„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/336/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ და „შ2“ ქვეპუნქტები: „შ1) საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანხმობას ან უარს აცხადებს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე; თანხმობის შემთხვევაში მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს; შ2) საპროკურორო საბჭოს წარდგინებით თანხმობას ან უარს აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე; თანხმობის შემთხვევაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის გადასაწყვეტად;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების შინაარსმა, რომლითაც იცვლება საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესების პრინციპი. ამ მიზნით მომზადებული კანონპროექტის შესაბამისად, მოქმედი წესისაგან განსხვავებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საპროკურორო საბჭო განიხილავს და ამტკიცებს წარდგენილ კანდიდატურას. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თანხმობის მოსაპოვებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. რაც შეეხება მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათვისუფლებას, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას საპროკურორო საბჭო წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მისაღებად. თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, იგი პარლამენტს მიმართავს წარდგინებით, რათა ამ უკანასკნელმა განიხილოს და კენჭი უყაროს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს ემატება „შ1“ და „შ2“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებად განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობის გამოცხადება ან უარი თანხმობაზე, ასევე თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის კანდიდატურის ასარჩევად წარდგენა. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება იქნება ასევე საპროკურორო საბჭოს წარდგინებით საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის გამოცხადება ან უარი თანხმობაზე, ხოლო, თანხმობის შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე - საქართველოს პარლამენტისათვის წარდგინებით მიმართვა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის გადასაწყვეტად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. გათვალისწინებულ დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 5 მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში: ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების საქმიანობას, გარდა საქართველოს პროკურატურის საქმიანობისა; ბ) ამტკიცებს სამინისტროების აპარატების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების დებულებებს; გ) უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები, გარდა საქართველოს საპროკურორო პროკურატურის უფლებამოსილების უფლებამოსილი თანამდებობის განხორციელებასთან პირების მიერ დაკავშირებით გამოცემული მიმართოს წარდგინებით სამართლებრივი აქტებისა; დ) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას; ე) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიისა და საბჭოს დებულებებს; ვ) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას; ზ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას; თ) საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; ი) უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას; კ) მართავს სახელმწიფო ქონებას; ლ) არეგულირებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობებს, შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; მ) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიის, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ; ნ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას; ო) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას; პ) შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას; ჟ) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელებას; რ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას; ს) უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ტ) ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას; უ) ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას; ფ) ითანხმებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოების, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების საკითხებს და უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას; ქ) მიმართავს საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ; ღ) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ; ყ) ითანხმებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების მიღებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხებს; შ) ითანხმებს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გადაყენებას; ჩ) იღებს ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ც) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს; ძ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებას; წ) ამტკიცებს საჯარისო წესდებებს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინისა და საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს; ჭ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს; ხ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებსა და საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს; ჯ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას; ჰ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ჰ1) იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველსაყოფად, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, უზრუნველყოფს დამნაშავეობასთან ბრძოლას; ჰ2) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ჰ3) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.