„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/336/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება
✓ 17 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა. ამ კანონის 92 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინიშნება საგანგებო (ad hoc) პროკურორი“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საგანგებო (ad hoc) პროკურორი - ამ კანონის 83 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც ასრულებს ამავე კანონის 92 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;”. 3. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“-„ა3“ ქვეპუნქტები: „ა1) ხელმძღვანელობს საპროკურორო საბჭოს საქმიანობას; ა2) საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორის კანდიდატურას; ა3) საქართველოს მთავრობას თანხმობის მოსაპოვებლად წარუდგენს მთავარი პროკურორის კანდიდატურას;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია დანიშნოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა;“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 – 83 მუხლები: „მუხლი 81. საპროკურორო საბჭო 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში იქმნება საპროკურორო საბჭო. 2. საპროკურორო საბჭო შედგება შემდეგი 9 წევრისაგან: ა) იუსტიციის მინისტრი - საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საპროკურორო საბჭოს 4 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ამ კანონის 82 მუხლით დადგენილი წესით; გ) საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, რომლებსაც, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი; დ) საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, რომლებსაც საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული თანამდებობის პირები საპროკურორო საბჭოს წევრებად ითვლებიან თავიანთი უფლებამოსილების შეწყვეტამდე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ ამ ვადის გასვლამდე შეუწყდებათ უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაც გახდა საპროკურორო საბჭოს წევრად არჩევის საფუძველი. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან საქართველოს პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან საქართველოს პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პირი, რომელიც იმავდროულად ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 6. საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; ბ) ამ კანონის 92 მუხლით დადგენილი წესით საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; გ) მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადებით მიმართვა; დ) მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; ე) ექვს თვეში ერთხელ მაინც, ან საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ, პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ მოიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და მთავარი პროკურორისთვის წარდგენა; ზ) მთავარი პროკურორისთვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. 7. საპროკურორო საბჭო პროკურატურის მუშაკთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში არ ერევა. 8. საპროკურორო საბჭო იკრიბება ექვს თვეში ერთხელ მაინც, ან საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ იუსტიციის მინისტრის მოწვევით. 9. საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მის სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით, 91 მუხლის მე-2 პუნქტით და 92 მუხლის პირველი, მე-10 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 10. თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება მთავარი პროკურორის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, საპროკურორო საბჭო, გარდა ამ კანონის 92 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, იღებს გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. მთავარი პროკურორის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები. 11. თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება მთავარი პროკურორის მოადგილის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, საპროკურორო საბჭო მთავარ პროკურორს მიმართავს წარდგინებით დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 12. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მთავარი პროკურორი/მთავარი პროკურორის მოადგილე უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგეს ახსნა-განმარტებით და წარადგინოს მისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია. 13. საპროკურორო საბჭო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ით. 14. საპროკურორო საბჭო მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებას. 15. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საპროკურორო საბჭოს სხდომას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ კანონის 92 მუხლით დადგენილი წესით განიხილება თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლების ან მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხი. მუხლი 82. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია 1. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა. 2. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით. 3. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მოიწვევა მთავარი პროკურორის მიერ საჭიროებისამებრ, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. 4. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი. 5. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. 6. ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურები და მთავარი პროკურატურის ის დეპარტამენტები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროკურორო უფლებამოსილებას ახორციელებენ, ამ კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ პირთაგან პროკურორთა კონფერენციას წარუდგენენ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატს. საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურები შეირჩევიან ქ. თბილისის პროკურატურის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურების, საოლქო პროკურატურების და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების, აგრეთვე მათ დაქვემდებარებაში შემავალი განყოფილებების, სამმართველოების და რაიონული პროკურატურების პროკურორებისა და გამომძიებლებისაგან. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები არ შეიძლება იყვნენ ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურებისა ზემოხსენებული დეპარტამენტების ხელმძღვანელები. და აჭარისა და აფხაზეთის მთავარი პროკურატურის 7. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაში მონაწილე თითოეული პროკურორი და გამომძიებელი ხმას აძლევს კონფერენციაზე წარმოდგენილ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთაგან ერთს. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატთა ის რაოდენობა, რაც საჭიროა საპროკურორო საბჭოს წევრობის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. 8. ორი ან მეტი კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება მათგან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. 9. გამარჯვებულ კანდიდატს, რომელმაც უფლებამოსილების განხორციელებამდე უარი თქვა საპროკურორო საბჭოს წევრობაზე, ჩაანაცვლებს საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი რიგითობის მიხედვით. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესი. მუხლი 83. საგანგებო (ad hoc) პროკურორი 1. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ინიშნება ამ კანონის 92 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ასრულებს იმავე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 2. საგანგებო (ad hoc) პროკურორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა შესაბამისი კანონმდებლობით. 3. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წინაშე. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პროკურორს ამ კანონის 9 2 მუხლით ვალდებულია საგანგებო გათვალისწინებული (ad hoc) უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოუყოს სათანადო ოდენობის ფინანსური და მატერიალური რესურსი. 5. საგანგებო (ad hoc) პროკურორად შეირჩევა ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ყოფილი მოსამართლე, ყოფილი პროკურორი ან ყოფილი გამომძიებელი რომელსაც აქვს, შესაბამისად, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. კანდიდატი, მისი ზნეობრივი და პროფესიული თვისებების გამო, უნდა სარგებლობდეს მაღალი ავტორიტეტით. 6. საგანგებო (ad hoc) პროკურორს უფლებამოსილება უწყდება საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით.“. 5. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომლის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი მთავარ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.“; ბ) მე-3 პუნქტს: ბ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) იწვევს და თავმჯდომარეობს პროკურორთა კონფერენციას;“; ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: ტ1) ექვს თვეში ერთხელ მაინც, ან საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ, საპროკურორო საბჭოს წარუდგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ მოიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს;“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 მუხლები: „მუხლი 91. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მინისტრი. 2. საპროკურორო საბჭო განიხილავს და წევრთა 2/3-ით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. თუ კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იუსტიციის მინისტრი ასახელებს სხვა კანდიდატურას. 3. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თანხმობის მოსაპოვებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. თუ საქართველოს მთავრობა არ განაცხადებს თანხმობას, იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას. 4. თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, აღნიშნული კანდიდატურა წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს მთავარ პროკურორს. 5. თუ საქართველოს პარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მეორდება ამ მუხლის პირველი - მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურა, რომელიც საპროკურორო საბჭოს იწყება იმით, რომ დასამტკიცებლად იუსტიციის წარუდგენს მინისტრი მთავარი ასახელებს პროკურორის და სხვა კანდიდატურას. მუხლი 92. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი 1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო საკუთარი ინიციატივით, წევრთა 2/3-ით ნიშნავს საგანგებო (ad hoc) პროკურორს. საპროკურორო საბჭო ასევე უფლებამოსილია საგანგებო პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიმართვის საფუძველზე. თუ საპროკურორო საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, იგი უარს იტყვის საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნაზე. საპრკურორო საბჭოს უარი დასაბუთებული უნდა იყოს. 2. ინფორმაცია მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ უნდა იყოს სარწმუნო და დამაჯერებელი. საპროკურორო საბჭო საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტამდე სხდომაზე იწვევს და ახსნა-განმარტებას ჩამოართმევს ინფორმაციის ავტორს, აგრეთვე ნებისმიერ პირს, რომელსაც სავარაუდო დანაშაულის შესახებ ცნობების დადასტურება ან უარყოფა შეუძლია. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია, აღნიშნულ პირთაგან მოითხოვოს მათი პოზიციის დამადასტურებელი ცნობების წარმოდგენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნამდე, ასევე საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცებამდე, საპროკურორო საბჭო ისმენს მთავარი პროკურორის ახსნა-განმარტებას. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია. 4. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ამზადებს და მისი დანიშვნიდან 2 თვის ვადაში საპროკურორო საბჭოს წარუდგენს დასკვნას იმის თაობაზე, არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა. საგანგებო (ad hoc) პროკურორის შუამდგომლობით და საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით ეს ვადა შეიძლება არაუმეტეს 2 თვით გაგრძელდეს. 5. საგანგებო (ad hoc) პროკურორი უფლებამოსილია მოითხოვოს სამართალწარმოების მასალების ჩადენილ დანაშაულს. სისხლის გაცნობა, თუ საქმე ეხება სამართლწარმოების პროცესში 6. საგანგებო (ad hoc) პროკურორი უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, რომელსაც დანაშაულის შესახებ ცნობების დადასტურება ან უარყოფა შეუძლია, გამოითხოვოს საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო ინფორმაცია და მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, საგანგებო (ad hoc) პროკურორს, მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით გადასცენ საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო ინფორმაცია და მასალები. 8. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. 9. საპროკურორო საბჭო საგანგებო (ad hoc) პროკურორს დანიშვნისთანავე აფრთხილებს უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. 10. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო წევრთა 2/3-ით ამტკიცებს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას, რის შემდეგაც მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მიღების წინადადებით. მიმართვას თან ერთვის დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები. თუ საპროკურორო საბჭო უარს განაცხადებს დასკვნის დამტკიცებაზე, საკითხი საბჭოს დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. იგივე წესი მოქმედებს, თუ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნაში არ არის დადასტურებული დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა. 11. თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, იგი პარლამენტს მიმართავს წარდგინებით, რომელსაც თან დაერთვება საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები, რათა განიხილოს და კენჭი უყაროს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. თუ მთავრობა არ განაცხადებს თანხმობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, საკითხი მთავრობის დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. 12. საქართველოს პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის წარდგინებას მთავარი პროკურორის მიღებულად ჩაითვლება, თანამდებობიდან გადაყენების თუ დაუჭერს მას მხარს შესახებ. პარლამენტის გადაწყვეტილება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ პარლამენტი ხმათა საჭირო რაოდენობით არ მიიღებს გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. 13. მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება საპროკურორო საბჭოს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით და წესით, იმ გამონაკლისით, რომ დისციპლინური სამართალდარღვევის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ ინიშნება. დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესის მიმდინარეობისას საპროკურორო საბჭოს წევრები თავისი შემადგენლობიდან, წევრთა 2/3-ით, ირჩევენ მომხსენებელს.“. 7. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა.“. 8. 38-ე მუხლის: ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით, ამ კანონის 81 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 92 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება/საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.“; ბ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 14. პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით/გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება/გადაწყვეტილება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში. 15. პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში, ხოლო საპროკურორო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ - სასამართლოში, ბრძანების გამოცემიდან/გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში.“. 9. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მთავარი პროკურორისთვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას გასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურორთა პირველი კონფერენციის ორგანიზება და ჩატარება. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ უზრუნველყონ საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა. 3. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევისთანავე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომის მოწვევა და ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად მთავარი პროკურორის ასარჩევად საჭირო პროცედურების დაწყება. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების, კანონის უზენაესობის დაცვის, ასევე ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირების ეფექტიანი დაცვის პროცესში პროკურატურის სისტემა განსაკუთრებულ როლს თამაშობს. პროკურორთა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.1 წინამდებარე კანონპროექტის მიღების მიზეზია პროკურატურის დამოუკიდებლობის არასათანადო საკანონმდებლო და პროცედურული გარანტიები, პროკურატურის მიმართ მაღალი ნდობის არარსებობა, მთავარი პროკურორის დანიშვნა/გათავისუფლების კრიტერიუმებისა და პროცედურის ბუნდოვანება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის 2 თანახმად პროკურორთა შერჩევა, დაწინაურება და გადანიშვნა/გადაყვანა უნდა ხდებოდეს სამართლიან და მიუკერძოებელ პროცედურებსა და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, 3 ხოლო დისციპლინური დევნა კანონის საფუძველზე უნდა განხორციელდეს და დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადასინჯვას უნდა დაექვემდებაროს. 4 საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, საქართველოს პროკურატურის სისტემა გასაუმჯობესებელია სხვადასხვა მიმართულებით: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) მონიტორინგის ანგარიშის თანახმად ყურადღების გამახვილებას საჭიროებს პროკურატურის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, მთავარი პროკურორის დანიშვნა/გათავისუფლების პროცედურები. 5 OECD-ACN -ის მონიტორინგის ანგარიშის მე-7 რეკომენდაციის თანახმად, პროკურატურის მიერ კორუფციული დანაშაულების ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით უნდა გადაისინჯოს მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურა. 6 გარდა ამისა, სასურველია, პროკურატურისთვის UN Economic and Social Council, Commission on Crime Prevention and Criminal Justice, Strengthening the Rule of Law Through Improved Integrity and Capacity of Prosecution Services (2011), Report of the Secretary General, Introduction. 1 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (Rec(2000)19) სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში პროკურორის როლის შესახებ (2000). 3 იქვე, პუნქტი 5 (ა და ბ). 4 იქვე, პუნქტი 5 (ე). 5 OECD-ACN, საქართველოს მესამე რაუნდის შეფასების ანგარიში (2013), გვ.42. 6 იქვე, გვ. 43. 2 არსებობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსგავსი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც პროკურატურისთვის მნიშვნელოვან საკითხებს გადაწყვეტს. 7 ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის თანახმად, პრობლემურად რჩება იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრემიერ-მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხი. 8 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს (OSCE/ODIHR) მიერ მომზადებული სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშის 9 თანახმად მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ. 10 ეუთოს მოსაზრებით, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შესაძლებლობას. 11 ამ ვადის ყოფნის ვადას არარსებობა კი ან ფიქსირებული პირდაპირ ვადით კავშირშია დანიშვნის პროკურატურის მიუკერძოებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალურობასთან.12 პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი ასევე არ არეგულირებს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებსა და პროცედურებს. 13 გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოს პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე უვადოდ ან ხანგრძლივი ვადით დანიშვნის უზრუნველსაყოფად. თანამდებობაზე ყოფნის ვადა არ უნდა იყოს მიბმული საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების ვადებთან. მთავარი პროკურორის ვადის ამოწურვამდე თანამდებობიდან გათავისუფლების კრიტერიუმები და პროცესი უნდა გაიწეროს კანონში. დებულებები უნდა უზრუნველყოფდნენ საკმარის პრევენციულ ზომებს მიკერძოებულობისა და პოლიტიკური გავლენის თავიდან ასაცილებლად. 14 ევროპის საბჭოს პროექტის „კარგი მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის" (EaP/CoE Facility Project on “Good Governance and Fight against Corruption”) ექსპერტთა ერთ-ერთი რეკომენდაცია დაკავშირებულია პროკურატურის ინსტიტუციურ რეფორმასთან - პროკურატურის საქმიანობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით მიზანშეწონილია პროკურატურის სისტემაზე ერთობლივი კონტროლის განხორციელება (შესაძლოა ეს განხორციელდეს პროკურატურის საბჭოს შექმნის გზით). 15 იქვე. ევროკომისია, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის ანგარიში, 2014 წლის 29 ოქტომბერი, გვ. 5-6. 9 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო, სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიში (2014). 10 იქვე, პარაგრაფი 42. 11 იქვე, პარაგრაფი 53. 12 იქვე. 13 იქვე, პარაგრაფი 47. 14 იქვე, პარაგრაფი. 53. 15 აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, პროექტი „კარგი მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა", „პროკურატურის სისტემაში რისკების შეფასება - საქართველო“ (2014). 7 8 სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმწიფოთა პრაქტიკის შედარებით-სამართლებრივი კვლევა პროკურატურის ადგილის შესახებ სახელმწიფო სისტემაში. კვლევა საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და სახელმწიფოთა პრაქტიკას მიმოიხილავს. კვლევა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დაეგზავნა და შესაბამისი განხილვებიც გაიმართა საბჭოს გაფართოებულ სხდომებზე, 16 რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამასთანავე, შედარებით-სამართლებრივი კვლევისა და წინამდებარე დოკუმენტში ზემოთ განხილული საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა პროკურატურის სისტემის რეფორმის მოდელის კონცეფცია, რომელიც სამინისტრომ 2015 წლის 8 აპრილს, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-15 გაფართოებულ სხდომაზე წარმოადგინა. სხდომაზე საბჭოს წევრებს და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს იუსტიციის სამინისტრომ წარმოდგენილ მოდელთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და შენიშვნების მოწოდება თხოვა. აღნიშნული კონცეფცია და მიღებული შენიშვნები, ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმწიფოთა პრაქტიკის შედარებით-სამართლებრივი კვლევა დაედო საფუძვლად წინამდებარე კანონპროექტს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: 2013 წელს მნიშვნელოვანი საქართველოს ცვლილებები პროკურატურის განხორციელდა. 17 თუმცა, სისტემასთან დაკავშირებით მიუხედავად აღნიშნულისა, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდის, ანგარიშვალდებულების მკაფიოდ განსაზღვრის და ზოგადად პროკურატურის სისტემის რეფორმის მიზნით 2014 წლის 27 დეკემბერს გამართულ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე პროკურატურის სისტემის შემდგომი ინსტიტუციური რეფორმის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით სულ ჩატარდა საბჭოს 3 სხდომა - 2014 წლის 27 დეკემბერს, 2015 წლის 8 აპრილს და 2015 წლის 28 აპრილს. 17 2013 წლის 30 მაისს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იუსტიციის მინისტრი აღარ არის სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი პირი (არ არის პროკურორი) და იგი არ ერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან ან/და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებში. იუსტიციის მინისტრს აღარ აქვს უფლება გააუქმოს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, იგი არ ერევა პროკურატურის საკადრო პოლიტიკაში და პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნას ახორციელებს უშუალოდ მთავარი პროკურორი. იუსტიციის მინისტრის კომპეტენციას არ წარმოადგენს პროკურატურის მუშაკებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მათთვის წოდებების მინიჭების საკითხების გადაწყვეტა. 16 კანონპროექტის მიღების მიზანია პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა საპროკურორო საბჭოსა და პროკურორთა კონფერენციის შექმნის გზით; მისი მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცულობის უზრუნველყოფა; პროკურატურის ანგარიშვალდებულების მკაფიოდ განსაზღვრა; მთავარი პროკურორის დანიშვნა/გათავისუფლების კრიტერიუმების საკანონმდებლო რეგულაცია, პროცედურების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა თვითმმართველი ორგანოსა და და აღნიშნულ როგორც პროცესში აღმასრულებელი, ასევე პროკურატურის საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა; მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარდაუდის არსებობისას საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის წესის დადგენა. ყოველივე აღნიშნული საბოლოო ჯამში პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საქართველოს პროკურატურის რეფორმის განხორციელება სწრაფად (წელსვე) და ეფექტიანად, საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე, შემოთავაზებულია კანონპროექტი, რომელიც პროკურატურის, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების შესახებ გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებს არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით იქმნება საპროკურორო საბჭო, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შევლენ სამოქალაქო სექტორის მიერ განსაზღვრული პირები. საბჭოს ძირითადი ფუნქციები იქნება საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობისა და პარლამენტისთვის წინადადებით/წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორის პროკურატურის წინააღმდეგ ორგანოთა დისციპლინური სამართალწარმოების საქმიანობის მთავარი შესახებ განხორციელება; პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. საპროკურორო საბჭოს გარდა იქმნება საპროკურორო კონფერენციაც, რომელიც საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას წარმოადგენს. კონფერენციის უფლებამოსილება იქნება საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრების არჩევა. კანონპროექტის თანახმად, მთავარი პროკურორი თანამდებობაზე დაინიშნება 6 წლის ვადით და აიკრძალება აღნიშნულ პოზიციაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით შემოდის საგანგებო (ad hoc) პროკურორის ინსტიტუტიც. საგანგებო (ad hoc) პროკურორის ფუნქცია იქნება შესაბამისი დასკვნის მომზადება და საპროკურორო საბჭოსათვის მისი წარდგენა. კანონპროექტი განსაზღვრავს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს და პროცედურას, რომელშიც ჩართულია როგორც საპროკურორო საბჭო, ასევე მთავრობა და პარლამენტი. კანონპროექტით იცვლება და მოქმედ რედაქციას ემატება შემდეგი საკითხები: - საპროკურორო საბჭო საპროკურორო მნიშვნელოვანი საბჭოს გარანტიაა. არსებობა სწორედ პროკურატურის პროკურატურის დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ითვალისწინებს კანონპროექტი საპროკურორო საბჭოს შექმნის ვალდებულებას, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნა/გათავისუფლებაში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო სტანდარტები მსგავსი მექანიზმის არსებობის მნიშვნელობაზე მიუთითებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის 18 თანახმად პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხი და გარანტიები კანონმდებლობით უნდა იქნეს გათვალისწინებული, რათა არაფორმალური გადაწყვეტილებების მიღება და პროკურატურის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. 19 ვენეციის კომისიის ანგარიშის თანახმად მთავარი/გენერალური პროკურორის დანიშვნისათვის უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირები. 20 გარდა ამისა, მთავარი/გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსმენილი უნდა იქნეს ექსპერტთა ორგანოს აზრი და უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის ჩართულობაც. 21 კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშის მიხედვით, გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად და პოლიტიკური ზეგავლენის შემცირების მიზნით, უმჯობესი იქნება გენერალური პროკურორის დანიშვნა სახელმწიფო საპროკურორო საბჭომ განახორციელოს. 22 საპროკურორო განვითარებული სახელმწიფოების ფუნქციონირებს შემდეგ საბჭოების პრაქტიკაში. სახელმწიფოებში: არსებობა მაგალითად, გერმანია, 23 დამკვიდრებულია მსგავსი ხორვატია, 24 საბჭოები სლოვაკეთი, 25 პოლონეთი, 26 ბოსნია და ჰერცეგოვინა, 27 მაკედონია, 28 ესპანეთი, 29 ნიდერლანდები30 და სხვ. 31 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (Rec(2000)19) სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში პროკურორის როლის შესახებ (2000). 19 სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში პროკურორის როლის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (Rec(2000)19) განმარტებითი ბარათი (2000), გვ. 25. 20 ვენეციის კომისია, ანგარიში ევროპული სტანდარტების შესახებ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, ნაწილი II - პროკურატურის სისტემა (2010), პარაგრაფი 34. 21 იქვე, პარაგრაფი 40. 22 GRECO, შეფასების მეოთხე რაუნდი - ხორვატია (2014), პარაგრაფი 140. 23 გერმანიის ზაქსენის ფედერალური მიწის კანონი სასამართლოს შესახებ (2004), მუხლი 54. 24 GRECO, შეფასების მეოთხე რაუნდი - ხორვატია (2014), პარაგრაფი 137. 25 GRECO, შეფასების მეოთხე რაუნდი - სლოვაკეთი (2013), პარაგრაფი113-115. 26 გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის შესრულების შესახებ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (მუხლი 11 - მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემები), გვ 2, იხ. აგრეთვე GRECO, შეფასების მეოთხე რაუნდი - პოლონეთი (2012), პარაგრაფი 174. 27 ბოსნია და ჰერცეგოვინის კანონი იუსტიციის და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს შესახებ (2002), მუხლი 5. 18 - საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საპროკურორო საბჭო შედგება 9 წევრისაგან: იუსტიციის მინისტრი (საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე); პარლამენტის 2 წევრი, რომლებსაც, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი; საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული 4 პროკურორი წევრი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან პარლამენტის მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი. ამასთანავე, საპროკურორო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ის წარმომადგენელი, რომელიც იმავდროულად ეწევა საადვოკატო საქმიანობას. საბჭოს ამგვარი შემადგენლობა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია - ვენეციის კომისიის ანგარიშის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შექმნის და საქმიანობის ერთგვაროვანი სტანდარტი არ არსებობს, თუმცა, როგორც წესი, მის შემადგენლობაში პროკურორები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრები აირჩევიან პარლამენტის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უნდა ხდებოდეს. 32 საქართველოს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა შესაბამისობაში მოდის აგრეთვე სახელმწიფოების პრაქტიკასთანაც. მაგალითად, ხორვატიის საპროკურორო საბჭო შედგება 11 წევრისგან, რომელთაგან 7 არის პროკურორი (პროკურატურის კოლეგიური ორგანოს თანხმობით წარადგენს გენერალური პროკურორი), 2 სამართლის პროფესორი (ირჩევენ სამართლის სკოლები) და 2 პარლამენტის წევრი (ირჩევს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა); 33 მაკედონიის პროკურორთა საბჭო შედგება 9 წევრისგან. მის შემადგენლობაში შედიან მთავარი პროკურორი, 6 პროკურორი და იუსტიციის მინისტრის წარდგინებით მთავრობის მიერ დანიშნული 2 წევრი; 34 პოლონეთის პროკურატურის საბჭო შედგება 25 წევრისგან და მის შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის წარმომადგენელი, პარლამენტის ოთხი წევრი, ორი სენატორი და 16 პროკურორი.35 მაკედონიის პროკურატურის შესახებ კანონი (2004), მუხლი 42. პროკურატურის შესახებ დებულება (1981), მუხლი 8. 30 GRECO, შეფასების მეოთხე რაუნდი - ნიდერლანდები (2013), პარაგრაფები 130, 133, 135. 31 გერმანიის ზაქსენის ფედერალური მიწის კანონი სასამართლოს შესახებ (2004), მუხლი 54; GRECO, შეფასების მეოთხე რაუნდი - ხორვატია (2014), პარაგრაფი 137; ევროპის საბჭო (CoE), ევროპის პროკურორთა საკონსულტაციო საბჭო (CCPE), სლოვაკეთის პასუხი, გვ. 2; პოლონეთის პროკურატურის ოფიციალური ვებგვერდი; ბოსნია და ჰერცეგოვინის კონსტიტუცია (1995), მუხლი 4; მაკედონიის პროკურატურის შესახებ კანონი (2004), მუხლი 41; ესპანეთის პროკურატურის აქტი, მუხლი 12(2); სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO), კორუფციის პრევენცია წევრი ქვეყნების პარლამენტში, სასამართლოსა და პროკურატურაში, შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში - ნიდერლანდები (2013), პარაგრაფი 130, 133, 135. 32 იქვე, პარაგრაფი 66. 33 ხორვატიის კანონი პროკურატურის შესახებ (2001), მუხლი 100. 34 მაკედონიის პროკურატურის შესახებ კანონი (2004),მუხლი 36. 35 პოლონეთის პროკურატურის ოფიციალური ვებ-გვერდი. 