„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვია)

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/336/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს ცვლილება და კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3731-3713 მუხლები: „მუხლი 3731. საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. „მუხლი 3732. საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან ახსნა-განმარტების მიცემისაგან თავის არიდება საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან ახსნა-განმარტების მიცემისაგან თავის არიდება, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. „მუხლი 3733. საგანგებო (ad hoc) პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გახმაურება საგანგებო (ad hoc) პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გახმაურება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების შინაარსმა, რომლის თანახმად, საგანგებო (ad hoc) პროკურორი უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას, ნებისმიერ პირს, რომელსაც დანაშაულის შესახებ ცნობების დადასტურება ან უარყოფა შეუძლია. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. გარდა აღნიშნულისა, საპროკურორო საბჭო საგანგებო (ad hoc) პროკურორს დანიშვნისთანავე აფრთხილებს უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ცალკეული ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, რაც უზრუნველყოფს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკეული ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3731-3713 მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას: - საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის; - საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის ან ახსნა-განმარტების მიცემისაგან თავის არიდებისათვის; - საგანგებო (ad hoc) პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გახმაურებისათვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფას. ხარჯების ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილება კანონპროექტით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპოექტი ალტერნატიული სასჯელის სახით თვალისწინებს ჯარიმის დაკისრებას საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის, საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის ან ახსნაგანმარტების მიცემისაგან თავის არიდებისათვის, აგრეთვე საგანგებო (ad hoc) პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გახმაურებისათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ალტერნატიული გადასახდელს - ჯარიმას. სასჯელის სახით ითვალისწინებს ფინანსურ გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.