„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/441/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
II მოსმენა (2)
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა (2)
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ; გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება, ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში; ე) სასამართლო ბრძანება, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება, მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ; თ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე; ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის; კ) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; მ) უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; ნ) სანოტარო აქტი; ო) გირავნობის მოწმობა; პ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე; ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ; ს) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება; ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; უ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება, დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება.“. 2. 146 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“–„კ“ და „უ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 მუხლის 4 1 2 პირველი−1 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III თავისა, 15 მუხლისა, მე-17 1 მუხლის მე-11 პუნქტისა, 18 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4, 41 და მე-13 პუნქტებისა, 281 მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე მუხლის პირველი– 12 პუნქტებისა, 75-ე, 76-ე, 771 და 772მუხლებისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ 1 3 1 3 ქვეპუნქტისა, 90 და 90 –91-ე მუხლებისა, XVI −XVI თავებისა, 113-ე მუხლის პირველი– მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.“; 3. 151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააღსრულებო წარმოებაში მოვალეს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან.“ 4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.“. 5. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, 1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. კრედიტორის განცხადება აღსრულების დაწყების თაობაზე ასევე არ მოითხოვება, თუ აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გასცა კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასოს იგი. თუ შეფასებისას აღმოჩნდება, რომ ქონება მეტი ღირებულებისაა, ვიდრე დაფიქსირებულია პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, ამასთანავე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია მის მიერ გადახდილი საფასურის თანხა შეავსოს სრულ ოდენობამდე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას.“. გ) მე-5 პუნქტი მოღებულ იქნეს. 6. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 38-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის/გადაცემის, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისაგან მოითხოვოს სასამართლო წესით.“. 9. 84-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით აბარებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, რომელიც განისაზღვრება 10 კალენდარული დღით; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის დაუსწრებლად იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.“. გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას). კრედიტორის გამოუცხადებლობა არის აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი. კრედიტორის გამოუცხადებლობის მიზეზით აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო მოქმედების მხარეებს განმეორებით ატყობინებს მოვალის იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორის განმეორებით გამოუცხადებლობა იწვევს სააღსრულებო წარმოების დასრულებას კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებით.“. დ) მე-9-მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია პაკეტის ძირითადი კანონპროექტის ძირითადი პრინციპი, რომელიც უარყოფს არასასამართლო წესით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების (გამოყვანის შესაძლებლობას) შესაძლებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან იმ ნორმების ამოღება, რომელიც უშვებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელობიდან პირის გამოსახლების (გამოყვანის) შესაძლებლობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლიდან ამოდის ნორმა, რომლითაც აღსრულებას ექვემდებარება „უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ“, რადგან აღიშნული ნორმა მფლობელობიდან პირის გამოსახლებას (გამოყვანას) უშვებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე და, შესაბამისად, ახასიათებს იგივე სახის სამართლებრივი ხარვეზი, რაც საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტს. ამასთან, მუხლი იხვეწება საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. კერძოდ, ყველა აღსასრულებელი აქტი გამოიყოფა ცალკე ქვეპუნქტის სახით. ამასთან, აღსასრულებელი აქტები დალაგდება გარკვეული ლოგიკური თანმიმდევრობით: 1) საერთო სასამართლოების აქტები („ა“-„თ“ ქვეპუნქტები), 2) საერთაშორისო და უცხო ქვეყნის სასამართლო აქტები („ი“-„კ“ ქვეპუნქტები), 3) საქართველოს, უცხოური და საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებანი („ლ“-„მ“ ქვეპუნქტები), 4) სანოტარო აქტები („ნ“ ქვეპუნქტი) და 5) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები („ო“-„ფ“ ქვეპუნქტები). გარდა ამისა, მე-2 მუხლის ახალი რედაქციით, აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას აღარ მიეკუთვნება ამჟამად მოქმედი რედაქციის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში“, რამდენადაც მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში სამოქალაქო სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტის შესაძლებლობას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა ნორმების ცვლილება გამომდინარეობს მითითებული კანონის მე-2 მუხლის ახალი რედაქციიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება საშემოსავლო ნაწილზე. გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ, რომლებზედაც შეიძლება გავრცელდეს მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელთა შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - პაატა კიკნაველიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი სრული რედაქციები „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლებისა, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება, უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომ – გადაწყვეტილება): ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში; გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე; ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის; ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; მ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ; ნ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე. მუხლი 146. კერძო აღმასრულებელი 1. კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2. სავალდებულოა კერძო აღმასრულებელს ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული საზღაური. 3. ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. 31. კერძო აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო საქმიანობის ორგანიზების მიზნით გაერთიანდეს სხვა კერძო აღმასრულებელთან, ადვოკატთან ან/და აუდიტორთან, ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთ გაერთიანებაში უნდა მონაწილეობდეს ერთი ნოტარიუსი მაინც. 4. ამ თავის მიზნებისათვის სააღსრულებო საქმიანობად აგრეთვე მიიჩნევა დაინტერესებული პირებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით. 5. კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. 