„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.07.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/365/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებული ტერმინოლოგიური ხარვეზის აღმოფხვრის საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინოლოგიური გამართვა, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სახელწოდების კორექტირება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ცვლილება შედის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტში და ზუსტდება იმ სამთავრობო კომისიის სახელწოდება, რომელიც გაეროს რეზოლუციების შესრულებაზე მუშაობს. კერძოდ, ვინაიდან აღნიშნული რეზოლუციები გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე უშიშროების საბჭოს მიერ მიიღება, შესაბამისი აღნიშვნა კეთდება კომისიის სახელწოდებაშიც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს გაეროში წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროეტის მიღება არ არღვევს საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან კონსულტაციების შედეგად. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში 1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან; ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან; გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ; დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან; ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით; ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების სისწორის შესახებ; ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების შესახებ; თ ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე ; ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ; კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას; ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე; მ) ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო – საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე; მ1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე; ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ; ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად; პ) იძულებით გადაადგილებული პირები , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები – საჩივრებზე მათი იძულებით გადაადგილებულ პირად , ლტოლვილ ის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად არცნობის შესახებ ; ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო გარემოს დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე; რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს; ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე; ს1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე; ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე ; ფ) არქიტექტორულ - სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები , საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე . ქ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარჩლე – სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე . ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ყველა სარჩელზე . ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების, მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე; შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ; ჩ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრულ სარჩელებზე . ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე. ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე; ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე; წ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე; ჭ) საქართველოს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო , მისი ტერიტორიული ორგანოები , ასევე მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებული მიწის , სამშენებლო და სხვა სამუშაოების საკითხებზე; ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობისას; ჯ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება. 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო. 6. (ამოღებულია). 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.