„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2015
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/354/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-22
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.“. 2. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გაწევრდეს ამ პირში.“. 3. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტებს ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ეფექტიანი განხორციელებისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით, უფლება აქვთ, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დააფუძნონ ამ კანონით გათვალისწინებული ერთობლივი კერძო სამართლის იურიდიული პირები ან გახდნენ მუნიციპალიტეტის/ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული მეწარმე იურიდიული პირების პარტნიორები/დამფუძნებლები, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წევრები. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით შექმნან ერთობლივი სამსახურები.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 „3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების გამგებელი/მერი და ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საკრებულო.“. 4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა „ე.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“. 6. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.თ) ამტკიცებს გამგეობის/მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე, გამგეობის/მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“; ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ, საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით - რიგგარეშე ანგარიშს;“; გ) „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ვ) მომდევნო წლის თებერვლამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის, შესყიდვების გეგმის შესაბამისად, წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; მუნიციპალიტეტი ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; დ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“. 7. 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3 8. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ამტკიცებს თბილისის მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე, თბილისის მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) თბილისის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, წარუდგენს ანგარიშს თბილისის მთავრობისა და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ, თბილისის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით - რიგგარეშე ანგარიშს;“. 9. 75-ე მუხლის: ა) „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ე) ამტკიცებს წლის შესყიდვების გეგმას; მომდევნო წლის თებერვლამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის, შესყიდვების გეგმის შესაბამისად, წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს;“; ბ) „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამების განხორციელების წესს;“; გ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“. 10. 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უნაწილებს ფუნქციებს რაიონის გამგეობის მოსამსახურეებს; აძლევს დავალებებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებს და გაწეული მუშაობის შესახებ ისმენს მათ ანგარიშს;“. 11. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 85. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები 1. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ორგანოები, 4 მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის. 2. ნებისმიერ პირს უფლება აქვს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით დადგენილ ფარგლებში და წესით შეუზღუდავად ისარგებლოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებით. 3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია: ა) დასახლების საერთო კრება; ბ) პეტიცია; გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; ე) გამგებლის/მერის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა. 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ამ კანონით განსაზღვრული ფორმების გარდა, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“. 12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 851- 855 მუხლები: „მუხლი 851. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელონ ღონისძიებები მათი საქმიანობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისათვის. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საჯაროობასთან, მათ შორის, კოლეგიური ორგანოების სხდომების საჯაროობასთან, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან, დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონით, საქართველოს 5 კანონმდებლობითა და მათ საფუძველზე გამოცემული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულინი არიან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით, გამოაქვეყნონ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი პროექტები და სხვა საჯარო ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის ორგანოები, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, აგრეთვე, ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, მთავრობის სხდომების ოქმები, მათი გამართვიდან 10 დღის ვადაში; ბ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, მათი გამართვიდან 10 დღის ვადაში; გ) დასახლების საერთო კრების ოქმები, გამგეობის/მერიის მიერ დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა; დ) ამ კანონის შესაბამისად, ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის, ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ; ე) საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენიდან 10 დღის ვადაში; ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი; ზ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; თ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ი) გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშები, მათი წარდგენიდან 10 დღის ვადაში; კ) პეტიცია, რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში; ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი ინიციატივა, რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი საკითხები ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად, ან/და ქვეყნდება პროაქტიულად. მუხლი 852. დასახლების საერთო კრება 1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ქმედით ჩართულობას დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესში. 6 2. კონკრეტული დასახლების საერთო კრების სახელწოდება შედგება: დასახლების კატეგორიის დასახელებისაგან „სოფელი“/„დაბა/„ქალაქი“, დასახლების სახელწოდებისაგან და ზოგადი სახელწოდებისგან „საერთო კრება“. 3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე, დასახლებაში უძრავი ქონების მესაკუთრეს და დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან ფიზიკურ პირებს. 4. ეს კანონი განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა არ აღემატება 2000-ს. 5. დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 500–ს, შეიძლება დაწესდეს დასახლების ცალკეულ ნაწილებში საერთო კრების ეტაპობრივად მოწვევის პროცედურა. საერთო კრების დასახლების ნაწილებში მოწვევის და საქმიანობის წესს მუნიციპალიტეტის საკრებულო განსაზღვრავს ამ კანონის 855 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 6. დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 2000–ს, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების მოწვევის და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და, ამ კანონის გათვალისწინებით, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება, სახელწოდება და საქმიანობის წესი. 7. საერთო კრების საქმიანობის წარმართვისა და ხელშეწყობის მიზნით საერთო კრება უფლებამოსილია საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრების არანაკლებ 10 პროცენტს. 8. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებებს და უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილებების მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებში წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს. 9. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება არ აირჩევს საერთო კრების ახალ რჩეულს. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5–ჯერ. 10. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა. 11. დასახლებაში, სადაც საერთო კრების მიერ არჩეულია საერთო კრების რჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ ორჯერ. მუხლი 853. საერთო კრების უფლებამოსილება 1. საერთო კრება უფლებამოსილია: 7 ა) იმსჯელოს დასახლებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; ბ) განიხილოს დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები და წინადადებები; გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე/განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად შეიმუშავოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები; დ) ორგანიზება გაუკეთოს დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავების, საქველმოქმედო საქმიანობის, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთება–მოწესრიგების და სხვა სფეროებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს; ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის შესახებ; ვ) გამგებლის/მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხი და შეიმუშავოს შესაბამისი წინადადებები; ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების წარდგინებით იმსჯელოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების, მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის საკითხზე და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები; თ) განიხილოს გამგებლის/მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხები; ი) უფლებამოსილების ფარგლებში მისცეს დავალებები საერთო კრების რჩეულს; კ) განახორციელოს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადებები, შენიშვნები და დავალებები საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით. 3. მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს საერთო კრების 5 მუხლის მე-5 გადაწყვეტილებები რეაგირებისთვის წარედგინებათ ამ კანონის 85 პუქტით განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილებები და განხილვის შედეგების შესახებ ამ კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს. 4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან საერთო კრებას განსახილველად წარუდგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხები. 8 მუხლი 854. დასახლების საერთო კრების მოწვევა 1. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ: ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩევლთა არანაკლებ 10 პროცენტს; ბ) გამგებელს/მერს საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით; გ) საერთო კრების რჩეულს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ სამი ამომრჩევლის შემადგენლობით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი გამგებელს/მერს მიმართავს განცხადებით საერთო კრების მოწვევის ინიციატივის რეგისტრაციის შესახებ. განცხადებაში უნდა მიეთითოს: საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში). განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის მოწმობის ასლები და საერთო კრების დღის წესრიგი. საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტულად. 3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას რეგისტრაციაში ატარებს გამგეობა/მერია. საინიციატივო ჯგუფზე რეგისტრაციის ცნობას გასცემს გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ამ კანონის 851 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნდება საჯაროდ. 5. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვაგადაწყვეტა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას. 6. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს განცხადების რეგისტრაციაზე გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი შესაბამისი მოხელის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს გამგებელთან/მერთან, ხოლო გამგებლის/მერის უარი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივრდება სასამართლოში. 7. საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მხარდამჭერი სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან. მხარდამჭერ სიაში ფიქსირდება დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. მხარდამჭერი სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი. 9 8. რეგისტრაციის ცნობის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა საინიციატივო ჯგუფი გამგებელს/მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის დღე, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 10 პროცენტის ხელმოწერა. 9. საერთო კრების მოწვევის დღედ შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის მე–8 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენიდან არაუადრეს მე-15 დღე. 10. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის დღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას გასცემს გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები. რეგისტრაციაზე გამგებლის/მერის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 11. საერთო კრების მოწვევის დღის, დროის, ადგილისა და საერთო კრების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია ამ კანონის 851 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნდება საჯაროდ, ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში. 12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ინიციატივას გამგეობაში/მერიაში რეგისტრაცია არ ესაჭიროება. აღნიშნულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის დღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-8 - მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით, გარდა საერთო კრების მოწვევის მხარდამჭერი სიის წარდგენის პროცედურისა. 13. გამგებლის/მერის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხორციელდება ამ მუხლის მე-4, მე–9 და მე–11 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. გამგებელს/მერს უფლება არ აქვს საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის არჩევის საკითხი. 14. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე–11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია, საინიციატივო ჯგუფი და საერთო კრების რჩეული, მისი არსებობის შემთხვევაში. მუხლი 855. დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი 1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20 პროცენტი. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი ან/და გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელე ან/და საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას ფიქსირდება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. 10 2. საერთო კრების ამ კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მუშაობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია, ხოლო მისი არყოფნისას საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების ამ კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მუშაობას წარმართავს გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელე. დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული. 3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. ამ კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ახორციელებს საინიციატივო ჯგუფის რომელიმე წევრი, ხოლო ამ კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევაში – გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელე. დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული საერთო კრების მდივნის ფუნქციას ახორციელებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 4. საერთო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ხმათა უმრავლესობით, როგორც წესი, კენჭისყრა იმართება ხელის აწევით. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართვისას ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი. საერთო კრების ოქმში მითითებულ უნდა იქნეს საერთო კრების ჩატარების დღე, ადგილი, ოქმის ნომერი, საერთო კრებაზე განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები, საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. საერთო კრების ოქმს ხელსაწერს ამ მუხლის მე–2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები. საერთო კრების ოქმის ასლი გამგეობაში/მერიაში გადაგზავნას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი, საერთო კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილებით ამტკიცებს საერთო კრების ტიპურ დებულებას. საერთო კრების ტიპური დებულება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს: საერთო კრების მოწვევის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საერთო კრების დასახლების ნაწილებში ჩატარების, საერთო კრებაზე საკითხების ინიციირების, განხილვის და კენჭისყრის ჩატარების პროცედურას, საერთო კრების მდივნისა და საერთო კრების რჩეულის უფლებებსა და მოვალეობებს, საერთო კრების რჩეულის არჩევის პროცედურას ამ კანონისა და საქართველოს 11 კანონმდებლობის შესაბამისად საერთო კრების დებულებით, აგრეთვე შეიძლება განისაზღვროს საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც.“. 13. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 86. პეტიცია 1. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს; ბ) დასახლების საერთო კრებას. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას. 3. საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად საერთო კრების სახელით პეტიციის წარდგენას უზრუნველყოფს საერთო კრების რჩეული ან/და საერთო კრების მიერ უფლებამოსილი პირი. 4. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისა ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 5. პეტიცია უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების, არაუმეტესი სამი პირისა, სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლს; გ) პეტიციის წარდგენის თარიღს; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების მხარდამჭერ სიას; ე) ამ მუხლის მე-4 პუქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის პროექტს ან მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს; ვ) ამ მუხლის მე-4 პუქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას. 12 6. შესაბამის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების მხარდამჭერი სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: შესაბამის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას. 7. პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი და უზრუნველყოფს ამ კანონის 851 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მის გამოქვეყნებას. 8. პეტიციის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები ან/და პეტიციაში შეტანილი საკითხის გადაწყვეტა არ შედის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში. 9. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს შეუძლიათ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივრონ სასამართლოში. 10. ამ მუხლის მე-4 პუქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით 11. ამ მუხლის მე-4 პუქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად განსახილველად ეგზავნება გამგებელს/მერს. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შესასწავლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას. 12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი, პეტიციის ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში, განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის შემუშავების მიზანშეწონილად მიჩნევის შესახებ; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესწავლისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენის თაობაზე; გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე. 13 13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს. 14. ამ მუხლის მე–12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 15. ამ მუხლის მე–12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციაზე დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში. 16. ამ მუხლის მე–12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 15 დღს ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის ინფორმაციას იღებს ცნობის სახით ან არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა შესაბამის გადაწყვეტილებას. 17. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 1 თვით. 18. გამგებელი/მერი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია განიხილოს და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვით. 19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, ამ კანონის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პეტიციის სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები. 20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია გამგებელს/მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის პირადად წარდგენა. 21. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-22 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 14 22. თუ პეტიცია ინიციირებულია საერთო კრების მიერ, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ან/და საერთო კრების რჩეულს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. 23. პეტიციის რეგისტრაციასთან, ხელმოწერების შემოწმებასთან და განხილვასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები ამ მუხლის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით. 24. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის ნორმების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვროს ელექტრონული ფორმით პეტიციის წარდგენის წესი.“. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარის 861 მუხლი: „მუხლი 861. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის გამგებლის/მერის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას, ამ კანონის შესაბამისად, ამტკიცებს გამგებელი/მერი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. 2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 1/3-ზე ნაკლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა. 3. გამგებელი/მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი/მერი. 4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.“. 15. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 87. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და მთავრობის სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 15 2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება წინასწარი შეტყობინების ან/და ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის ღია სხდომებს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე დასწრების მსურველი პირებისათვის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები. იმ შემთხვევაში, თუ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილ ადგილების რაოდენობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს მოუსმინონ სხდომის მსვლელობას. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება და წარადგინოს ინფორმაცია.“. 16. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 88. გამგებლის/მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. გამგებელი/მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე, უპასუხონ ანგარიშის განხილვისას მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას. 3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული გამგებლის/მერის და საკრებულოს წევრის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება.“. 17. 105-ე მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის ან ავტონომიური რესპუბლიკისათვის შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული 16 პირისათვის ამ კანონით დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა;“; და შემთხვევებში ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით, გარდა ამ კანონის 1061, 79-ე და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1061 მუხლი: „მუხლი 1061. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირები 1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დააფუძნოს სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორია/დამფუძნებელია/წევრია მუნიციპალიტეტი. 2. ერთობლივი საქმიანობის მიზნით, მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ერთობლივად დააფუძნონ ან გახდნენ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები/დამფუძნებლები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრები. 3. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკივიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 4. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია: მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილების, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ; დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება (დებულება); აგრეთვე, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 5. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს 17 ახორციელებს მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია: მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ფინანსური სახსრების, მოძრავი ნივთების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემის, ხოლო უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ; დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება (დებულება); აგრეთვე, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 6. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისება, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ქონების გასხვისებისა და ამ კანონის 104–ე მუხლის მე–2 და მე3 პუნქტებით და 118-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების საფუძველზე შეძენილი/მიღებული ქონებისა, ხდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. 7. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. პირდაპირი განკარგვის წესით ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. 8. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების, აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 9. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესს, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 10. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონება, აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს: შესაბამის მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და საწარმოს, რომლის აქციათა ან წილის 50 18 პროცენტზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონება, აუქციონის გარეშე, შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს/მუნიციპალიტეტებს. ამ პუნქტის შესაბამისად ქონების გადაცემას ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 11. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითად საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი/მერი. 12. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნაზე/გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 13. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაარეგულიროს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც საჭიროებენ ნორმატიული აქტით მოწესრიგებას. 14. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გაითვალისწინოს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი. 15. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების მართვასთან, დაფინანსებასთან, კონტროლთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის პარტნიორების/დამფუძნებლების/წევრების მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, რომელიც არ განისაზღვრება ამ კანონით რეგულირდება შესაბამისად პარტნიორების/დამფუძნებლების/წევრების შეთანხმებით (წესდებით). 16. თბილისის მუნიციპალიტეტში ამ მუხლით განსაზღვრული აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებები, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება განახორციელოს, აგრეთვე, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით.“. 19. 122-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას 19 იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და საწარმოს, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.“. 20. 124–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 124. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, აგრეთვე, ყველა მოთხოვნა და უფლება, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, რაიმე მოსთხოვოს სხვა პირებს.“. 21. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 127. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით.“. 22. 135-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს ამ კანონის 134–ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვნილი მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მიზანშეწონილობა და მუნიციპალიტეტს მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 20 „6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მისი შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.“; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული/გამოცემული მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ მუხლის შესაბამისად კანონიერებისა და მიზანშეწონილობის ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კანონით ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. 23. 136-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო არ ან არაჯეროვნად ახორციელებს ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას, შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული მოვალეობის შესრულება, მისცეს მას სავალდებულო მითითებები და მდგომარეობის გამოსასწორებლად განუსაზღვროს გონივრული ვადა, არანაკლებ 15 სამუშაო დღისა. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს თანხმობით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მდგომარეობის გამოსასწორებლად ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო დაადგენს, რომ მუნიციპალიტეტი კვლავ არაჯეროვნად ახორციელებს ან არ ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ან მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინადადებით. შესაბამის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლებისას შესაბამისი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დროებითი წესი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების ვადა, შესაბამისი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე 21 პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო/თანამდებობის პირი, აგრეთვე, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა დაეკისრება შესაბამის მუნიციპალიტეტს, ხარჯები ანაზღაურდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამოქვითვით. ამ პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება დაუშვებელია, თუ დარღვეული იყო ამ კანონის მე– 17 მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნები.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი გაასაჩივროს სასამართლოში.“. 24. 138-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში უნდა შეიცავდეს სტატისტიკურ ინფორმაციას შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოსთვის კონსულტაციისათვის გაგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების და გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების შესახებ, ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული, გასაჩივრებული და გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულ ჩამონათვალს, აგრეთვე, ინფორმაციას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესსა და ფორმას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 25. 155-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის პროცენტული მაჩვენებელი იმავე საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადასახდელების საერთო მოცულობაში არ უნდა იყოს დასაგეგმი წლის წინა 3 წლის ანალოგიურ წლიურ საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები. ამ პუნქტით განსაზღვრული საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი არაფინანსური აქტივების ზრდისა და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადასახდელების საერთო მოცულობის გაანგარიშებისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში მიზნობრივი, სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერით მიღებული/მისაღები თანხები.“. 26. 156-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 22 „მუხლი 156. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურების დროებითი წესი“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის თხუთმეტ პროცენტს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე.“. 27. 164-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა დახმარებას და მათთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე, აგრეთვე, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფო მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობაზე არჩევის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. გამგებლობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, ან საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და არის შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი.“; 23 გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.“; დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-9 პუნქტი: „9. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოზე არ ვრცელდება ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.“. მუხლი 2. 1. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყონ თავიანთი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტების საკრებულოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცება, იმ დასახლებების საერთო კრებებისთვის, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა არ აღემატება 2000–ს. 3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ამ კანონის 1061 მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული ცვლილება არ არის კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის საფუძველი. ცვლილება ხორციელდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 25-ე პუნქტისა და მე-12 პუნქტით გათვალისწინებული 851 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის 25-ე პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული 851 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
24 განმარტებითი ბარათი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომ – კოდექსი) გარდამავალი დებულებების 165–ე მუხლის პირველი პუნქტი „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის უზრუნველსაყოფად. კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხები არასაკმარისად არის რეგულირებული, აგრეთვე ცალკეული ნორმები მოითხოვენ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზირისით გამართვას და დაზუსტებას. კერძოდ: o კოდექსის მოქმედი რედაქცია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებს სულ ოთხ მუხლს უთმობს, აქედან ორი მუხლი დეკლარაციული ხასიათისაა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად ზოგად დებულებებს განამტკიცებს; o კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მხოლოდ ორ ფორმას განსაზღვრავს: პეტიციას და მუნიციპალიტეტი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საჯარო ანგარიშების მოსმენას; o განსაკუთრებით სუსტია საქართველოს მცირე დასახლებების – სოფლების/დაბების მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობები; o პეტიციის წესით შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ საკრებულოს დადგენილების პროექტი, რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებს და ჩვეულებრივი ამომრჩევლებისათვის რთულად გამოსაყენებელი მექანიზმია. ამასთან, დაზუსტებას მოითხოვს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის ინიციირებასთან დაკავშირებული კოდექსის ნორმები; 25 o კოდექსი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობის დამატებით გარანტიებს არ გვთავაზობს, მაგალითად, კოდექსის 85– ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებლად სავალდებულო ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად ისედაც ექვემდებარება გამოქვეყნებას; o მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის საჯაროობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმები საჭიროებენ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით სურლყოფას და დაზუსტებას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა: განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმები, განსაკუთრებით სოფლის/დაბის ამომრჩეველთა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის; დაზუსტდეს პეტიციასთან დაკავშირებული ნორმები, გაიზარდოს პეტიციის წესით წარსადგენ საკითხთა მოცულობა და გამარტივდეს პეტიციის წარდგენის ფორმა; სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზირისით გადამუშავდეს კოდექსის შესაბამისი ნორმები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად დაზუსტდეს არსებული პროცედურები და გაიზარდოს სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. კანონპროექტის სხვა ცვლილებები განპირობებულია შემდეგ გარემოებებით: დაზუსტებას საჭიროებს მუნიციპალიტეტის განმარტება; მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესყიდვების გეგმა და მასში ცვლილებები საჭიროებს საკრებულოს თანხმობას. აღნიშნული პროცედურა დროში გაწელილია, რაც აფერხებს გამგეობის/მერიის ეფექტურად ფუნქციონირებას. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით შესყიდვების გეგმა (გეგმის ცვლილება) იტვირთება ელექტრონულად. კოდექსით შესყიდვა, რომლის ღირებულება აღემატება საკრებულოს ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს საჭიროებს საკრებულოს თანხმობას; ტექნიკურად დაზუსტებას საჭიროებს მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი უნდა იყოს როგორც დააფუძნოს, აგრეთვე გაწევრიანდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში. შესაბამისად კავშირი „და“ იცვლება კავშირი „ან/და“-თი, აგრეთვე, დაზუსტებას საჭიროებს ერთობლივი კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. მუნიციპალიტეტეში მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების პროცედურა ზედმეტად რთული და დროში გაწეილია და საჭიროებს გამარტივებას; თბილისის რაიონის გამგეობაში არ ფუნქციონირებს კოლეგიური ორგანო, შესაბამისად რაიონის გამგებლის უფლებამოსილებები საჭიროებს დაზუსტებას; დაზუსტებას საჭიროებს კოდექსის 105-ე მუხლი - ტერმინთა განმარტება; 26 სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნასთან და ფუნქციონირებასთან, აგრეთვე ხელმძღვანელ პირთა დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები; 124–ე მუხლისა და 127-ე მუხლის მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ნორმები შინაარსობრივად გადადიან მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების მარეგულირებელ მუხლში; აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცედურა საჭიროებს გამარტივებას; კოდექსის მოქმედი რედაქცია არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი ქონების მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სარგებლობაში გადაცემის საკითხს; ტექნიკურად დაზუსტებას საჭიროებს სახელმწიფო ზედამხედველობის მარეგულირებელი ნორმები და დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებები; დაზუსტებას საჭიროებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილების მოცულობა შეაჩეროს და ძალადაკარგულად გამოაცხადოს მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტები; თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული ორგანოების ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილება სამინისტროს ნაცვლად მიზანშეწონილია მიიღოს საქართველოს მთავრობამ. დაზუსტებას საჭიროებს თვითმმართველობის ჩანაცვლების ვადის განსაზღვრისა და თვითმმართველობის ჩანაცვლების დროს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლები; დაზუსტებას საჭიროებს მუნიციპალიტეტში არაფინანსური აქტივების საერთო მოცულობის განსაზღვრის თაობაზე კოდექსის ნორმები; საკრებულოს წევრებისთვის ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების უზრუნველსყოფად, მოითხოვს გარკვეულ ფარგლებში მოქცევას. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოების მარეგულირებელი ნორმები საჭიროებენ გადახედვას, კერძოდ, აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრთა შემცირების გამო შეუძლებელი ხდება სხდომების გამართვა და გადაწყვეტილებების მიღება, აგრეთვე დაზუსტებას საჭიროებს ამ მუნიციპალიტეტების დელეგირებული უფლებამოსილებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია: დაზუსტდეს მუნიციპალიტეტის განმარტება; 27 პროცედურულად გამარტივდეს შესყიდვების გეგმის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება; კოდექსის ცალკეული ნორმების დაზუსტება და სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გამართვა; მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნასთან და ფუნქციონირებასთან, აგრეთვე ხელმძღვანელ პირთა დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირება; მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი ქონების მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სარგებლობაში გადაცემის საკითხის რეგულირება; მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღების პროცედურის გამარტივება; დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილების - შეაჩეროს და ძალადაკარგულად გამოაცხადოს მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტები - მოცულობის განსაზღვრა; თვითმმართველობის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება; მუნიციპალიტეტში არაფინანსური აქტივების საერთო მოცულობის განსაზღვრის თაობაზე კოდექსის ნორმების დაზუსტება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება; ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოების ფუნქციონირებისათვის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამარტივება და უფლებამოსილებების დაზუსტება; განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმები; დაზუსტდეს პეტიციასთან დაკავშირებული ნორმები, გაიზარდოს პეტიციის წესით წარსადგენ საკითხთა მოცულობა და გამარტივდეს პეტიციის წარდგენის ფორმა; სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზირისით გადამუშავდეს კოდექსის შესაბამისი ნორმები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად დაზუსტდეს არსებული ნორმები და გაიზარდოს სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებით ფორმებს, კერძოდ: დასახლების საერთო კრებისა (შემდგომ – საერთო კრება) და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სახით. კანონპროექტით დასახლების საერთო კრება არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ქმედით ჩართულობას 28 დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესში. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე დასახლებაში უძრავი ქონების მესაკუთრეს და დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან ფიზიკურ პირებს. საერთო კრება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, სხვადასხვა სახელწოდებით ცნობილია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანებში, მაგალითად: საერთო კრება – ბულგარეთში, ხორვატიაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საბერძნეთში, ისლანდიაში, პორტუგალიაში; სოფლის კრება – უნგრეთში; სამოქალაქო საბჭო – სლოვენიაში; ადგილობრივ საბჭო - სლოვაკეთის რესპუბლიკაში და ა.შ. კანონპროექტით საერთო კრების ჩატარების ინიციატივით სარგებლობს საინიციატივო ჯგუფი, გამგებელი/მერი და საერთო კრების რჩეული. პროექტი არეგულირებს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებაში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 2000-ს, ხოლო უფრო დიდი მოსახლეობის მქონე დასახლებებისთვის საერთო კრების შემოღების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს მუნიციპალიტეტი. აღნიშნული რეგულირება განპირობებულია თავად საერთო კრების სამართლებრივი ბუნებით, რომელიც მთელი დასახლების მოსახლეობის შეკრებას და ცალკეული საკითხების განხილვაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც დიდი დასახლების შემთხვევაში რთულად განსახორციელებელია. აღნიშნული პრობლემის დასაძლევად კოდექსი დიდ დასახლებებში ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის შესაძლებლობას განსაზღვროს საერთო კრების ეტაპობრივად გამართვის წესი ან დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება. საქართველოში არსებული დაახლოებით 3600 სოფლიდან/დაბიდან დაახლოებით 3300–ში ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება, შესაბამისად, საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს თითქმის საქართველოს ყველა სოფელში და დაბაში. კანონპროექტით საერთო კრება უფლებამოსილია: o იმსჯელოს დასახლებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; o განიხილოს დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები და წინადადებები; o განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე/განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად შეიმუშავოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები; o ორგანიზება გაუკეთოს დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, კერძოდ, დასახლების 29 ტერიტორიის დასუფთავების, საქველმოქმედო საქმიანობის, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთება–მოწესრიგების და სხვა სფეროებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს; o მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის შესახებ; o გამგებლის/მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხი და შეიმუშავოს შესაბამისი წინადადებები; o განიხილოს გამგებლის/მერის მიერ ინიციირებული საკითხები; o განახორციელოს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუნიციპალიტეტის ორგანოებთან საერთო კრების ურთიერთობის ხელშეწყობისა და საერთო კრების სახელით ცალკეული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საერთო კრების მიერ შეიძლება არჩეულ იქნეს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეულის არჩევის დეტალური წესი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული საერთო კრების ტიპური დებულებით. კანონპროექტით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მეორე ახალ ფორმას. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირებისა და არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. გამგებელი/მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრიცით დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. საბჭო ქმნის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი საზოგადოების ჩართვისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გამგებლის/მერის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უკეთესად გათვალისწინებას. პროექტით არსებითად გადამუშავდა და დეტალურად განისაზღვრა პეტიციის წარდგენის პროცედურა. კანონპროექტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს საშუალებას აძლევს საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ძირითადი პრინციპების ან მისი შინაარსის შესახებ კონკრეტული წინადადებები, რომლის მომზადებაც სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას არ მოითხოვს. აღნიშნული ფორმა მნიშვნელოვნად ამარტივებს პეტიციის წარდგენის შესაძლებლობას. აგრეთვე პროექტით პეტიციის სახით მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეიძლება წარედგინოს მუნიციპალიტეტისა და/ან 30 დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვის და გადაწყვეტის მოთხოვნა. დეტალურად განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხები. კერძოდ: პროექტით ნებისმიერ პირს უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების ან/და ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის ღია სხდომებს; იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილ ადგილების რაოდენობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს მოუსმინონ სხდომის მსვლელობას; მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება და წარადგინოს ინფორმაცია; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში - გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში. რედაქციული ცვლილება განხორციელდა კოდექსის 88–ე მუხლში. კერძოდ, მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა პირველი პუნქტის სახით, ხოლო პირველი მეორედ, რაც მის შინაარს უფრო ლოგიკურ თანმიმდევრობას ანიჭებს. აგრეთვე, დაზუსტდა მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვადა და განისაზღვრა ანგარიშის წერილობით ფორმით საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტით სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზირისით გადამუშავდა და დაზუსტდა კოდექსის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდნენ მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის სფეროში. გაიზარდა სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. ცალკე მუხლად გამოიყო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიების შემცველი დებულებები, ხაზი გაესვა ყველა პირის შესაძლებლობას კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და მუნიციპალიტეტის უფლებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის პროგრამები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის დისკრეციას 31 განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის სხვა ფორმებიც. კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის განმარტება დაზუსტდა. მუნიციპალიტეტის აუცილებელ ნიშნებს დაემატა რეგისტრირებული მოსახლეობის არსებობა. კოდექსის მოქმედი რედაქციით მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესყიდვების გეგმა და მასში ცვლილებები საჭიროებს საკრებულოს თანხმობას. აღნიშნული პროცედურა დროში გაწელილია, რაც აფერხებს გამგეობის/მერიის ეფექტურად ფუნქციონირებას. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით შესყიდვების გეგმა (გეგმის ცვლილება) იტვირთება ელექტრონულად. კოდექსით შესყიდვა, რომლის ღირებულება აღემატება საკრებულოს ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს საჭიროებს საკრებულოს თანხმობას. კოდექსს აგრეთვე დაემატა ნორმა რომლის თანახმადაც გამგებელი/მერი ყოველი მომდევნო წლის თებერვლამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს. კანონპროეტქტით ტექნიკურად დაზუსტდა მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია როგორც დააფუძნოს, აგრეთვე გაწევრიანდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებში. შესაბამისად კავშირი „და“ იცვლება კავშირი „ან/და“-თი, აგრეთვე დაზუსტდა მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივი კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის პროცედურა. იცვლება მუნიციპალიტეტში მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების პროცედურა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო საკრებულოს აპარატის მოხელეების – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. თბილისის რაიონის გამგეობაში არ ფუნქციონირებს კოლეგიური ორგანო, შესაბამისად რაიონის გამგებლის უფლებამოსილებებიდან ამოღებულ იქნება გამგეობის სხდომების თავმჯდომარეობა. დაზუსტდა 105-ე მუხლი - ტერმინთა განმარტება, კერძოდ, „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც კოდექსში არ გამოიყენება ამოღებულ იქნა. მოწესრიგდა მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნასთან და ფუნქციონირებასთან, აგრეთვე ხელმძღვანელ პირთა დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, დაზუსტდა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით (მაგ.: ქონებისა და ფინანსური სახსრების გადაცემის უფლებამოსილება). 124–ე მუხლისა და 127-ე მუხლის მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ნორმები შინაარსობრივად გადადიან მუნიციპალიტეტის კერძო სამართის იურიდიული პირების მარეგულრებელ მუხლში. 32 დაზუსტდა მუნიციპალიტეტის უფლება საკუთარი ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. პროცედურულად გამარტივდა აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი, კერძოდ, გამგებელი/მერი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს საკრებულოს თანხმობის გარეშე, საკრებულოს თანხმობა საჭიროა მხოლოდ პირდაპირი წესით ქონების განკარგვასთან დაკავშირებით; დაზუსტდა დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება შეაჩეროს და ძალადაკარგულად გამოაცხადოს მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტები. მუნიციპალიტეტების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე და მიზანშეწონილობაზე ზედამხედველობისა და მათი შეჩერების უფლებამოსილება დარგობრივ ზედამხედველობის ორგანოს ექნება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. კოდექსის მოქმედი რედაქციით თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო. პროექტით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული ორგანოების ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილება სამინისტროს ნაცვლად იღებს საქართველოს მთავრობა. თვითმმართველობის ჩანაცვლების ვადის, დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს და თვითმმართველობის ჩანაცვლების დროს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა. დაზუსტდა მუნიციპალიტეტში არაფინანსური აქტივების საერთო მოცულობის განსაზღვრის თაობაზე კოდექსის ნორმები. კერძოდ, 155-ე მუხლის პირველი პუნქტით „საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის პროცენტული მაჩვენებელი იმავე საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადასახდელების საერთო მოცულობაში არ უნდა იყოს დასაგეგმი წლის წინა 3 წლის ანალოგიურ წლიურ საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები.“ აღნიშნული ნორმა მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის მიმდინარე ხარჯების ზრდის თავიდან აცილებას, თუმცა ნორმის შესრულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიღებისას რთულია, ვინაიდან წინასწარ მუნიციპალიტეტისთვის არ არის ცნობილი წლის განმავლობაში მიზნობრივი, სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერით მიღებული/მისაღები თანხები. პროექტით ზუსტდება, რომ აღნიშნული ტრანსფერებიდან მიღებული თანხები არაფინანსური აქტივების ზრდის მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული. პროექტით წესდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასაცემი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი, კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სამსახურებრივი მივლინებისთვის გათვალისწინებული ხარჯებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი 33 სარგოს მაქსიმალური ოდენობის თხუთმეტ პროცენტს. აღნიშნული არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრთა შემცირების გამო პროექტით მცირდება საკრებულოს სხდომების გასამართად აუცილებელი კვორუმი და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საკრებულოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა. ზუსტდება ამ მუნიციპალიტეტების დელეგირებული უფლებამოსილებები. ობიექტური გარემოებების გამო ზემოთ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრთა შემცირების ტენდენციიდან გამომდინარე საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ნორმა არ გავრცელდება ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისთვის, რომლებიც არ არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობა იზღუდება, კერძოდ, ასანაზღაურებელი ხარჯები ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის თხუთმეტ პროცენტს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. 34 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში ორგანიზაციებში გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
35 „საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება 1. ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. 2. თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, ჰყავს არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები) და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუხლი 20. მუნიციპალიტეტის უფლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებასა და ამ პირში გაწევრებაზე 1. მუნიციპალიტეტს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და გაწევრდეს ამ პირში. 36 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, ორგანიზება გაუწიოს ერთობლივ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სფეროში, მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში, ითანამშრომლოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან), აგრეთვე დაამყაროს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შესაბამის უცხოურ კავშირებთან (ასოციაციებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მუხლი 21. მუნიციპალიტეტების უფლება ერთობლივი საქმიანობის განხორციელების ორგანიზებაზე 1. მუნიციპალიტეტებს ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ეფექტიანი განხორციელებისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე დააფუძნონ ერთობლივი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან შექმნან სამსახურები, რომლებსაც გადასცემენ მათი უფლებამოსილებით გათვალისწინებულ ცალკეულ ერთგვაროვან ფუნქციებს შესაბამისი მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფით. აღნიშნული იურიდიული პირების მართვის, დაფინანსებისა და კონტროლის წესები და პირობები განისაზღვრება მუნიციპალიტეტებს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. 2. ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, სხვა მუნიციპალიტეტთან დადოს ხელშეკრულება საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მუხლი 24. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განსაზღვრის სფეროში: ა.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა; ა.ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობების წარდგენა; ა.გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა; 37 ა.დ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დადგენა; ა.ე) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობანაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება; ბ) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება; ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა; ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და გაუქმება, დროებითი სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ბ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; ბ.ზ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა; გ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში: გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად გამგეობის/მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება; გ.გ) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადება; დ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: დ.ა) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება; დ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება; 38 დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს; დ.დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა; დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით; ე) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: ე.ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ე.ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცება; ე.გ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენა; ე.დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება; ე.ე) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ე.ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები. 3. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების 39 განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით − მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც მუნციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას. მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას; გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას; დ) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობას; ზ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს; ი) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს; კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს; ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს; მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას; 40 ნ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ო) იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; ჟ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე. მუხლი 54. გამგებლის/მერის უფლებამოსილება 1. გამგებელი/მერი: ა) გამგეობის/მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის/მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს; ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ა.ვ) გამგეობის/მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ა.თ) ამტკიცებს გამგეობის/მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, 41 აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების აღსრულებას; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი 42 განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ; დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს; დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი; დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე; დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში: ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას; ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; 43 ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, გამგეობის/მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. გამგებელი/მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის/მერის წარმომადგენელი. გამგებლის/მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით. 3. გამგებლის/მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. მუხლი 68. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება 1. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება: ა) თბილისის მთავრობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში თბილისის მთავრობისთვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემა; გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება; დ) თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; 44 ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის მთავრობის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს; ვ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ზ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცება; თ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება; ი) ამ კანონით დადგენილი წესით თბილისის მთავრობის წევრის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემა; კ) ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება; ლ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საკრებულო ან თბილისის საკრებულოს დავალებით − თბილისის მერი/თბილისის მთავრობა. 3. თბილისის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას. მუხლი 73. თბილისის მერი (ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) 1. თბილისის უმაღლესი აღასრულებელი ორგანო − თბილისის მერი − არის თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი. თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. თბილისის მერის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. 2. თბილისის მერი: 45 ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის საქმიანობას; ბ) უძღვება თბილისის მთავრობის საქმიანობას, უნაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს; გ) თავმჯდომარეობს თბილისის მთავრობის სხდომებს; დ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ბიუჯეტის, ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ვ) ხელს აწერს თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს; ზ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების თბილისის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას; თ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; ი) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და თბილისის მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (30.07.2014 N 2589) ლ) წარმოადგენს თბილისს და თბილისის მთავრობას, მოქმედებს მათი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, თბილისის რაიონის გამგეობისა და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპურ დებულებებს, აგრეთვე თბილისის მერიისა და თბილისის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხებს; (30.07.2014 N 2589) ნ) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს; თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს; თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის სხვა მოსამსახურეებს, გარდა ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; (30.07.2014 N 2589) ო) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს; (30.07.2014 N 2589) 46 პ) უნაწილებს ფუნქციებს თბილისის მერიის მოსამსახურეებს; დავალებებს აძლევს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ჟ) თბილისის მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „ტ“−„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; რ) იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ს) ამტკიცებს თბილისის მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ტ) თბილისის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს თბილისის მთავრობისა და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; უ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; ფ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ქ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; ღ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. თბილისის მერი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. 4. თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების, მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის და უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად. მუხლი 75. მთავრობის უფლებამოსილებები მთავრობა: ა) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა.ა) კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის რაიონების გამგეობების საქმიანობას; ა.ბ) დავალებებს აძლევს მთავრობის წევრებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის მიზნით; 47 ა.გ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის რეგლამენტის და მასში შესატანი ცვლილების პროექტებს; ა.დ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებს, საბჭოებსა და სხვა საკონსულტაციო ორგანოებს; ბ) თბილისის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.ბ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: გ.ა) შეიმუშავებს და განიხილავს თბილისის ბიუჯეტის პროექტს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ, ადგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; გ.ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; გ.გ) მუნიციპალიტეტის სახელითა და თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; გ.დ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; გ.ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: დ.ა) ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; დ.ბ) თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; 48 დ.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას (დებულებას); დ.დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ; დ.ე) თბილისის საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს; დ.ვ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი; დ.ზ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; დ.თ) ამ კანონის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; დ.ი) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; დ.კ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; დ.ლ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე; დ.მ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში: ე.ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას და განხორციელებას; ე.ბ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; 49 ე.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს; ე.დ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს; ე.ე) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს; ე.ვ) გასცემს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; ე.ზ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესებს; ე.თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე.ი) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ე.კ) ახორციელებს თბილისის მერიის დებულებით, მთავრობის რეგლამენტითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 82. რაიონის გამგებელი 1. რაიონის გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 2. რაიონის გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში. 3. რაიონის გამგებელი: ა) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს; თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს; გ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; 50 დ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს; ე) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად; ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) მონაწილეობს საქართველოს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; თ) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის; ი) ამზადებს ინფორმაციას თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს; კ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. რაიონის გამგებელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე. მუხლი 85. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ორგანოები, მათი სტრუქტურული ერთეულები და თანამდებობის პირები ვალდებული არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მუნიციპალიტეტის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისთვის. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ორგანოები კანონით დადგენილი წესით: ა) ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებენ: ა.ა) ინიციირებულ გადაწყვეტილებათა პროექტებს; ა.ბ) ინიციირებულ გადაწყვეტილებათა პროექტების განხილვის პროცედურებსა და ვადებს; ა.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აგრეთვე საკრებულოს კომისიის სხდომების დღის წესრიგს, ჩატარების ადგილსა და თარიღს; ა.დ) მიღებულ ნორმატიულ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათი გასაჩივრების ვადებსა და პროცედურებს; ა.ე) გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლში მოქალაქეთა მონაწილეობის ვადებსა და პროცედურებს; 51 ბ) უზრუნველყოფენ სამართლებრივი აქტების ხელმისაწვდომობას. მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მუხლი 86. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს უფლება აქვს, მოამზადოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის პროექტი. 2. პეტიციის წესით საკითხი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტისა. 3. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორის (ავტორების) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი. 4. კანონით დადგენილი წესით შეტანილ პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 5. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შეტანილი პროექტი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შეტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი. მუხლი 87. მუნიციპალიტეტის კოლეგიური ორგანოების სხდომების საჯაროობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და მთავრობის სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 88. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენა 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას. 2. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და მათ წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე უპასუხონ ანგარიშის განხილვისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. 52 მუხლი 105. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა; ბ) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით; დ) მართვის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით; ე) განკარგვის საწყისი საფასური − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური; ვ) განკარგვის საფასური − მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის უფლების საფასური. მუხლი 122. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი 1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმების გამოყენება: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. 2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის. 3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე. 53 4. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით. 5. პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებს. მუხლი 124. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, აგრეთვე ყველა მოთხოვნა და უფლება, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, რაიმე მოსთხოვოს სხვა პირებს. 2. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დააფუძნოს სააქციო საზოგადოება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, აგრეთვე დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მუხლი 127. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა 1. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით. 2. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში მუნიციპალიტეტის ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, აგრეთვე ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ. 54 მუხლი 135. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება და გაუქმება 1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მიზანშეწონილობა და მუნიციპალიტეტს მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება. 2. დელეგირებული უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გაუქმდეს მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ ის არ შეესაბამება სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითებას. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 3. თუ მუნიციპალიტეტი არ შეასრულებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითებას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ. 4. თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს, არსებით და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს ან იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ და არამიზნობრივ გამოყენებას, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შესასრულებლად სავალდებულო მითითების გაუცემლად, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უგზავნის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის ან ამ აქტის გაუქმების შესახებ მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან მოტივირებულ წერილობით უარს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების ან გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 7. დაუშვებელია სახელმწიფო ზედამხედველობის წესით გაუქმდეს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია/გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ანსაქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის 55 კოდექსი“ საფუძველზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. 8. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების შესახებ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 136. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება 1. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში არ ასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებას, მიიღოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მისცეს მას სავალდებულო მითითება აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესახებ. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითება შეასრულოს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაშია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სათანადო ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღებამდე. 4. თუ მუნიციპალიტეტის ორგანო არ ახორციელებს ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მოსთხოვოს მას აღნიშნული მოვალეობის შესრულება და მუნიციპალიტეტს მდგომარეობის გამოსასწორებლად განუსაზღვროს გონივრული ვადა არანაკლებ 15 სამუშაო დღისა. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით. 5. მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ვალდებულია სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ. 6. მდგომარეობის გამოსასწორებლად ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დაადგენს, რომ მუნიციპალიტეტი კვლავ არაჯეროვნად ახორციელებს ან არ ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ან მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა მუნიციპალიტეტს 56 დაეკისრება და ისინი ანაზღაურდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამოქვითვით. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთჯერადად ან დროებითი ღონისძიების სახით, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების გამოყენება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების პირველი და ბოლო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია. 8. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი გაასაჩივროს სასამართლოში. მუხლი 138. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობის საჯაროობა 1. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 1 თებერვლამდე შეადგინოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის ოფიციალური ანგარიში. 2. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში უნდა შეიცავდეს სტატისტიკურ ინფორმაციას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსთვის მუნიციპალიტეტის ორგანოების/თანამდებობის პირების მიერ გაგზავნილი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კონსულტაციისათვის გაგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების და გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესახებ, ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული, გასაჩივრებული და გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულ ჩამონათვალს, აგრეთვე ინფორმაციას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესსა და ფორმას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ოფიციალური ანგარიშის შედგენიდან 15 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. მუხლი 155. არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის განსაზღვრა 1. საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის პროცენტული მაჩვენებელი იმავე საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადასახდელების საერთო მოცულობაში არ უნდა იყოს დასაგეგმი წლის წინა 3 წლის ანალოგიურ წლიურ საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები. 57 2. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად შექმნილ მუნიციპალიტეტებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების გავრცელებისას დასაგეგმი წლის წინა 3 წლის საბიუჯეტო გადასახდელების საშუალო მაჩვენებელი გამოიანგარიშება გაყოფამდე არსებული მუნიციპალიტეტის მონაცემებით. მუხლი 156. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი 1. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000-ზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000-ზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. (28.11.2014 N 2820) 2. მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს. იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტი 5 ერთეულზე ნაკლებია, შესაძლებელია შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის 5 ერთეულამდე გაზრდა. 3. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება თვითმმართველ ქალაქ თბილისზე, აგრეთვე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებზე. მუხლი 164. ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელება 58 1. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე. 2. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, მათი ორგანოების სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებები ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს არ აქვთ უფლება, შექმნან თვითმმართველი ერთეულების ახალი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო გამგებლებს – უფლება, დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები. 3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა დახმარებას და მათთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე. 4. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებზე არჩევის და თანამდებობებიდან გადაყენების დროს გამოიყენება ამ კანონის 33-ე და 34-ე მუხლებით დადგენილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების წესები, თუ ამ მუხლით განსხვავებული პროცედურები არ არის განსაზღვრული. 5. მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე არჩევის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. გამგებლობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, ან საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და არის შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი. 59 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არჩეულ იქნა მუნიციპალიტეტის გამგებლად, უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულ პირს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება აღუდგება გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს ცნობად და აფორმებს საოქმო ჩანაწერის სახით. 7. ამ მუხლის ამოქმედებიდან მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია აირჩიოს ახალი გამგებელი. სხვა შემთხვევაში მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირს უფლებამოსილება უგრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადით ან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევამდე. 8. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.