„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 62 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www. matsne.gov.ge,
10.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016855) შეტანილ იქნეს ცვლილება
და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უზრუნველყოს
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანა ამ კანონთან
შესაბამისობის მიზნით.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანა ამ კანონთან
შესაბამისობის მიზნით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან
ასოცირების
შეთანხმებით
აღებული
იმ
ვალდებულების
შესრულების
აუცილებლობით, რომელიც გულისხმობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან
საქონლის გატანის დროს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი EUR.1-ის გაცემას
მხოლოდ საბაჟო ორგანოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ
წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემა უნდა უზრუნველყოს მხოლოდ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ
ვალდებულებებთან და
ამასთანავე, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის მოქნილი და ეფექტური
მექანიზმის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის კანონის მე-3 მუხლის მე-3
პუნქტით
განსაზღვრული
საქართველოს
სავაჭრო-სამრეწველო
პალატის
უფლებამოსილებების ჩამონათვალი. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, საქართველოს
სავაჭრო-სამრეწველო პალატა აღარ განახორციელებს „ევრო-1“ სერტიფიკატის
გაცემას ან/და დამოწმებას.
კანონპროექტის მე-2 მუხლის მიხედვით, ხდება ჩანაწერის გაკეთება იმის
შესახებ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ და აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესმა
საბჭომ
უზრუნველყოს
სათანადო
ცვლილებების განხორციელება ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობაში
მათი
„საქართველოს
სავაჭრო-სამრეწველო
კანონთან შესაბამისობის მიზნით.
პალატის
შესახებ“
საქართველოს
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ
შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს „ერთის მხრივ, ევროკავშირს და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს
მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმების
დებულებების იმპლემენტაციას.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 3. პალატის მიზნები და ფუნქციები
1. პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე
სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით.
2. პალატის ფუნქციებია:
ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების
გაწევა;
ბ)
მეწარმე
კვალიფიკაციის
სუბიექტების
ამაღლების,
პროფესიული
აგრეთვე
სხვა
განათლების
სახის
სწავლების,
დონისა
მათ
და
შორის,
საზღვარგარეთ, ორგანიზება;
გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის,
საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური
ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი
ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები ;
დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა;
ე) გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო
ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების დაპატენტებასთან
დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა;
ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა ,
საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა;
ზ) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების
განხორციელება;
თ)
მეწარმე
სუბიექტების
ხელშეწყობის
მიზნით
მთარგმნელობითი
საქმიანობის განხორციელება;
ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ საქართველოში სამეწარმეო
საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში;
კ)
პროდუქციის,
მომსახურებისა
და
საქმიანი
ინფორმაციის
შესახებ
საინფორმაციო სისტემებ ისა და ბანკებ ის შექმნა ;
ლ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმებ ის მომზადებაში;
მ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოს ნორმატიული აქტებით
განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში;
ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის
მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების
შექმნით;
ო) ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და პალატის
წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება .
3.
პალატა
ფიზიკური
ან
იურიდიული
პირის
მიერ
ნებაყოფლობით
წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის
შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და
ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას;
ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ
ინფორმაციის დამოწმებას;
გ)
საგარეო-ეკონომიკურ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
გარემოებების
დამოწმებას;
დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას
ან/და დამოწმებას;
ე)
დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა
თანამეგობრობის
წევრი
ქვეყნების
პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას;
ვ)
პრეფერენციული
წარმოშობის
GSP-სერტიფიკატის
გაცემას
ან/და
დამოწმებას;
ზ) „ევრო-1“ სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას;
თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას;
ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის
(ჰოლოგრამის) გაცემას;
კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის
ნიშნის − „წარმოებულია საქართველოში“ − გაცემას;
ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას.
4.
ამ კანონით განსაზღვრული
საქმიანობა
შეიძლება
განხორციელდეს
ელექტრონული ფორმით. ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების
შედეგად ელექტრონული ფორმით გაცემულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს
ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც − მატერიალურ დოკუმენტს.
5.
პალატის
მიერ
ფიზიკური
ან
იურიდიული
პირისათვის
გაწეული
მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და
გადახდის წესი, აგრეთვე მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო
შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების
საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე
ორიენტირებული.