„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) შეტანილ
იქნას ცვლილება და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გასცემს საქონლის საქართველოში
წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან
ასოცირების
შეთანხმებით
აღებული
იმ
ვალდებულების
შესრულების
აუცილებლობით, რომელიც გულისხმობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან
საქონლის გატანის დროს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი EURO.1-ის გაცემას
მხოლოდ საბაჟო ორგანოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ
წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემა უნდა უზრუნველყოს მხოლოდ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა.
რაც შეეხება სხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატებს, დღეს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის
გატანის დროს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ან
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ, ან
გ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, ან
დ) საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
გარდა ამისა, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას,
წარმოშობის
სერტიფიკატს
გასცემს
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე
და
წარმოშობის
სერტიფიკატების გაცემის უფრო მარტივი და ეფექტური მექანიზმის შემუშავების
მიზნით, დღის წესრიგში დადგა სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების
განხორციელების საკითხი, რომლის მიხედვითაც, საქონლის წარმოშობის
სერტიფიკატი EURO.1-ის გაცემას უზრუნველყოფს მხოლოდ სსიპ - შემოსავლების
სამსახური. ასევე, სსიპ - შემოსავლების სამსახური გასცემს წარმოშობის
სერტიფიკატს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე და
ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას.
აღნიშნული
მექანიზმი
უზრუნველყოფს
საქონლის
წარმოშობის
სერტიფიკატების გაცემის უფრო მობილიზებული სისტემის შექმნას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ
ვალდებულებებთან და
ამასთანავე, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის მოქნილი და ეფექტური
მექანიზმის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტი. აღნიშნული ნორმის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, თავისუფალ
ინდუსტრიულ
ზონაში
წარმოებულ
საქონელზე
საქონლის
წარმოშობის
დამადასტურებელ სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ცვლილებას,
რომლის
მიხედვითაც,
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის ექსპორტისას საქონლის
წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ
შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 11. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის
წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით
განსაზღვრული საქმიანობისა.
2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო
უშუალოდ
ან
წარმომადგენლის მეშვეობით გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის
დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს.