„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/441/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
II მოსმენა (2)
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა (2)
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) ამოღებულ იქნეს მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია პაკეტის ძირითადი კანონპროექტის შინაარსით, რომლითაც უქმდება არასასამართლო (საპოლიციო) წესით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების შესაძლებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი მიზანია მიმდინარე კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა; უძრავი ქონებიდან საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება და შესაბამისი უფლებამოსილების ექსკლუზიურად სასამართლოსათვის გადაცემა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთად, ქმნიან უძრავი ქონებიდან საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება საშემოსავლო ნაწილზე. გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ, რომლებზედაც შეიძლება გავრცელდეს მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელთა შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო შემთხვევაში: ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - პაატა კიკნაველიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოქმედი რედაქცია მუხლი 17. პოლიციის უფლებამოსილებანი 1. პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება; ბ) პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო ობიექტების დაცვის ფიზიკურად უზრუნველყოფა; დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის საქმიანობაში არასრულწლოვანთა განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინება; ვ) სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება, მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამის“ შესაბამისად. თ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პატიმრობიდან განთავისუფლების, აგრეთვე ამ პირის მიერ საპატიმრო ადგილის დატოვების სხვა შემთხვევის თაობაზე. (17.10.2014 N 2692 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 2. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ა) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და მეთვალყურეობს დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულებას; ბ) პირის მიერ კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უზრუნველყოფს ამ პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან მისი გამოყენების სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთას, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდო ხელმყოფისთვის მიცემული წერილობითი გაფრთხილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება არ აჩერებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებასა და წერილობითი გაფრთხილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მოქმედებას; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომელსაც არა აქვს ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან; დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან; ე) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ ინფორმაციას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა შესახებ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ, დაუყოვნებლივ რეაგირებს მათზე, აღრიცხავს სამართალდარღვევებსა და მათ ჩამდენ პირებს; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ გამოკვლევებს ოპერატიულ-სამძებრო მასალებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე; ზ) ეხმარება შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა ძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტასა და მათ მონაწილეთა დაშლას; კ) მოსთხოვს პირს, დაიცვას კანონის მოთხოვნა და შეწყვიტოს სამართალდარღვევა, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს. 3. პოლიცია საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში; იცავს პირთა უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, აგრეთვე ხელყოფისაგან იცავს ქონებას, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს აღმოუჩენს გადაუდებელ დახმარებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში; ბ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულმმართველობითი შტაბების უსაფრთხოებასა და მზადყოფნას, აგრეთვე პირადი (სამინისტროს) შემადგენლობის სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას; გ) იღებს, ამუშავებს და შემდგომი რეაგირებისათვის უფლებამოსილ სუბიექტებს აწვდის შეტყობინებებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), აგრეთვე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ. 4. პოლიცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფუნქციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცეში და საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ გემებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას; ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებას, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვას, არალეგალური მიგრაციის პრევენციას, აღკვეთას, მიგრაციისა და სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულებას; გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლების“ განხორციელებას. 5. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად იღებს ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.