„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზნები
ამ კანონის მიზანია:
ა) მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლებისა და სახელმწიფო
პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) მომხმარებლის უფლებების დაცვის ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირების
პირობებისა და საზოგადოებრივი მონიტორინგის ჩამოყალიბება;
გ) მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარება;
დ) საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო და
ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე იმ ფიზიკური პირის
უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში
შედის მოვაჭრესთან მისი პროდუქციის (საქონლის ან მომსახურების) პირადი
მოხმარებისათვის გამოყენების მიზნით (მომხმარებელი).
მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში
1.
მომხმარებლის
უფლებების
დაცვის
სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2.
მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება
სპეციალურ კანონს, თუ ის მომხმარებლის უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს
ითვალისწინებს.
მუხლი 4. სახელმწიფო პოლიტიკა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში
სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) პროდუქციის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობას საერთაშორისოდ აღიარებულ
მოთხოვნებთან;
ბ) მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვას, მათ შორის შეცდომაში შემყვანი
პრაქტიკისგან;
გ) მომხმარებელთა ინფორმირებულობას და სამომხმარებლო განათლებას, მათ შორის
მათი უფლებების დაცვის საშუალებებისა და პროცედურების თაობაზე;
დ) მომხმარებელთა უფლებების ხელყოფის განხილვის სამართლიანი და ხელმისაწვდომი
პროცედურების ფუნქციონირებას, მათ შორის სამომხმარებლო დავების მოგვარების
ალტერნატიული საშუალებების განვითარებას;
ე) მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების და სხვა
დაინტერესებული ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობას.
1
პროექტი
თავი II
მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 5. მომხმარებელთა ზოგადი უფლებები
მომხმარებელს უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს და მიიღოს პროდუქცია, რომელიც
საფრთხეს არ უქმნის მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას, მოითხოვოს მისი
უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, ხოლო პრეტენზიის შემთხვევაში მოითხოვოს
საკითხის გულისხმიერი, ეფექტიანი და სწრაფი განხილვა და შესაბამისი რეაგირება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. ზოგადი ვალდებულებები ინფორმაციასთან დაკავშირებით
1. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს, ხოლო მოვაჭრე ვალდებულია გასცეს
საქართველოს
სახელმწიფო
ენაზე,
ასევე,
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში - სხვა ენებზე:
ა) პროდუქციის დასახელების, მწარმოებლის და არსებითი მახასიათებლების შესახებ
უტყუარი და სრული ინფორმაცია, რაც მისცემს მომხმარებელს სწორი არჩევანის
გაკეთების შესაძლებლობას;
ბ) ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობის (საფირმო სახელწოდების) და საწარმოს
ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე საკონტაქტო მონაცემები, რომლის მეშვეობითაც
მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
გ) ინფორმაცია მომხმარებელთა პრეტენზიის განხილვაზე უფლებამოსილი პირის
რეკვიზიტებისა და წარდგენის ადგილის შესახებ, ასევე პროდუქციის შეცვლის,
შეკეთების და ტექნიკური მომსახურების საწარმოო ერთეულის მისამართი, თუ
აღნიშნული განსხვავდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში დასახელებული
მისამართისაგან;
დ) ინფორმაცია პროდუქციის დამზადების თარიღის და იმ პროდუქციის ვარგისიანობის
ვადის შესახებ (პროდუქციის გამოყენების ბოლო თარიღი ან შენახვის ვადა), რომლის
სამომხმარებლო თვისებები უარესდება დროთა განმავლობაში (სურსათი, კოსმეტიკური,
სამკურნალო, საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქცია და სხვა);
ე) ინფორმაცია პროდუქციის სრული ფასის (მათ შორის ტრანსპორტირების, გადაგზავნის,
მონტაჟის და ა.შ), ან თუ წინსაწარ მისი დადგენა შეუძლებელია - ფასის შემადგენელი
კომპონენტების და მათი გაანგარიშების მეთოდის, აგრეთვე რეალიზების წესების შესახებ;
ვ) ინფორმაცია გადახდის, მიწოდებისა და ვალდებულების შესრულების პირობების,
ასევე ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, საჩივრით მიმართვის ფორმისა და
შესაძლებლობების შესახებ;
ზ) ინფორმაცია საგარანტიო პირობების ან სხვა ვალდებულებების, მათ შორის, შემდგომი
მომსახურებისა და პროდუქციის სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის შესახებ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) ინფორმაცია პროდუქციის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების წესებისა და
პირობების, ასევე შენახვის სპეციალური პირობების შესახებ;
ი) ინფორმაცია ხელშეკრულების ვადის, ასევე უვადო ხელშეკრულებაზე უარის თქმის
პირობებისა და ვადის ავტომატური გაგრძელების შესახებ;
კ) ინფორმაცია პროდუქციის ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლებისა და
მისი დაცვის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2
პროექტი
ასევე, ინფორმაცია ციფრული შინაარსის ტექნიკურ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან
თავსებადობის შესახებ;
ლ) ტექნიკური პასპორტი, მოხმარების, დამონტაჟების, ექსპლუატაციისა და
მომსახურების სახელმძღვანელო (ინსტრუქცია), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
მ) პროდუქციის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით
დადგენილ შემთხვევაში;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელსა და
მოვაჭრეს შორის დადებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
3. მოვაჭრე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას ჰქონდეს განთავსებული ინფორმაცია
საფირმო სახელწოდებისა და მუშაობის რეჟიმის შესახებ;
4. მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის მოვაჭრე პასუხს აგებს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
5. პროდუქციის საცალო შეფუთვის ფართობის თვალსაჩინო ადგილას, მსხვილი, მკაფიო,
კონტრასტული, ადვილად აღქმადი შრიფტით უნდა გაკეთდეს წარწერა პროდუქციის
ისეთი თვისებების შესახებ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის მიერ
გადაწყვეტილების მიღებას და მის უსაფრთხოებას. თუ ასეთი ინფორმაციის დატანა
უშუალოდ ერთეულ შეფუთვაზე შეუძლებელია, მაშინ ასეთი ინფორმაცია მას თან უნდა
ახლდეს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია აისახება პროდუქციის
თანდართულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ეტიკეტზე მარკირებით, გამოშვების ვადის
ჩვენებით, ან ცალკეული სახეობის და მომსახურების სფეროებისათვის მიღებული სხვა
ხერხით. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ლ“ და „მ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს
ქართულ ენაზე და განთავსდეს ისე, რომ არ დაიფაროს ინფორმაცია ორიგინალ ენაზე, რაც
არ ზღუდავს მის სხვა ენაზეც მიწოდების შესაძლებლობას იმ დათქმით, რომ ქართულ
ენაზე შესრულებული წარწერა ზომით უცხო ენაზე შესრულებულ წარწერაზე მცირე არ
უნდა იყოს.
მუხლი 7. ინფორმაციასთან დაკავშირებული ვალდებულებები დისტანციური და ქუჩაში
დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში
1. ქუჩაში დადებული ხელშეკრულება იდება მოვაჭრის სარეწის (სამეწარმეო საქმიანობის
ადგილი) ფარგლებს გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ
თანყოფას.
2. დისტანციური ხელშეკრულება იდება ტექნიკური ან სხვა საშუალებებების
გამოყენებით და არ მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანყოფას.
3. დისტანციური და ქუჩაში დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, მოვაჭრე
ვალდებულია ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის
პარალელურად, გასაგები ფორმით (მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წერილობით) მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია:
ა) ხელშეკრულების დადების დროს გამოყენებული დისტანციური კომუნიკაციის
ხარჯების შესახებ, თუ იგი არ შედის ძირითად ფასში;
ბ) მომხმარებელს საჩივრით მიმართვის უფლების შეზღუდვის ან დაკარგვის პირობების
შესახებ, ასევე საჩივრის საფუძვლების არსებობისას, გასაჩივრების პირობებისა და მასთან
დაკავშირებული წარმოების შესახებ, მათ შორის, დავის ალტერნატიული საშუალებებით
გადაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ;
გ) მინიმალურ ვადის შესახებ, რომლის განმავლობაშიც მოვაჭრე კისრულობს
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3
პროექტი
დ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში პროდუქციის უკან დაბრუნებისთვის
საჭირო ხარჯების მოვაჭრის მიერ დაფარვის შესახებ;
ე) მოვაჭრის მხრიდან ფინანსური გარანტიის მოთხოვნის უფლებისა და ამ მოთხოვნის
წინაპირობების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. მოვაჭრე ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ხელშეკრულების ასლი, მისი
წერილობითი ფორმით არსებობის შემთხვევაში, ან ხელშეკრულების დადების
დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული
ინფორმაცია
მომხმარებელს
უნდა
მიეწოდოს
არაუგვიანეს
პროდუქციის
მიწოდებამდე/შესრულების დაწყებამდე, მარტივად გასაგებ ენაზე, ბეჭდური ფორმით.
მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ასევე, დისტანციური ხელშეკრულებისას,
შესაძლებელია სხვა საშუალების გამოყენებაც. თუ ხელშეკრულებით მომხმარებელს
ეკისრება ფასის გადახდა, ამ შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია ამ კანონის მე-6 მუხლის
პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ი“ ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს მის მიერ
ხელშეკრულების დადების ნების გამოვლენამდე.
5. მოვაჭრე ვალდებულია გონივრულ ვადაში დაუდასტუროს მომხმარებელს
დისტანციური
ხელშეკრულების
დადება
და
არაუგვიანეს
პროდუქციის
მიწოდებამდე/შესრულების დაწყებამდე მიაწოდოს მას ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია.
6. სატელეფონო კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით ხელშეკრულება დადებულად
ითვლება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მომხმარებლის ხელმოწერა ან წერილობითი
თანხმობა. მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სატელეფონო კომუნიკაციის
დაწყებისთანავე მოვაჭრემ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საუბრის
კომერციული მიზნისა და საკუთარი ან იმ პირის ვინაობის შესახებ, ვისი სახელითაც იგი
მოქმედებს.
7. ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, არაუგვიანეს შეკვეთის
პროცესის დაწყებისა, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია პროდუქციის
მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და მოქმედი გადახდის საშუალებების
შესახებ.
მუხლი 8. მომხმარებლის უფლება ხელშეკრულების შესაბამისი პროდუქციის მიღების
დროს
1. მომხმარებელს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე
მომხმარებლის მიერ პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.
პროდუქციის მფლობელობაში მიღების ვადა აითვლება:
ა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღების დღიდან, თუ ხელშეკრულების საგანს
წარმოადგენს ერთზე მეტი ნივთი და მათი მიწოდება ხორციელდება ცალ-ცალკე
ბ) პროდუქციის ბოლო ნაწილის მფლობელობაში მიღების დღიდან, თუ პროდუქციის
მიწოდება ხორციელდება ნაწილ-ნაწილ.
2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენებით წყდება
მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები, ამასთან:
ა) მოვაჭრე ვალდებულია სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა,
გარდა მიწოდების ხარჯებისა, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების
მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში;
ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის
უკან დაბრუნებაზე მანამ, ვიდრე არ დაიბრუნებს პროდუქციას;
4
პროექტი
გ) მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ, დაუყოვნებლივ
ან არაუგვიანეს მოვაჭრისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნიდან 14 დღის ვადაში,
დაუბრუნოს მოვაჭრეს ან მოვაჭრის მიერ საამისოდ განსაზღვრულ მესამე პირს მიღებული
პროდუქცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ გამოხატა პროდუქციის
საკუთარი ძალებით უკან წაღების ნება.
3. მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად იქნა გაწეული ისე, რომ
მოვაჭრემ მომსახურების გაწევა დაიწყო მომხმარებლის წინასწარი თანხმობით, იმის
გათვალისწინებით, რომ მომსახურების სრულად მიღების შემდეგ იგი დაკარგავდა
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ) მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქცია, რომელიც დამზადდა მისი
ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად მორგებულია მის პირად საჭიროებებს;
გ) მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქცია მალფუჭებადია, გააჩნია მოკლე
ვარგისიანობის ვადა ან რომლისთვისაც დადგენილია შენახვის სპეციალური წესი;
დ) მომხმარებლისათვის მიწოდებულია ჰერმეტულად დაცული პროდუქცია, რომელიც
ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით, არ ექვემდებარება უკან
დაბრუნებას და მისი ჰერმეტულობა დარღვეულია დაბრუნების მომენტში;
ე) მომხმარებლისათვის მიწოდებულია პროდუქცია, რომელიც მიწოდების დროს, მისი
მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქციას;
ვ) მომხმარებლისათვის მიწოდებულია ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პუბლიკაციები,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწოდება ხორციელდება სააბონენტო ხელშეკრულების
საფუძველზე;
ზ) ხელშეკრულება დადებულია საჯარო აუქციონის შედეგად;
თ) მომხმარებელს მიეწოდა ციფრული შინაარსის მქონე პროდუქცია ინფორმაციის
არასხეულებრივ მატარებელზე, თუ აღნიშნული განხორციელდა მომხმარებლის
წინასწარი თანხმობით, იმის გათვალისწინებით, რომ იგი დაკარგავდა ხელშეკრულებაზე
უარის თქმის უფლებას;
კ) საქონელს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე, არა აქვს პლომბი ან საწარმოო იარლიყი
(ეტიკეტი), არ ახლავს საკასო ჩეკი (ან შეძენის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი),
რომელიც გაყიდულ პროდუქციასთან ერთად გადაეცა მომხმარებელს.
მუხლი 9. სამომხმარებლო საქონლის ნასყიდობა და მასთან დაკავშირებული გარანტიები
1. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულების შესაბამისი
საქონელი.
2. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან საქონელი ჩაითვლება ხელშეკრულების
შესაბამისად, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და გააჩნია იგივე
თვისებები, რაც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საჩვენებელ საქონელს
გააჩნდა;
ბ) ვარგისია იმგვარი სარგებლობისთვის, რომლისთვისაც ამ ტიპის საქონელი
ჩვეულებრივ გამოიყენება;
გ) გამოსადეგია მომხმარებლის მიერ დასახული მიზნისათვის, რომლის თაობაზეც
მოვაჭრე მომხმარებელს ხელშეკრულების დადების ეტაპზევე დაეთანხმა;
დ) აქვს ის თვისებები, რომელიც ამ ტიპის საქონლისათვის ჩვეულებრივია და რომლის
გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეიძლება ჰქონოდა საქონლის ბუნებიდან და იმ
საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც გაკეთდა მოვაჭრის, მწარმოებლის ან
ბაზარზე განათავსებაზე პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ, მათ შორის რეკლამისა და
ეტიკეტის საშუალებით. აღნიშნული წესი საჯარო განცხადებებთან მიმართებით არ
5
პროექტი
გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მოვაჭრე დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა ან არ
შეიძლებოდა სცოდნოდა იმ მახასიათებლების შესახებ, რომლებიც შემდგომ აღმოაჩნდა
საქონელს ან მათ შესახებ წინასწარ ეცნობა მომხმარებელს ხელშეკრულების დადების
დროს.
3. მოვაჭრის მიერ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, საქონლის არასწორი დამონტაჟების
შედეგად წარმოქმნილი შეუსაბამობა უთანაბრდება ხელშეკრულების პირობებთან
საქონლის შეუსაბამობას, თუ საქონლის მონტაჟი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს
წარმოადგენდა. აღნიშნული წესი, ასევე ვრცელდება საქონელზე, რომელიც
განკუთვნილია მომხმარებლის მიერ ასაწყობად ან დასამონტაჟებლად და საქონელზე
თანდართული ინსტრუქციის ნაკლოვანების გამო აწყობა ან მონტაჟი არასწორად
განხორციელდა.
4. მომხმარებელი, რომლის მიერ შეძენილი საქონელი ხელშეკრულების შეუსაბამო
აღმოჩნდა, უფლებამოსილია მოითხოვოს მოვაჭრისგან საქონლის გადაცვლა ან შეკეთება,
ხელშეკრულების პირობებთან მისი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
5. მოვაჭრეს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის
შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. ასეთ შემთხვევაში
მომხმარებელი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ გავიდეს ხელშეკრულებიდან.
6.
საქონლის ხელშეკრულების პირობებთან
შესაბამისობაში მოყვანა უნდა
განხორციელდეს გონივრულ ვადაში, რომლის უშედეგოდ გასვლის შემდეგ,
მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს:
ა) ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებასთან
შესაბამისობაში მოყვანისათვის;
ბ) ხელშეკრულებიდან გასვლა (საქონლის დაბრუნება და თანხის უკან დაბრუნება. თანხის
უკან დაბრუნების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების
მომენტისათვის არსებული ფასი).
7. ხელშეკრულებასთან საქონლის შესაბამისობაში მოსაყვანად საჭირო ყველა ხარჯი (მათ
შორის, ტრანსპორტირების, სამუშაო ძალის და მასალების) უნდა გაიღოს მოვაჭრემ.
8. მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, თუ
საქონლის
ხელშეკრულებასთან
შეუსაბამობა
აღმოჩენილია
საქონლის
მომხმარებლისთვის გადაცემიდან 2 წლის ან საქონლის ვარგისიანობის ვადის
განმავლობაში, საქონელზე მისი მკაფიოდ მითითების შემთხვევაში და მათი წარდგენა
ხორციელდება საქონლის ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის აღმოჩენიდან 2
თვის ვადაში.
9. მოვაჭრე ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ მუხლით განსაზღვრული მომხმარებლის
მოთხოვნები
იმ
შემთხვევაში,
თუ
ვერ
დაამტკიცებს,
რომ
შეუსაბამობა
ხელშეკრულებასთან წარმოიშვა მომხმარებლის მიერ საქონლით არასათანადო
სარგებლობის გამო.
10. ბათილია ხელშეკრულების ან გარანტიის პირობა, რომელიც აუარესებს მომხმარებლის
უფლებრივ მდგომარეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილთან შედარებით.
მუხლი 10. მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები
1. მომსახურების გამწევი ვალდებულია გაუწიოს მომხმარებელს ხელშეკრულებით
შეთანხმებული პირობების შესაბამისი მომსახურება.
2. მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების,
აგრეთვე ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში, შემსრულებელს უნდა დაუდგინოს
მომსახურების გაწევისა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრის გონივრული ვადა, რომლის
უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
6
პროექტი
ა) დაავალოს მომსახურების გაწევა/ნაკლოვანებათა აღმოფხვრა სხვა პირს შემსრულებლის
ხარჯზე;
ბ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება;
გ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის
სავალდებულო მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება ან
მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება დაუკავშირა მომსახურების დროულ
მიღებას.
4. ხელშეკრულების დარღვევის ასეთ შემთხვევაში, როდესაც მომსახურების
შემსრულებელი დროულად არ შეუდგა მომსახურების გაწევას ან პროცესი ჭიანურდება,
რაც შეუძლებელს ხდის მომსახურების დათქმულ ვადაში შესრულებას, შემსრულებელს
არ აქვს უფლება მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული დანახარჯების
ანაზღაურება, აგრეთვე უკვე შესრულებული მომსახურების საზღაური, თუ ნაწილობრივი
შესრულებისადმი მომხმარებელმა დაკარგა ინტერესი.
5. მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები
მომსახურების მიღების დროს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკლის აღმოჩენა
შეუძლებელია მომსახურების მიღებისას – მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში;
ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მომსახურების მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.
6. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლოვანებათა უსასყიდლოდ აღმოფხვრა
საგარანტიო ვადის დამთავრების შემდეგაც, თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი
იქნება შემსრულებლის მიზეზით დაშვებული არსებითი ხარვეზები. აღნიშნული
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს
ამ მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლებებით.
მუხლი 11. ხელშეკრულების უსამართლო პირობები
1. ხელშეკრულების პირობები, რომლებიც მხარეთა ინდივიდუალური შეთანხმების
საგანს არ წარმოადგენდა (წინასწარ ცალმხრივად არის განსაზღვრული მოვაჭრის მიერ,
ისე რომ მომხმარებელს არ გააჩნდა მათზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა), უნდა
ჩაითვალოს უსამართლოდ, თუ ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპებს და
იწვევს მომხმარებლის საზიანოდ გაუმართლებელ დისბალანსს სახელშეკრულებო
უფლება-მოვალეობებში.
2. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ხელშეკრულების პირობები წარმოადგენდა
ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანს, ეკისრება მოვაჭრეს.
3. ხელშეკრულების პირობის უსამართლოდ ცნობისას მხედველობაში არ მიიღება
ხელშეკრულების ფასისა და ხელშეკრულების საგნის ადეკვატურობა, თუ აღნიშნული
წარმოადგენდა მხარეთა შეთანხმების საგანს.
4. მომხმარებლისათვის წერილობითი ფორმით მიწოდებული პირობები უნდა
ჩამოყალიბდეს მკაფიო და გასაგებ ენაზე. ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობები
განიმარტება მომხმარებლის სასარგებლოდ.
მუხლი 12. შეცდომაში შემყვანი რეკლამა და კომერციული საქმიანობა
1. ამ კანონის მიზნებისთვის შეცდომაში შემყვანია ნებისმიერი ფორმით გამოხატული
რეკლამა, რომელიც უშუალოდ მიმართულია ან სხვაგვარად აღწევს მომხმარებლამდე
ისეთი სახითა და შინაარსით, რომელიც მომხმარებელს უქმნის ან სავარაუდოდ შეუქმნის
ისეთ მცდარ წარმოდგენას, რომლის საფუძველზეც მომხმარებლი იღებს ეკონომიკურ
გადაწყვეტილებას.
2. იმის დასადგენად შეცდომაში შემყვანია თუ არა რეკლამა, მხედველობაში მიიღება
ყველა არსებითი გარემოება, მათ შორის მიწოდებული ინფორმაცია:
7
პროექტი
ა) პროდუქციის ბუნებისა და ძირითადი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა
ვარგისიანობა, გამოყენებადობა, შემადგენლობა, წარმოების ადგილი, თარიღი და
მეთოდი, მიზნისადმი შესაბამისობა, რაოდენობა, ზომა, წონა, სპეციფიკაცია,
გეოგრაფიული ან კომერციული წარმომავლობა, გადაზიდვის და შენახვის პირობები,
გამოყენების შედეგები, ასევე პროდუქციის ტესტირების შედეგები და მის საფუძველზე
გამოვლენილი არსებითი გარემოებები;
ბ) ფასის, მისი შეთავაზების ან კალკულაციის მეთოდისა და მასთან დაკავშირებული
პირობების შესახებ;
გ) მარეკლამირებლის უფლებების შესახებ, როგორიცაა მისი იდენტობა, კვალიფიკაცია,
საწარმოო, კომერციული ან ინტელექტუალური საკუთრების უფლება.
3. შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად მიიჩნევა მომხმარებლისათვის არასწორი
ინფორმაციის მიწოდება, რასაც შედეგად მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის
მოტყუება ან შეცდომაში შეყვანა, ასევე ფაქტობრივად სწორი ინფორმაციის მიწოდება
არასწორ კონტექსტში ან არასრულად, რის საფუძველზეც მომხმარებელმა დადო ან
შეიძლება დაედო ხელშეკრულება, რომელსაც სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების
შემთხვევაში, არ დადებდა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოიცავს:
ა) პროდუქციის ბუნებასა და მთავარ მახასიათებლებს, როგორიცაა ვარგისიანობა,
გამოყენებადობა, შემადგენლობა, წარმოების ადგილი, თარიღი და მეთოდი, მიზნისადმი
შესაბამისობა, რაოდენობა, ზომა, წონა, სპეციფიკაცია, გეოგრაფიული ან კომერციული
წარმომავლობა, გადაზიდვის და შენახვის პირობები, გამოყენების შედეგები, ასევე
პროდუქციის ტესტირების შედეგები და მის საფუძველზე გამოვლენილი არსებითი
გარემოებები;
ბ) ფასს ან ფასის კალკულაციის სათანადო მეთოდს, ან მითითებას სპეციალურ ფასზე;
გ) მოვაჭრის ან მწარმოებლის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის საიდენტიფიკაციო
მონაცემებს, სტატუსს, კვალიფიკაციას, საწარმოო, კომერციული და ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების ქონას ან მათთან კავშირს, ასევე სხვა უფლებებს წარმოებასთან
ან კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) მომხმარებელთა უფლებების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის მიერ
პროდუქციის დაბრუნების, შეცვლის და შეკეთების, ასევე საჩივრებით მიმართვის
შესაძლებლობისა და ფორმის შესახებ.
5. შეცდომაში შემყვანია კომერციულ საქმიანობა მაშინაც, როდესაც აღნიშნული
საქმიანობა ყველა გარემოებისა და ვითარების გათვალისწინებით, იწვევს მომხმარებლის
მიერ ისეთი ხელშეკრულების დადებას, რომელსაც იგი არ დადებდა იმ შემთხვევაში, რომ
ჰქონოდა ინფორმაცია:
ა) პროდუქციის მარკეტინგის შესახებ, მათ შორის, შედარებითი რეკლამის სახით, რაც
მოიცავს სავაჭრო მარკას, სახელს და სხვა განმასხვავებელ ნიშნებს;
ბ) პროდუქციის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, პროდუქციის
ნაკლოვანების შესახებ.
მუხლი 13. ინფორმაცია პროდუქციის ფასის შესახებ
1. ამ კანონის მიზნებისთვის:
ა) გასაყიდი ფასი - ერთეული ან გარკვეული რაოდენობის პროდუქციის საბოლოო
სარეალიზაციო ფასი, რომელიც მოიცავს დღგ-ს და სხვა გადასახადებს;
ბ) ერთეული ფასი - პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასი, რომელიც მოიცავს
დღგ-ს და სხვა გადასახადებს ერთი კილოგრამი, ერთი ლიტრი, ერთი მეტრი, ერთი
კვადრატული მეტრი ან ერთი კუბური მეტრი პროდუქციისთვის, ან განსხვავებული
8
პროექტი
სიდიდის ერთეული, რომელიც ფართოდ არის გამოყენებული ქვეყანაში პროდუქციის
საბაზრო მიმოქცევისას.
2. მოვაჭრე ვალდებულია ნათელი და გასაგები ფორმით უზრუნველყოს პროდუქციაზე
გასაყიდი და ერთეული ფასების მითითება. ერთეული ფასის მითითება არ არის
აუცილებელი, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.
3. ფასის მითითება არ არის აუცილებელი, თუ:
ა) საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;
ბ) პროდუქციის რეალიზაცია ხდება აუქციონზე;
გ) გასაყიდად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები ან ანტიკვარული ნივთები.
4. პროდუქციაზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და აიწონება ან აიზომება
მომხმარებლის თვალწინ საკმარისია მხოლოდ ერთეული ფასის მითითება.
თავი III.
მომხმარებელთა ომბუდსმენი
მუხლი 14. მომხმარებელთა ომბუდსმენი
1. მომხმარებელთა ომბუდსმენი: იცავს მომხმარებელთა ინტერესებს, ზედამხედველობას
უწევს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ავლენს და
განიხილავს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლების აღდგენას,
მათ შორის მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დავის მოგვარების ალტერნატიული
საშუალებების გამოყენებით. მისი უფლებამოსილება ვრცელდება მომხმარებელთა
უფლებების დაცვის ყველა სფეროზე, გარდა უკვე არსებული ნორმატიული აქტებით
დარეგულირებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროებისა.
2. მომხმარებლის ომბუდსმენს უფლება აქვს, როგორც მომხმარებლის/მომხმარებლების
წარმომადგენელმა მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
მომხმარებლის უფლებების ხელყოფის აღსაკვეთად და მიიღოს მონაწილეობა
სასამართლო განხილვაში როგორც მომხმარებლის წარმომადგენელმა.
3. მომხმარებელთა ომბუდსმენი ახორციელებს კვლევით, ანალიტიკურ და შეფასებით
საქმიანობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის
შემდგომი გაუმჯობესების მიზნით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე
მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად.
4. მომხმარებელთა ომბუდსმენს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და
ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში მომხმარებელთა
უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაციის
საფუძველზე. ერთი და იგივე პირი მომხმარებელთა ომბუდსმენის თანამდებობაზე
შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. მომხმარებელთა ომბუდსმენის უფლებამოსილება, მისი საქმიანობის ძირითადი
პრინციპები და ფორმები, დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებთან არსებული
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველებთან ურთიერთობის
მექანიზმი რეგულირდება მომხმარებელთა ომბუდსმენის დებულებით, რომელიც
მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6. წელიწადში ერთხელ, საქართველოს მომხმარებელთა ომბუდსმენი პარლამენტს
წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის
შესახებ. მომხმარებელთა ომბუდსმენი უფლებამოსილია პარლამენტის ბიუროს წინაშე
დასვას მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხი და სათათბირო
ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა მის განხილვაში. ასევე, იგი უფლებამოსილია
საკუთარი ინიციატივით დაესწროს პარლამენტის პლენარულ სხდომას.
9
პროექტი
თავი IV.
საზოგადოებრივი დაცვა
მუხლი 15. არასამთავრობო ორგანიზაციები
1. არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ
მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში, მათ შორის:
ა) ითანამშრომლონ მეწარმეთა გაერთიანებებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან
მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე ან სხვა
შემთვაზებელსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან
დაკავშირებულ მოლაპარაკებებში;
გ) ხელი შეუწყოს სამომხმარებლო დავის მედიაციის საშუალებით მოგვარებას;
დ) მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისი
მოთხოვნების შემუშავებაში და ჩაატარონ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების
დამოუკიდებელი ექსპერტიზა;
ე) მონაწილეობა მიიღონ მომხმარებელთა საგანმანათლებლო საქმიანობის და
ინფორმირებულობის ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებაში სახელმწიფო
ორგანოებთან ერთად.
2. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული არასამთავრობო
ორგანიზაციების აქტივობები შეიძლება დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 16. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
10
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
სამომხმარებლო ურთიერთობებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მომხმარებელთა
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს განპირობებულია იმ საკითხებისა და ურთიერთობების
ინტენსიურობითა და არეალით, რასაც სამომხმარებლო სფერო მოიცავს. სწორედ ამიტომ,
მომხმარებელთა უფლებების დაცვა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობისთვის
ფუნდამენტური და პრიორიტეტული საკითხია.
საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით
მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სამომხმარებლო სფეროს დერეგულაციამ გამოიწვია
სამომხმარებლო ურთიერთობების სუსტი მხარის - მომხმარებლის მოვაჭრესთან არათანაბარ
სამართლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება. შესაბამისად, საჭიროა მომხმარებელთა უფლებების
დაცვის გარანტიების შექმნა და სამომხმარებლო სფეროში დამოუკიდებელი ნორმატიული
აქტის არსებობა, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ თავიანთი უფლებების ეფექტიანად
განხორციელება. სახელმწიფოს მიზანს კი აღნიშნული პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს.
კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობა გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს
შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებიდან,
განხორციელდეს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, მათ
შორის, სამომხმარებლო სფეროში არსებულ რეგულაციებთან დაახლოება. ამრიგად,
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანია
ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი
საფუძვლებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, მომხმარებლის უფლებების დაცვის
ორგანოების ეფექტური ფუნქციონირების პირობებისა და საზოგადოებრივი მონიტორინგის
განხორციელება,
მომხმარებლის
პატივისცემაზე
დამყარებული ქცევის
კულტურის
განვითარება. ისევე როგორც, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში
მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან
დაახლოება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი არეგულირებს მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო სამართლებრივ
ურთიერთობებს; ფიზიკური პირის უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს, რომელიც
სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის მოვაჭრესთან მისი პროდუქციის პირადი
მოხმარებისათვის გამოყენების მიზნით, არეგულირებს უსაფრთხოების ნორმების, ეკონომიკური
1
ინტერესების დაცვის, სამომხმარებლო განათლებისა და
საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკას.
დაინტერესებული
ჯგუფების
კანონპროექტით
მოწესრიგებულია სხვადასხვა სამომხმარებლო სფერო, მათ შორის:
დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადებული ხელშეკრულებები,
ქუჩაში დადებული ხელშეკრულებები, შეცდომაში შემყვანი რეკლამა და კომერციული
საქმიანობა, ხელშეკრულების უსამართლო პირობები.
კანონის პროექტით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლისათვის პროდუქციის
შესახებ
ინფორმაციის
მიწოდებასთან
და
საგარანტიო
ვადებთან
დაკავშირებულ
ვალდებულებებს. კანონის პროექტის მე-6 მუხლის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს
მიიღოს, ხოლო მოვაჭრე ვალდებულია გასცეს ინფორმაცია პროდუქციის დასახელების,
მოვაჭრის ვინაობის, პრეტენზიის განხილვის პირობების, პროდუქტის დამზადების თარიღის,
ვარგისიანობის, პროდუქტის სრული ფასის, გადახდის, მიწოდებისა და საგარანტიო პირობების,
პროდუქციის გამოყენების წესების, ხელშეკრულების ვადის, ციფრული შინაარსის ფუნქციური
მახასიათებლებისა და მისი დაცვის, ტექნიკური პასპორტსა და შესაბამისობის
დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ.
გარდა კანონპროექტის მე-6 მუხლით
გათვალისწინებული ინფორმაციისა, ხელშეკრულების დისტანციურად და ქუჩაში გაფორმების
დროს, კანონის პროექტის მე-7 მუხლის მიხედვით მომხმარებელს დამატებით უნდა მიეწოდოს
ინფორმაცია კომუნიკაციის ხარჯების, საჩივრით მიმართვის უფლების, ვალდებულებების
შესრულების მინიმალური ვადის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში პროდუქციის
უკან დაბრუნებისათვის საჭირო ხარჯების მოვაჭრის მიერ დაფარვისა და ფინანსური
გარანტიების შესახებ.
კანონის პროექტის მიხედვით, ხელშეკრულების შესაბამისი პროდუქციის მიღების დროს,
მომხმარებელს უფლება აქვს, პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში
ყოველგვარი საფუძვლის გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც მომსახურება გაწეულია სრულად, პროდუქცია დამზადებულია ინდივიდუალური
შეკვეთით, მიწოდებულია
მალფუჭებადი პროდუქცია,
დარღვეულია პროდუქციის
ჰერმეტულობა, პროდუქტი განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქციას, მომხმარებლისთვის
მიწოდებულია ჟურნალ-გაზეთები, ხელშეკრულება დადებულია საჯარო აუქციონის შედეგად,
საქონელს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.
კანონის პროექტის მე-9 მუხლში მოცემულია სამომხმარებლო საქონლის ნასყიდობისას
მოვაჭრის ვალდებულება, რომ მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულების შესაბამისი საქონელი,
ასევე
ჩამოთვლილია
მოთხოვნები,
რომლის
მიხედვითაც
საქონელი
ჩაითვლება
ხელშეკრულების შესაბამისად თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ. მე-3 პუნქტი
განსაზღვრავს, რომ საქონლის არასწორი დამონტაჟება უთანაბრდება ხელშეკრულების
პირობებთან საქონლის შეუსაბამობას თუ საქონლის მონტაჟი ხელშეკრულების ნაწილს
შეადგენდა. მე-4 პუნქტი განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებას შეძენილი საქონლის
ხელშეკრულების შეუსაბამოდ აღმოჩენის შემთხვევაში და აძლევს მას უფლებას, რომ უარი
თქვას ნაკლის გამოსწორებასა და ნივთის შეცვლაზე თუ ეს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებთან არის
დაკავშირებული. მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით მოცემულია საქონლის ხელშეკრულების
პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის წესი და ვადები.
კანონის პროექტის მე-10 მუხლში მოცემულია მომსახურების გაწევისა და საგარანტიო პირობები
და მომსახურებაში ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლის უფლებები და
ვადები.
კანონის პროექტის მე-11 მუხლი ადგენს ხელშეკრულების უსამართლო პირობებს იმ
შემთხვევაში თუ აღნიშნული პირობები ხელშეკრულების მხარეთა ინდივიდუალური
2
შეთანხმების საგანს არ წარმოადგენდა. ამ მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება
მოვაჭრეს, ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობები განიმარტება მომხმარებლის სასარგებლოდ.
კანონის პროექტის მე-12 მუხლი განსაზღვრავს, ამ კანონის მიზნებისთვის, რა ითვლება
შეცდომაში შემყვან რეკლამად და კომერციულ საქმიანობად და ჩამოთვლილია ის გარემოებები
რის მეშვეობითაც შეიძლება დადგინდეს შეცდომაში შემყვანია თუ არა რეკლამა და ის არასწორი
ინფორმაცია, რომლის მიწოდების შემთხვევაშიც კომერციული საქმიანობა ჩაითვლება
შეცდომაში შემყვანად.
კანონის პროექტის მე-13 მუხლით განმარტებულია პროდუქციის გასაყიდი და ერთეული ფასი
და მოვაჭრის ვალდებულებები ფასის მითითებისას. მე-2 პუნქტი ადგენს ვალდებულებას, რომ
მოვაჭრემ პროდუქციაზე გასაყიდი და ერთეული ფასი ნათელი და გასაგები ფორმით უნდა
მიუთითოს. მე-3 და მე-4 პუნქტებში ჩამოთვლილია გარემოებები, რომლის დროსაც ფასის
მითითება არ არის აუცილებელი და როდის არის მხოლოდ ერთეული ფასის მითითება
საკმარისი.
კანონის პროექტის III თავი ეხება „მომხმარებელთა ომბუდსმენს“ და მოიცავს ომბუდსმენის
საქმიანობის ჩამონათვალს, მის უფლებებს სასამართლოში მიმართვისას და კვლევისა და
ანალიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას, რომლის დროსაც მას შეუძლია შეიმუშაოს
რეკომენდაციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით. კანონის
პროექტის მე-4 პუნქტში მოცემულია ომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნის ვადა და წესი. მე5 პუნქტის მიხედვით განსაზღვრულია დებულების ფორმა, რომელსაც დაამტკიცებს მთავრობა
და სადაც გაწერილი იქნება ომბუდსმენის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი. ხოლო მე-6
პუნქტით მომხმარებელთა ომბუდსმენი ვალდებული იქნება წელიწადში ერთხელ საქართველოს
პარლამენტს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოში ამ სფეროში არსებული მდგომარეობის
შესახებ.
კანონის პროექტის IV თავში მოცემულია საზოგადოებრივი დაცვის მექანიზმი, არასამთავრობო
ორგანიზაციების უფლებამოსილებები მომხმარებელთა ინტერესების დაცვის სფეროში და
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების შესაძლებლობა.
კანონის პროექტის V და VI თავები მოიცავს გარდამავალ და დასკვნით დებულებებს, რომლის
მიხედვითაც დადგენილია კანონის ამოქმედების ვადები და მთავრობის ვალდებულება, რომ
მიიღოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება გამონაკლისები
ერთეული ფასის მითითების ვალდებულებისაგან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის შესაბამისად, მომხმარებელთა ომბუდსმენის
უფლებამოსილება, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ფორმები დარეგულირდება
მომხმარებელთა ომბუდსმენის დებულებით, ასიგნებების ოდენობების განსაზღვრა მოხდება
3
აღნიშნული დებულების საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდების შემდეგ.
გარდამავალი დებულების
შესაბამისად,
საქართველოს
მთავრობა
უზრუნველყოფს
მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო
ხარჯების ასახვას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კანონპროექტის
მიღებას ფინანსური ზეგავლენა არ გააჩნია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ
გადასახდელს.
ადგენს
რაიმე
სახის
ახალ
გადასახადს,
მოსაკრებელს
ან
სხვა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო სამომხმარებლო სფეროში მოქმედი
ევროკავშირის დირექტივები, მათ შორის: 1993 წლის 5 აპრილის დირექტივა No 93/13/EEC
სამომხმარებლო ხელშეკრულებებში უსამართლო პირობების შესახებ; 2006 წლის 12 დეკემბრის
დირექტივა No 2006/114/EC შეცდომაში შემყვანი და შედარებითი რეკლამის შესახებ; 2005 წლის
11 მაისის დირექტივა No 2005/29/EC შიდა ბაზარზე მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისადმი
მიმართული უსამართლო კომერციული საქმიანობის შესახებ; 1998 წლის 16 თებერვლის
დირექტივა No 98/6/EC პროდუქციაზე ფასების აღნიშვნისას მომხმარებლის დაცვის შესახებ; 1997
წლის 20 მაისის დირექტივა No 97/7/EC დისტანციური ხელშეკრულებებისას მომხმარებელთა
დაცვის შესახებ; 1985 წლის 20 დეკემბრის No 85/577/EEC დირექტივა ქუჩაში დადებული
ხელშეკრულებებისას მომხმარებელთა დაცვის შესახებ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების
ხელშეკრულების 347-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის
4
აქტებთან დაახლოების მიზანს და მასში ასახულია ასოცირების ხელშეკრულების XXIX
დანართში მოცემული ევროკავშირის დირექტივების დებულებები.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში.
კანონპროექტის ტექსტის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი,
რომელიც 2013 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე მუშაობდა კანონის პროექტის შინაარსსა და
სტრუქტურაზე. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ორგანოები, მომხმარებელთა უფლებების დამცველი არასამთავრობო
ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები, მათ შორის: საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი; საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი;
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი; ასოციაცია ევროპული
გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის; ევრაზიის თანამშრომლობის
ფონდი; ასოციაცია „გარემო, რისკი და საზოგადოების უფლებები“; საქართველოს
დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია; კავშირი „21-ე საუკუნე“;
ფერმერების უფლებების დაცვის ასოციაცია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული შეფასება არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
5