28 29 - პროკურორთა კონფერენცია კანონპროექტის თანახმად ასევე იქმნება საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მოიწვევა მთავარი პროკურორის მიერ საჭიროებისამებრ, წინამდებარე კანონპროექტით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. კანონპროექტი დეტალურად არეგულირებს საპროკურორო კონფერენციის მიერ საბჭოს წევრთა არჩევის წესსა და პროცედურას. ასეთი ორგანოს არსებობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროურატურის დამოუკიდებლობის ხარისხს, რამდენადაც პროკურორებს თავად ექნებათ შესაძლებლობა, ერთად, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მსგავსი ტიპის თვითმმართველი/წარმომადგენლობითი ორგანოები არსებობს სხვადასხვა ქვეყნის პროკურატურის სისტემებში: პოლონეთი 36, გერმანია 37 და სხვ. - საგანგებო (ad hoc) პროკურორი საგანგებო (ad hoc) პროკურორი კანონპროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი სიახლეა და მისი ძირითადი ფუნქცია შესაბამისი დასკვნის მომზადება და საპროკურორო საბჭოსათვის მისი წარდგენა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროკურორის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული იმ ორგანომ ან პირმა გამოიძიოს, რომელიც არ ექვემდებარება მთავარ პროკურორს და თავისუფალია მისი ზეგავლენისგან. შესაბამისად, მთავარ პროკურორთან მიმართებაში აუცილებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა. ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებულია ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად შვეიცარია. 38 კანონპროექტით ხაზგასმულია, რომ საგანგებო (ad hoc) პროკურორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წინაშე და ის თანამდებობაზე ინიშნება და უფლებამოსილება უწყდება საპროკურორო საბჭოს მიერ. საგანგებო (ad hoc) პროკურორი უფლებამოსილი იქნება ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, რომელსაც დანაშაულის შესახებ ცნობების დადასტურება ან უარყოფა შეუძლია, გამოითხოვოს საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო ინფორმაცია და მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან, საგანგებო (ad hoc) პროკურორს, მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით გადასცენ საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო ინფორმაცია და მასალები. გარდა ამისა, საგანგებო (ad hoc) პროკურორი სამართალწარმოების მასალების უფლებამოსილია მოითხოვოს სისხლის გაცნობა, თუ საქმე ეხება სამართლწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულს. გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის შესრულების შესახებ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (მუხლი 11 - მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემები), გვ 2. 37 გერმანიის ზაქსენის ფედერალური მიწის კანონი სასამართლოს შესახებ (2004), მუხლი 54. 38 ფედერალური კანონი ფედერაციის სისხლის სამართლის ორგანოების ორგანიზაციის შესახებ (2010), მუხლი 67. 36 ამასთანავე, კანონპროექტით განსაზღვრულია საგანგებო პროკურორად შერჩევის კრიტერიუმები - საგანგებო პროკურორად შეირჩევა ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ყოფილი მოსამართლე, ყოფილი პროკურორი ან ყოფილი გამომძიებელი, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად, ან გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. კანდიდატი, მისი ზნეობრივი და პროფესიული თვისებების გამო, უნდა სარგებლობდეს მაღალი ავტორიტეტით. - მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა კანონპროექტი მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადად 6 წელს განსაზღვრავს და აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ დანიშვნას კრძალავს. აღნიშნული ცვლილების მიზანია მთავარი პროკურორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი დაცულობა. GRECO გენერალური პროკურორის მანდატის განახლების შესაძლებლობას რიგ ქვეყნებში უარყოფითად აფასებს, რაც ორგანიზაციის აზრით პოლიტიკური ზეგავლენის საფრთხეს ქმნის. GRECO-ს რეკომენდაციის თანახმად ვადის განახლება უნდა იყოს საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებული. 39 აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა განსხვავდება ევროპის ქვეყნების მასშტაბით და 3დან 7 წლამდე მერყეობს; გვხვდება ქვეყნებიც, სადაც მთავარი პროკურორი თანამდებობაზე უვადოდ ინიშნება. კანონპროექტით შემოთავაზებული ვერსიის მსგავსი მიდგომაა მაგალითად პოლონეთსა და ესპანეთში: პოლონეთში მთავარი პროკურორი 6 წლის, 40 ესპანეთში კი - 4 წლის ვადით ინიშნება. უფლებამოსილების 6 წლიანი ვადა ოპტიმალური ვარიანტია მთავარი პროკურორის თანამდებობისთვის და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს - GRECO-ს მოსაზრებით, გენერალური პროკურორის საქმიანობის ვადა არ უნდა ემთხვეოდეს მთავრობის ან პარლამენტის უფლებამოსილების ვადას. 41 - მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაში ჩართულია როგორც საპროკურორო საბჭო, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი. საბჭო განიხილავს კანდიდატურას და წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ამტკიცებს მას, ხოლო თუ კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო ოდენობა, იუსტიციის მინისტრი ასახელებს სხვა კანდიდატურას. ამის შემდეგ, საბჭოს მიერ დამტკიცებული კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს. ხოლო თუ მთავრობა არ განაცხადებს თანმხობას იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ იქვე. GRECO, შეფასების მეოთხე რაუნდი - პოლონეთი (2012), პარაგრაფი 183. 41 GRECO, შეფასების მეოთხე რაუნდი - ესპანეთი (2013), პარაგრაფი 127. 39 40 კანდიდატურაზე, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას. რაც შეეხება პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატურის არჩევას, თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას (სიითი შემადგენლობის უმრავლესობა), იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატის მიმართ სრული პროცედურა ხელახლა მეორდება. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძვლებს - კანონპროექტის თანახმად, ამგვარი საფუძველია საკმარისი საფუძვლის არსებობა ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში საპროკურორო საბჭო ნიშნავს საგანგებო (ad hoc) პროკურორს, რომელიც ამზადებს და საპროკურორო საბჭოს წარუდგენს დასკვნას. საგანგებო პროკურორი შეიძლება საპროკურორო საბჭომ დანიშნოს: ა) პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიმართვის საფუძველზე, ან ბ) საკუთარი ინიციატივით, რა დროსაც საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით. საგანგებო (ad hoc) პროკურორი დასკვნას ამზადებს და საპროკურორო საბჭოს წარუდგენს მისი დანიშვნიდან 2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება საგანგებო პროკურორის შუამდგომლობით და საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვის ვადით. საპროკურორო საბჭო წევრთა 2/3-ით ამტკიცებს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას, რის შემდეგაც მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მიღების წინადადებით. მიმართვას თან უნდა ერთვოდეს დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები. თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, იგი პარლამენტს მიმართავს წარდგინებით, რომელსაც თან დაერთვება საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები, რათა განიხილოს და კენჭი უყაროს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. საქართველოს პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის წარდგინებას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის გადაწყვეტილება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ამასთანავე, ზემოთ განხილულ შემთხვევებში, თუ: ა) საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნაში არ არის დადასტურებული დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, ბ) საპროკურორო საბჭო უარს განაცხადებს დასკვნის დამტკიცებაზე, გ) მთავრობა არ განაცხადებს თანხმობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, ან გ) თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკითხი საპროკურორო საბჭოს/მთავრობის/პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, მთავარი პროკურორი შეიძლება ვადამდე გათავისუფლებულ იქნეს თანამდებობიდან იმ შემთხვევაშიც, თუ მან ჩაიდინა დისციპლინური სამართალდარღვევა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება საპროკურორო საბჭოს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის 92 მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით და წესით, იმ გამონაკლისით, რომ დისციპლინური სამართალდარღვევის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ ინიშნება. თუმცა, იმ იზნით, რომ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე მთავარი საკროკურორო პროკურორის საბჭოს მხრიდან თანამდებობიდან შეუფერხებლად გათავისუფლების წარიმართოს, ამ პროცესი პროცესის მიმდინარეობისას საბჭოს წევრები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ მომხსენებელს. საპროკურორო საბჭოსთან ერთად ხელისუფლების როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო შტოს ჩართულობა დანიშვნა/გათავისუფლების პროცესში მთავარი არსებითია, პროკურორის თანამდებობაზე რადგან მნიშვნელოვანი ისეთი სახელმწიფო თანამდებობის პირის, როგორიც არის მთავარი პროკურორი, დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ რომელიმე პირზე ან ორგანოზე დამოკიდებული, პროცედურა გაწერილი უნდა იყოს და გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს. სხვადასხვა უწყების მხრიდან მსგავსი ტიპის ჩართულობა მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხში უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და დანიშნული პირის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის არსებობას. როგორც ზემოთაც აღინიშნა, მსგავსი მიდგომა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს - ვენეციის კომისიის ანგარიშის თანახმად მთავარი/გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსმენილი უნდა იქნეს ექსპერტთა ორგანოს აზრი და უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის ჩართულობაც.42 მაგალითად დიდ ბრიტანეთში, კერძოდ შოტლანდიაში, სადაც პროკურატურას მთავრობის მთავარი სამართლებრივი მრჩეველი ხელმძღვანელობს, აღნიშნული პირის თანამდებობაზე დანიშნვაში მონარქთან ერთად პარლამენტი და მთავრობაც მონაწილეობს 43. - დისციპლინური წარმოება საპროკურორო საბჭოს (გარდა კანონპროექტის 92 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ექნება მთავარი პროკურორის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების უფლებამოსილებაც. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, თუ პროკურატურის სისტემაში არსებობს პროკურატურის საბჭო, ეს საბჭო უნდა განიხილავდეს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმეებსაც.44 სხვადასხვა სახელმწიფო პრაქტიკის მიხედვით, მთავარი ვენეციის კომისია, ანგარიში ევროპული სტანდარტების შესახებ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, ნაწილი II - პროკურატურის სისტემა (2010), პარაგრაფი 40. 43 შოტლანდიის აქტი (1998), მუხლი 48, იხ. ასევე, GRECO, შეფასების მეოთხე რაუნდი - დიდი ბრიტანეთი, პარაგრაფი 144. 44 ვენეციის კომისიის დასკვნა, პარაგრაფი 52. 42 პროკურორის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმეები შესაძლებელია განიხილოს დისციპლინურმა კომისიამ/სასამართლომ, 45 ან საპროკურორო საბჭომ. 46 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფას. ხარჯების ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 45 46 მაგ: სლოვაკეთი, ლიტვა, პოლონეთი, შვეიცარია. მაგ: ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა/ გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავება და, ზოგადად, პროკურატურის რეფორმა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განხორციელდა. სულ ჩატარდა საბჭოს 3 სხდომა - 2014 წლის 27 დეკემბერს, 2015 წლის 8 აპრილს და 2015 წლის 28 აპრილს. სხდომებს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი წარმომადგენლები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები როგორც ზეპირი, ისე - წერილობითი ფორმით წარმოადგინეს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1. საქართველოს პროკურატურა 1. საქართველოს პროკურატურა (შემდგომში – პროკურატურა) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას განსაზღვრულ ფარგლებში. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით 2. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა. 3. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ − იუსტიციის მინისტრი) საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომ − მთავარი პროკურორი) წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში შეუძლია დროებით შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა და კანონით დადგენილი წესით განსაზღვროს მისი საქმიანობის მიმართულებები და ფუნქციონირების ვადა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროკურორი – მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება; ბ) პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი; გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი, მოსამსახურე, პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე; გამომძიებელი, პროკურატურის დამხმარე დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე მთავარი პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; ე) პროკურატურის მრჩეველი – პირი, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილების ან მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქცია არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, და რომელიც არ განეკუთვნება პროკურატურის დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის კატეგორიას; ვ) პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე; ზ) პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით მიიღება პროკურატურის სისტემაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მუხლი 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია 1. ამ კანონის მიზნებისათვის იუსტიციის მინისტრი: ა) მთავარი პროკურორის წარდგინებით ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას; ბ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს; გ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს; დ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს; ე) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს; ვ) მთავარი პროკურორის წარდგინებით, გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ზ) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ; თ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებსა და არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფარგლებში პროკურატურის ორგანოსგან გამოითხოვს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალებს; ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. იუსტიციის მინისტრი არ ერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან ან/და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში. 3. იუსტიციის მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. 