6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) და აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი−14 პუნქტებისა, მემუხლის მე-11 4 და მე-5 მუხლებისა, III1 თავისა, 152 მუხლისა, მე-17 1 პუნქტისა, 18 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4, 41 და მე-13 პუნქტებისა, 281 მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე მუხლის პირველი–12 პუნქტებისა, 75-ე, 76ე, 771 და 772მუხლებისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 901 და 903–91-ე მუხლებისა, XVI1−XVI3 თავებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 2 პუნქტებისა და 113 მუხლისა. მუხლი 151. სააღსრულებო წარმოების მხარეები 1. სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება. 2. სააღსრულებო წარმოებაში მოვალეს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან. უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას მოვალეს წარმოადგენს პირი, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს დადგენილ ვადაში არ წარუდგენს უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტს. მუხლი 20. სააღსრულებო ფურცელი (15.07.2008. N210 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან) 1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. (05.03.2014. N2049 ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან) 2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. (7.12.2010. N3884) 3. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. (8.05.2012. N6145) 4. აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. (7.12.2010. N3884) მუხლი 25. აღსრულების დაწყება (7.12.2010. N3884) 1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. კრედიტორის განცხადება აღსრულების დაწყების თაობაზე ასევე არ მოითხოვება, თუ აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით. (05.03.2014. N2049 ამოქმედეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან) 2. იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს. 3. სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო ამ კანონის III2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში – კერძო აღმასრულებელს. აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართვისას ტერიტორიულობის პრინციპის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კრედიტორია ფიზიკური პირი, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი. (17.06.2011. N4827 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან) 4. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებასა და უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გასცა კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასოს იგი. თუ შეფასებისას აღმოჩნდება, რომ ქონება მეტი ღირებულებისაა, ვიდრე დაფიქსირებულია პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, ამასთანავე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია მის მიერ გადახდილი საფასურის თანხა შეავსოს სრულ ოდენობამდე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას. (17.06.2011. N4827 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან) 41. იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს აღსასრულებლად წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის შესაბამისად დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, შეაფასოს ქონება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშეც. აღსრულების ეროვნული ბიურო მის მიერ ქონების შეფასების შემდეგ კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი წინასწარი საფასურის გადახდისათვის. ამ ვადაში კრედიტორის მიერ აღნიშნული საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს მისთვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას. (17.06.2011. N4827 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან) 5. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენი სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ განცხადების აღსასრულებლად წარდგენისას დაურთავს მას აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებას საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ თანაბარმნიშვნელოვან დოკუმენტს და ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. (28.12.2011 N 5668) 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: (28.12.2011 N 5668) ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. 8. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. (28.12.2011 N 5668) 9. თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. (28.12.2011 N 5668) 10. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულებისას მოვალის (გადასახადის გადამხდელის) ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. (28.12.2011 N 5668) 101. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებისას მოვალის ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას განმეორებით არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის XVI1 თავით გათვალისწინებული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას. (8.05.2012. N6145) 11. თუ გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, მოვალეს ეგზავნება შეტყობინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. (28.12.2011 N 5668) 12. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით. (28.12.2011 N 5668) 13. აღსრულების ეროვნული ბიურო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე უზრუნველყოფს მოვალე სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმირებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. (28.12.2011 N 5668) მუხლი 34. აღსრულების შეწყვეტა 1. აღსრულება შეწყდება, თუ: ა ) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავაგარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; თ) ამ კანონის 84-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების მფლობელი იმავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ი) მოვალე, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს აღსრულება ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო წარმოების დასრულებამდე წარადგენს ამავე კანონით განსაზღვრულ ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი; მ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №466 ). 2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორც იელებული ყველა ღონისძიება უქმდება . 3. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფ უძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია . მუხლი 36. აღსრულების შეჩერება და მისი ვადები 1. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით სარჩელის/განცხადების წარდგენისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს: ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე; დ) ამ კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას − საქმის წარმოების განახლებამდე; ე) ამ კანონის 183 მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით; ვ) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე; ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. მუხლი 38. აღსრულების საფასური (28.10.2011. N5171) 1. აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. (28.10.2011. N5171) 2. საფასურიდან მიღებული შემოსავალი (დამატებული ღირებულების გადასახადის გამოკლებით) სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს. (7.12.2010. N3884) 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გარდა საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (12.12.2014 N 2939 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 4. საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 5. საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. 6. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“– „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა. (28.10.2011. N5171) 61. აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: (17.06.2011. N4827 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან) ა) 100 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა; ბ) 100 ლარიდან 200 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულსამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა; გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულსამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 10%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა; (28.10.2011. N5171) დ) 500 ლარი ან 500 ლარზე მეტი სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულსამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. 7. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად.. (28.10.2011. N5171) 71. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას აღსრულების წინასწარი საფასური ჩაითვლება კრედიტორის მიერ გადახდილად, თუ გამარტივებული წარმოებისას მან აღნიშნული საფასური საგარანტიო თანხის სახით სრულად შეიტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. (8.05.2012. N6145) 8. ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრულ, ასევე სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს/პირის მიერ გათხოვის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილი საფასური კრედიტორს არ უბრუნდება. (7.12.2010. N3884) 9. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ − საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად. (28.10.2011. N5171) 10. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის/გადაცემის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის/ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია თავის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისგან მოითხოვოს სასამართლო წესით. (7.12.2010. N3884) 11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი წესით მიღებული გადაწყვეტილებების (გარდა ამ მუხლის მე15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სასარგებლოდ, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების (მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის) გადახდევინების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების და ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება. (04.10.2013. N1467) 12. საფასურის წინასწარ გადახდისაგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით; ბ) კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით (სასამართლოს შეუძლია კრედიტორი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს საფასურის წინასწარ გადახდისაგან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით). გ) კრედიტორი აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებისას. (12.06.2012 N 6433 ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან) 13. საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას (გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), და ამ ორგანოთა კრედიტორები. საფასურის გადახდა და დაკისრება არ ხდება აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საქმეებზე. (05.03.2014. N2049 ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან) 131. საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან არ თავისუფლდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – შემოსავლების სამსახურისა. (04.10.2013l. N1467) 14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორების, რომელთაც აქვთ ფულადი მოთხოვნები, მოვალეების მიერ ამ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%-ს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. (28.10.2011. N5171) 15. საფასური არ გადაიხდევინება აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აღსრულების დაწყებამდე თანხების შეტანაზე, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თანხების შეტანაზე. (28.10.2011. N5171) 16. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას საფასური გადაიხდევინება სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ამ ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში და შეადგენს ამონაგები თანხის 7%-ს. (28.10.2011. N5171) მუხლი 84. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (7.12.2010. N3884) 1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. 2. სააღსრულებო ფურცელში ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. 3. აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში – განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მფლობელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით აბარებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, რომელიც არის 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის დაუსწრებლად იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას). კრედიტორის გამოუცხადებლობა არის აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი. კრედიტორის გამოუცხადებლობის მიზეზით აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო მოქმედების მხარეებს განმეორებით ატყობინებს მოვალის იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორის განმეორებით გამოუცხადებლობა იწვევს სააღსრულებო წარმოების დასრულებას კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების, ხოლო უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში – აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლით. 5. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის. 6. თუ, გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს ქონების აღწერის აქტს და მის ასლს გადასცემს კრედიტორს. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა ან მოვალისათვის მათი გადაცემა. მოვალეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. 7. აღმასრულებელი უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სააღსრულებო წარმოების მხარეები და დამსწრე პირები. სააღსრულებო წარმოების მხარეების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ოქმში. 8. უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას) უძრავ ქონებაში მყოფი პირების მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების პოლიცია ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება. 9. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას უძრავი ქონების მფლობელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაფრთხილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებაყოფლობით შეასრულოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის მიტოვების და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ვადის გასვლამდე, მფლობელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დამატებით 10 დღემდე გაზარდოს დოკუმენტის წარდგენის ვადა. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტია: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობის და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას. 11. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უძრავი ქონების მფლობელისათვის განსაზღვრულ ვადაში მისი მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს მოვალის მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის და კრედიტორისათვის გადაცემის სააღსრულებო მოქმედებას ამ მუხლით დადგენილი წესით. 12. სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა დადასტურებაც ვერ ხერხდება ამ მუხლით განსაზღვრული მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით, უძრავი ქონების მფლობელს შეუძლია დაადასტუროს სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ასეთ შემთხვევაში მფლობელისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია უძრავი ქონების შემძენი, რომლის განცხადების საფუძველზედაც წარმოებდა აღსრულება.