-02-23
ბიუროს ნომერი 250
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.07.96, გვ. 11) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“
საქართველოს
კანონის
მიღება,
რომლითაც
საქართველოს
ბიზნეს
ომბუდსმენი
უფლებამოსილია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, კანონით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განსახორციელებლად,
მიიღოს
გრანტი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს გრანტის
მიმღებ პირთა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შორის არ არის საქართველოს ბიზნეს
ომბუდსმენი, რაც განაპირობებს მისი (ომბუდსმენის) გრანტის მიმღებ პირთა ნუსხაში
შეყვანის აუცილებლობას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში
მოვიდეს „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რისთვისაც
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში გრანტის მიმღებ პირთა ნუსხას უნდა დაემატოს
საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, რათა მან (ომბუდსმენმა) კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განსახორციელებლად,
შეძლოს
მიიღოს
გრანტი
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლს
ემატება „ლ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დგინდება, რომ
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს
საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
აუცილებელი
ხარჯების
გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიშობა
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების ეტაპზე, კონსულტაციები გაიმართა საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც ხორციელდება ცვლილება
მუხლი 4. გრანტის მიმღები
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
ა)
საქართველოს
სახელმწიფო
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მიერ
უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;
ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს
სახით;
გ)
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლების
ან
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო;
დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მოქალაქე;
ვ1) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
მქონე პირი;
ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ;
თ) საერთაშორისო ორგანიზაცია , სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი;
ი)
„სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი;
კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.