„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ”
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 131 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
131.
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ − კომისია) არის
საქართველოს
მთავრობის
მიერ
შექმნილი
კომისია,
რომელიც
უზრუნველყოფს
ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
(შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული უშიშროების საბჭოს
რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები) განსაზღვრული
პირების ქონებაზე ყადაღის დადებას, რათა ამ პირებმა არ განახორციელონ ტერორისტული
ან სხვა უკანონო საქმიანობის დაფინანსება ან მისი სხვა ფორმით მხარდაჭერა.“.
2. 132 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადების
თაობაზე.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებლად მიმართოს შესაბამის
სახელმწიფო ორგანოებს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ. კომისიის სამუშაო
ჯგუფის
მიმართვა
ორგანოებისათვის.“.
სავალდებულოა
შესასრულებლად
შესაბამისი
სახელმწიფო
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებსა და ამ რეზოლუციების შესრულების საკითხებზე
მომუშავე
სამთავრობო
კომისიის
სახელწოდებასთან
დაკავშირებით
არსებული
ლეგალიზაციის
აღკვეთის
ტერმინოლოგიური ხარვეზის აღმოფხვრის საჭიროება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
„უკანონო
შემოსავლის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინოლოგიური გამართვა, კერძოდ,
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და ამ
რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სახელწოდების
კორექტირება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ცვლილება შედის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში,
ასევე, 132 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, სადაც ზუსტდება გაეროს რეზოლუციებისა
და იმ სამთავრობო კომისიის სახელწოდება, რომელიც გაეროს რეზოლუციების
შესრულებაზე მუშაობს. კერძოდ, ვინაიდან აღნიშნული რეზოლუციები გაეროს წესდების VII
თავის საფუძველზე უშიშროების საბჭოს მიერ მიიღება, შესაბამისი აღნიშვნა კეთდება
კანონის შესაბამის ცვლილების პროექტით გათვალისწინებულ მუხლებშიც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს გაეროში წევრობასთან
დაკავშირებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროეტის მიღება არ არღვევს საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი
შემუშავებულია
საქართველოს
მთავარ
პროკურატურასთან,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურთან კონსულტაციების შედეგად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 131. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების
საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე
მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ − კომისია) არის საქართველოს მთავრობის მიერ
შექმნილი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის
შესაბამისად
მიღებული
რეზოლუციებით
(შემდგომ
−
გაეროს
რეზოლუციები)
განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებას, რათა ამ პირებმა არ განახორციელონ
ტერორისტული ან სხვა უკანონო საქმიანობის დაფინანსება ან მისი სხვა ფორმით
მხარდაჭერა.
2. კომისია თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად თანამშრომლობს
საქართველოს
და
უცხო
ქვეყნის
სახელმწიფო
ორგანოებთან
და
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაეროსთან.
3. კომისიის საქმიანობას წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც
ხელმძღვანელობს კომისიას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში და ხელს
აწერს კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტებს.
4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლებამოვალეობების ან მათი ნაწილის დელეგირება კომისიის სხვა წევრზე.
5. კომისიის შემადგენლობაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს
კომისიის თანათავმჯდომარე.
6. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას, მის წევრთაგან
ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის თანათავმჯდომარეს.
7. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
კომისიის დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 132 . კომისიისა და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება
1.
კომისია
უფლებამოსილია
საქართველოს
ადმინისტრაციული
საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გაეროს
რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.
2.
კომისია
უფლებამოსილია
უცხო
ქვეყნის
ან/და
საქართველოს
სათანადო
ორგანოების მიმართვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებული პირების
სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების ან ქონების ყადაღისაგან
გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გაეროს რეზოლუციებით დადგენილი
სანქციების შესასრულებლად მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გარკვეული
შეზღუდვების დაწესების შესახებ. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა სავალდებულოა
შესასრულებლად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის.