„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, # 31, 24
ივლისი, 1997, გვ1 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 336. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 336
მომხმარებელსა და მოვაჭრე პირს შორის, მოვაჭრე პირის სარეწის ფარგლებს გარეთ:
ქუჩაში, სახლის წინ და მსგავს ადგილებში დადებული ხელშეკრულება ძალაშია მხოლოდ
მაშინ, თუ მომხმარებელი ერთი კვირის ვადაში ხელშეკრულებას წერილობით არ
უარყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულების შესრულება ხდება მისი
დადებისთანავე.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი
2015 წლის -
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
სამომხმარებლო ურთიერთობათა სფეროს სამართლებრივი დარეგულირების მიზნით
შემუშავდა კანონის პროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც
არეგულირებს
მომხმარებლის
უფლებების
დაცვის
ზოგად
პრინციპებს,
ადგენს
მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან და საგარანტიო
ვადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, აწესრიგებს სხვადასხვა სამომხმარებლო სფეროს,
მათ შორის: დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და ქუჩაში
დადებული ხელშეკრულებებს. აღნიშნული კანონის პროექტის რეგულაციებმა გამოიწვია
ცვლილებების აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონის პროექტის მიზანია შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
სამართლებრივი ნორმები „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის
ნორმებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ზუსტდება ქუჩაში დადებული ხელშეკრულების დეფინიცია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კანონპროექტის
მიღებას ფინანსური ზეგავლენა არ გააჩნია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ
გადასახდელს.
ადგენს
რაიმე
სახის
ახალ
გადასახადს,
მოსაკრებელს
ან
სხვა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო სამომხმარებლო სფეროში მოქმედი
ევროკავშირის დირექტივები, მათ შორის: 1985 წლის 20 დეკემბრის No 85/577/EEC დირექტივა
ქუჩაში დადებული ხელშეკრულებებისას მომხმარებელთა დაცვის შესახებ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების
ხელშეკრულების 347-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის
აქტებთან დაახლოების მიზანს და მასში ასახულია ასოცირების ხელშეკრულების XXIX
დანართში მოცემული ევროკავშირის დირექტივების დებულებები.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში.
აღნიშნულ პირებს/ორგანიზაციებს კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული შეფასება არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.