4. იუსტიციის მინისტრის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 9. მთავარი პროკურატურა 1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 3. მთავარი პროკურორი: ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას. იგი პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს; გ) განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს; დ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას; ე) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე; ვ) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ; ზ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში; თ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს; ი) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს; კ) წყვეტს პროკურატურის მუშაკთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს; ლ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს; მ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოთა შექმნისა და გაუქმების, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის და სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციის დადგენის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს; ნ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს; ო) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს; პ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ჟ) კანონით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს; რ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და წარუდგენს მათ იუსტიციის მინისტრს; ს) ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიმუშავებს შესაბამის ზომებს; ტ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებას და პრაქტიკაში დანერგვას; უ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებს; ფ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს; ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 5. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 6. მთავარ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები და ქვედანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების (ქვედანაყოფების) უფროსების მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორკრიმინალისტები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები. მუხლი 31. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დასანიშნ პირებს 1. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს 6 თვიდან 1 წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, დადებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები. 2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ ჩაუბარებიათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის ვადაში. 3. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 4. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისაგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში. 5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა. 6. ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს, აღნიშნული ვადა ქ. თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის, საოლქო პროკურორებისა და მათი მოადგილეების მიმართ შეამციროს 18 თვემდე, რაიონული პროკურორებისა და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების მიმართ − 12 თვემდე. 7. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 8. პროკურატურის მრჩევლებს, პროკურატურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 9. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში. 10. პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას. 11. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა. მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა 1. პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით. 2. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად. 3. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა. 4. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დაკავებული თანამდებობიდან დადგენილი წესით გადააყენებს მთავარი პროკურორი. 5. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; დ) თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) პროკურატურიდან დათხოვნა. 6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს მთავარი პროკურორი ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი. 8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა ან საყვედური. 9. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია იმ დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომლის დადებაც მხოლოდ მთავარი პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებას შესაბამისი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე. 10. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. 11. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. 12. დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით. ბრძანება უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში. 13. პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი. 14. პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით, რომელიც უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში. 15. პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში 30 დღის ვადაში. 16. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას. მუხლი 45. ბეჭედი, პირადობის მოწმობა, ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები 1. მთავარ პროკურატურას და პროკურატურის სხვა ორგანოებს აქვთ მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და პროკურატურის დასახელებით. 2. მთავარ პროკურორს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. პროკურატურის სხვა მუშაკებს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას აძლევს მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე.