„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. VII8 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII8. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტერორიზმთან დაკავშირებული
პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით
განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით“.
2. 2130 და 2131 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2130 . მოსამართლის ბრძანება პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე
ბრძანებას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული უშიშროების
საბჭოს რეზოლუციებით (შემდგომში − გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები)
განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე
სამთავრობო კომისიის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში − კომისია) შუამდგომლობის
საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური
ქონებრივი სიკეთე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, ან ამ შემოსავლით შეძენილი
ქონება, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად
ფლობენ, სარგებლობენ ან განკარგავენ ამ თავით განსაზღვრული პირები.
მუხლი 2131 . კომისიის შუამდგომლობა
1. კომისიის შუამდგომლობა ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ქონების
დაყადაღების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა მიეთითოს ტერორიზმთან
დაკავშირებული პირის და მისი ქონების შესახებ მონაცემები, ასეთის არსებობის
შემთხვევაში.
2. კომისიის შუამდგომლობა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესაბამისად განსაზღვრული პირის ქონების დაყადაღების შესახებ ეფუძნება გაეროს
უშიშროების
საბჭოს
სანქციების
შესრულების
ზედამხედველობაზე
პასუხისმგებელი
კომიტეტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.”.
3. 2132 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
მოსამართლე
კომისიის
შუამდგომლობას
განიხილავს
დაუყოვნებლივ,
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.
„2. მოსამართლე გადაწყვეტილებას კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს
შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში, ტერორიზმთან დაკავშირებული ან
გაეროს
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციებით
განსაზღვრული
პირისათვის
შეუტყობინებლად.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე,
რომ მასში მითითებული პირი არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით
განსაზღვრული პირი ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირი, იგი გამოსცემს ბრძანებას
აღნიშნული პირის ქონებაზე ან მის ნაწილზე ყადაღის დადების თაობაზე.“.
4. 2134 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2134. კომისიის შუამდგომლობა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების
თაობაზე
1.
კომისიას
უფლება
აქვს
ბრძანების
გამომცემ
სასამართლოს
მიმართოს
შუამდგომლობით პირის ქონების ან მისი ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე
შემდეგ შემთხვევებში:
ა) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად პირი ამოღებულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციიდან ან ამ პირის
მიმართ სანქციები გაუქმდა;
ბ) კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირი, რომლის ქონებასაც
დაედო ყადაღა, არ წარმოადგენდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებულ
პირს;
გ) კომისიის მიერ პირი ამოღებულ იქნა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების
სიიდან;
დ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი წესის შესაბამისად
დაყადაღებული ქონების ან მისი ნაწილის
გამოყენება აუცილებელია არსებობისთვის
საჭირო, საკვების, ქირის, მედიკამენტების, გადასახადების, დაზღვევის გადასახადის,
სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის, მიზნობრივი პროფესიული ან იურიდიული
მომსახურების ხარჯების დასაფარად, ანდა ქონების, დაყადაღებული ფინანსური სახსრების
ან ეკონომიკური რესურსების შენახვის ხარჯების დასაფარად;
ე) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი წესის შესაბამისად
დაყადაღებული ქონების ან მისი ნაწილის გამოყენება აუცილებელია სხვა განსაკუთრებული
და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად.
2.
კომისიას
შეუძლია
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილის
„დ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მხოლოდ მაშინ
თუ ყადაღადადებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ
აცნობა გაეროს უშიშროების საბჭოს N1267 და N1989 რეზოლუციების შესაბამისად
დადგენილი სანქციების შესრულების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ კომიტეტს და
კომიტეტის მიერ 48 საათის განმავლობაში არ მიღებულა უარყოფითი გადაწყვეტილება
კომისიის მიმართვაზე.
3.
კომისიას
შეუძლია
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილის
,,ე“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მხოლოდ მაშინ
თუ ყადაღადადებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ
აქვს გაეროს უშიშროების საბჭოს N1267 და N1989 რეზოლუციების შესაბამისად დადგენილი
სანქციების შესრულების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი კომიტეტის თანხმობა.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას განიხილავს
თავდაპირველი ბრძანების გამომცემი სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით.
5. მოსამართლე ბრძანებით აუქმებს ყადაღას პირის ქონებაზე ან მის ნაწილზე.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავში ცვლილების მომზადება
განპირობებულია ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ღონისძიებების და
ტერორიზმის დაფინანსების შემფასებელი ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მიერ მე-4
შეფასების ანგარიშში საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
ევროსაბჭოს
ფულის
გათეთრების
წინააღმდეგ
ღონისძიებების და ტერორიზმის დაფინანსების შემფასებელი ექსპერტთა კომიტეტის
(Moneyval) რეკომენდაციების შესრულება და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესრულების სამართლებრივი ბაზის დახვეწა საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების
გზით. ცვლილების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს კანონმდებლობის
ჰარმონიზაციას საერთშორისო სტანდრატებთან. ცვლილება შედეგად დაჩქარდება ეროვნულ
დონეზე ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიაში შეტანილი პირის ან/და გაეროს
უშიშროების საბჭოს მიერ სანქციებს დაქვემდებარებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების
შესახებ შუამდგომლობების განხილვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
ყადაღის დადების თაობაზე რეზოლუციები მიიღება გაეროს წესდების VII თავის
საფუძველზე უშიშროების საბჭოს მიერ. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის VII8 თავში ყველგან, სადაც აღნიშნულია გაეროს რეზოლუციები, ზუსტდება, რომ
ეს ნორმები ეხება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2131 მუხლს ემატება მე-2 ნაწილი,
რომელშიც,
Moneyval–ის
რეკომენდაციის
შესაბამისად,
აღინიშნება,
რომ
კომისიის
(გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების
საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია) შუამდგომლობა გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონების დაყადაღების შესახებ დაეფუძნება გაეროს
უშიშროების საბჭოს შესაბამისი სანქციების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შესაბამისად, ამავე მუხლის პირველი ნაწილი გავრცელდება მხოლოდ კომისიის მიერ
ტერორიზმთან
დაკავშირებული
პირების
ქონებაზე
ყადაღის
დადების
შესახებ
შუამდგომლობებზე.
Moneyval–ის რეკომენდაციის შესაბამისად, სასამართლოს მიერ ქონების დაყადაღების
შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იქნეს დაყოვნების გარეშე. შესაბამისად,
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2132 მუხლის პირველ ნაწილში დაკონკრეტდება,
რომ მოსამართლე კომისიის შუამდგომლობის განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2132 მუხლის მე-4 ნაწილი შესაბამისობაში
მოდის
„უკანონო
შემოსავლის
ლეგალიზაციის
აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს კანონთან, რომელიც გამოყოფს პირთა ორ კატეგორიას: 1. გაეროს წესდების VII
თავის საფუძველზე განსაზღვრულ პირებს და 2. ტერორიზმთან დაკავშირებულ პირებს. ეს
უკანასკნელი მოიცავს ტერორისტებს, აგრეთვე პირებს, რომლებიც აფინანსებენ ტერორიზმს
ან სხვაგავარად არიან ტერორიზმთან დაკავშირებული.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2134 მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებში
ზუსტდება, რომ ყადაღისგან შესაძლოა გათავისუფლდეს როგორც მთლიანი ქონება, ისე მისი ნაწილიც. Moneyval–ის ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
2134 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი („გარკვეული გარემოებების გამო
მიზანშეწონილი აღარ არის პირის ქონებაზე ყადაღის მოქმედება“) არის ძალიან ზოგადი.
შესაბამისად, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრულ პირებთან მიმართებით უნდა
განისაზღვროს ყადაღის მოხსნის კონკრეტული საფუძვლები, რომლებსაც დასაშვებად
მიიჩნევს გაეროს უშიშროების საბჭო. აღნიშნული რეკომენდაციიდან გამომდინარე, ამავე
მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში გაწერილია ყადაღის მოხსნის კონკრეტული საფუძვლები,
რაც გაეროს უშიშროების საბჭოს N1452 (2002) რეზოლუციითაა განსაზღვრული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს გაეროში წევრობასთან
დაკავშირებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროეტის მიღება არ არღვევს საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი
შემუშავებულია
საქართველოს
მთავარ
პროკურატურასთან,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურთან კონსულტაციების შედეგად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
თავი VII8 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტერორიზმთან დაკავშირებული
პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული
პირების ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით
მუხლი 2130 . მოსამართლის ბრძანება პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე
ბრძანებას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
(შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციებით (შემდგომ −
გაეროს რეზოლუციები) განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე
სამთავრობო კომისიის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − კომისია) შუამდგომლობის
საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი
სიკეთე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, ან ამ შემოსავლით შეძენილი ქონება, რომელსაც
პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობენ,
სარგებლობენ ან განკარგავენ ამ თავით განსაზღვრული პირები.
მუხლი 2131 . კომისიის შუამდგომლობა
კომისიის
შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა მიეთითოს
ტერორიზმთან დაკავშირებული ან გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის და მისი
ქონების შესახებ მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 2132 . ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის გადაწყვეტის წესი
1.
მოსამართლე
გადაწყვეტილებას
კომისიის
შუამდგომლობის
საფუძველზე
იღებს
შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში, ტერორიზმთან დაკავშირებული ან
გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირისათვის შეუტყობინებლად.
2. მოსამართლე კომისიის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის
გარეშე.
3. კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მხედველობაში იღებს ყადაღას
დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.
4. თუ კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ მასში
მითითებული პირი არის გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირი ან/და არის
ტერორისტი, აფინანსებს ტერორიზმს ან რაიმე ფორმით არის ტერორიზმთან დაკავშირებული,
იგი გამოსცემს ბრძანებას აღნიშნული პირის ქონებაზე ან მის ნაწილზე ყადაღის დადების
თაობაზე.
5. მოსამართლის ბრძანებაში პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობის
დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ;
დ) მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის შესახებ;
ე) შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას − მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის
ქონების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
6. პირის ქონებაზე ყადაღის დადება ხდება უვადოდ, ვიდრე არ მოხდება ქონებაზე ყადაღის
დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმება.
7. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე
ეგზავნება კომისიას, ხოლო მესამე − შუამდგომლობაში მითითებულ პირს. თუ აღნიშნული
პირისთვის ბრძანების გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად
ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.
მუხლი 2134 . კომისიის შუამდგომლობა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. კომისიას უფლება აქვს, ბრძანების გამომცემ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით
პირის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) გაეროს რეზოლუციებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პირი ამოღებულ იქნა
გაეროს რეზოლუციიდან ან ამ პირის მიმართ სანქციები გაუქმდა;
ბ) კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირი, რომლის ქონებასაც დაედო
ყადაღა, არ წარმოადგენდა გაეროს რეზოლუციებში მითითებულ პირს;
გ) კომისიის მიერ პირი ამოღებულ იქნა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სიიდან;
დ) გარკვეული გარემოებების გამო მიზანშეწონილი აღარ არის პირის ქონებაზე ყადაღის
მოქმედება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას განიხილავს
თავდაპირველი ბრძანების გამომცემი სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით.
3. მოსამართლე ბრძანებით აუქმებს პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ბრძანებას.