„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.07.2015
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/367/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს ცვლილება და 333 მუხლის: 1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს, განმცხადებლის მიერ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ, გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“. 2. 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული იმ ვალდებულების შესრულების აუცილებლობით, რომელიც გულისხმობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი EURO.1-ის გაცემას მხოლოდ საბაჟო ორგანოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემა უნდა უზრუნველყოს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა. რაც შეეხება სხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატებს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ან ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ, ან გ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, ან დ) საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მიერ. კონკრეტულად ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას კი წარმოშობის სერტიფიკატს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის უფრო მარტივი და ეფექტური მექანიზმის შემუშავების მიზნით, დღის წესრიგში დადგა სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საკითხი, რომლის მიხედვითაც, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EURO.1-ის გაცემას უზრუნველყოფს მხოლოდ სსიპ - შემოსავლების სამსახური. ასევე, სსიპ - შემოსავლების სამსახური გასცემს წარმოშობის სერტიფიკატს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის უფრო მობილიზებული სისტემის შექმნას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებთან და ამასთანავე, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის მოქნილი და ეფექტური მექანიზმის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ცვლილებას განიცდის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლი, კერძოდ: 1) პირველ პუნქტში განხორციებეული ცვლილების მიხედვით, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური, ნაცვლად სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოსი. ამასთან, სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ განმცხადებლის მიერ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ; 2) ზემოხსენებული ცვლილებიდან გამომდინარე, ხდება 11 პუნქტის ამოღება, რომელიც ითვალისწინებდა ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის საფასურის და ვადის განისაზღვრას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 333 1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. 11 . ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის საფასური და ვადა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ექსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული სახით.