„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-22
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ.343) მე-100 მუხლის მე-4 ნაწილს
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტში
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე,
გადახდილი ხარჯების ანაზღაურება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრისათვის გადახდილი ხარჯებისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანოპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი
განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა უფლებამოსილების
განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხს, რომლებიც
არ არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმისთვის,
რომ არ განხორციელდეს ხარჯის ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით
დაბეგვრა, წარმოდგენილ უნდა იქნეს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი
დოკუმენტები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პირის მიერ მიღებული
ნებისმიერი სახის შემოსავალი, იბეგრება საგადასახადო კანონმდებლობით
დადგენილი წესით, როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, გარდა
საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გამონაკლისებისა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრებს არ აქვთ შესაძლებლობა დაადასტურონ შესაბამისი ხარჯი (მაგ.:
ავტობუსით მგზავრობა, სამარშუტო ტაქსით მგზავრობა და სხვა), მუნიციპალიტეტის
საკრებულო ვალდებულია, მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება დაბეგროს
საშემოსავლო გადასახადით, როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.
შესაბამისად, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ
გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდეს სრულად, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თანამდებობის პირი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, გადახდილი
ხარჯების ანაზღაურება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრისათვის გადახდილი ხარჯებისა, არ აისახება ერთობლივ შემოსავალში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა
ხარჯების ანაზღაურებისათვის ეფექტური მექანიზმის შექმნა, რომლებიც არ
მიეკუთვნებიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ
ექვემდებარება მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის
3
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტში
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე,
გადახდილი ხარჯების ანაზღაურება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრისათვის გადახდილი ხარჯებისა.
კანონის
პროექტი
ითვალისწინებს
თბილისის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრებისათვის, მათთვის ანაზღაურებული ხარჯების, ერთობლივ
შემოსავალში ჩათვლის საკითხს, ვინაიდან, თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს
ორგანული კანონის პროექტით (156-ე მუხლისათვის დამატებული მე-5 პუნქტი) არ
არის გათვალისწინებული მათ მიერ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად,
მაქსიმალური ზღვარი (15%).
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი დადებითად აისახება იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
4
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ორგანიზაციებში
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
რეგიონული
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5
„საქართველოს საგადასახადო კოდექსი“-ს იმ მუხლის სრული რედაქცია, რომლშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 100. ერთობლივი შემოსავალი
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული
წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში
არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და
საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც
დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით
მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
4. ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება:
ა) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის იმ
საწარმოს კაპიტალიდან აქტივების გამოტანა, რომლის წილის/აქციების 50
პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის
საკუთრებაშია;
ბ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის
საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო
ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი
ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ,
რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის
განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების
ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ
დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი, ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით;
ე) ამ
კოდექსის
115-ე
მუხლის
მე-4
ნაწილის
„ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში
ძირითადი
საშუალების
მეიჯარისთვის დაბრუნება;
ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების
საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, აგრეთვე საგადასახადო
დავალიანების ჩამოწერით მიღებული სარგებელი;
6
ზ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა
(მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული,
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ
საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
თ) საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული უძრავი
ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთის) საბაზრო ღირებულება, თუ ქონების მიმღები
ორგანიზაცია
ქველმოქმედებას
ახორციელებს
ბავშვობიდან
შეზღუდული
შესაძლებლობის ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის
განმავლობაში.