„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2015
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/354/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-22
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლების მქონე შესაბამისი დაწესებულების (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტით. საქართველოს პარლამენტის აპარატის შემთხვევაში, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შემთხვევაში, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება გამგებლის/მერის სამართლებრივი აქტით, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარმოადგენს უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ხელმძღვანელობს გამგეობის/მერიის საქმიანობას. გამგეობის/მერიის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ აქვს შეხება გამგეობის/მერიის მოხელეთა ყოველდღიურ საქმიანობასთან და შესაბამისად, არ გააჩნია სრული ინფორმაცია იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ, რომელიც ესაჭიროებათ გამგეობის/მერიის მოხელეებს. ამდენად, არსებული პრაქტიკით, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მხოლოდ, ფორმალურად ამტკიცებს გამგებლის/მერის მიერ წარდგენილ გამგეობის/მერიის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საერთო ხელმძრვანელობა, მათ შორის, შესაბამის მოხელეთა დანიშვნა/გათავისუფლება, წახალისება, პასუხისმგებლობის საკითხები, საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება მიზანშეწონილია, განახორციელონ შესაბამისმა თანამდებობის პირებმა, რაც, აგრეთვე, უზრუნველყოფს ზედმეტად დროში გაგრძელებული პროცედურის გამარტივებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია: მუნიციპალიტეტში მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებაზე უფლებამოსილი შესაბამისი თანამდებობის პირების განსაზღვრა და პროცედურების გამარტივება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით იცვლება მუნიციპალიტეტში მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების პროცედურა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო საკრებულოს აპარატის მოხელეების – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების 3 კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დამატებითი ხარჯების გაღებას ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 4 ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია ინფრასტრუქტურის სამინისტრო. საქართველოს რეგიონული ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ იმ მუხლის სრული რედაქცია, რომლშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 19. დამატებითი მოთხოვნები სამსახურში მისაღებად 1. სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები დგინდება კანონით ან მის საფუძველზე. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება შემოიღოს დაწესებულების ხელმძღვანელმა (დაწესებულებამ) ან ზემდგომმა უფროსმა. 2. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად დაწესებულების ხელმძღვანელმა (დაწესებულებამ) შეიძლება შემოიღოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ნორმატიული აქტით. 3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლების მქონე შესაბამისი დაწესებულების ( მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტით. საქართველოს პარლამენტის აპარატის შემთხვევაში დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.