„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.07.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/468/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-27
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადგენილია დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები, რომლებიც პროდუქტის უსაფრთხოების თვალსაზრისით აწესებს დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს, მოქმედებს შესაბამისი აქტის მოთხოვნები. 2. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. მწარმოებელს/დისტრიბუტორს უფლება აქვს, თავისი მიზნებისათვის მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია, გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით სამეწარმეო ვიდრე ეს 3. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვები „მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 6. გამყიდველი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი 2015 წლის - გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: სამომხმარებლო ურთიერთობათა სფეროს სამართლებრივი დარეგულირების მიზნით შემუშავდა კანონის პროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს და ადგენს მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. აღნიშნული კანონის პროექტის რეგულაციებმა გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონის პროექტის მიზანია შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სამართლებრივი ნორმები „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის ნორმებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი არეგულირებს მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისგან განსხვავებული ან დამატებითი რეგულაციების გამოყენების შესაძლებლობას, თუ ეს რეგულაციები პროდუქტის უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცვის უფრო მაღალი სტანდარტს ითვალისწინებენ, ვიდრე ეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით არის დადგენილი. კანონპროექტით აგრეთვე ვალდებულება ეკისრება პროდუქციის გამყიდველს მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დღეს არსებული რედაქციით გამყიდველს ეს ვალდებულება მხოლოდ მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ეკისრება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კანონპროექტის მიღებას ფინანსური ზეგავლენა არ გააჩნია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ გადასახდელს. ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო სამომხმარებლო სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივები. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების 347-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის აქტებთან დაახლოების მიზანს და მასში ასახულია ასოცირების ხელშეკრულების XXIX დანართში მოცემული ევროკავშირის დირექტივების დებულებები. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულ პირებს/ორგანიზაციებს კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული შეფასება არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება. მუხლი 12. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ 1. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რაც მას სწორი არჩევნის შესაძლებლობას მისცემს. 2. მომხმარებელს პროდუქტის შესახებ უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) პროდუქტის დასახელება და სახე; ბ) პროდუქტის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქტი; გ) შესაბამის შემთხვევაში − იმ პროდუქტის ვარგისობის ვადა (პროდუქტის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება; დ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის წონა ან/და მოცულობა; ე) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა; ვ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები; ზ) მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ დათქმის შემთხვევაში − საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები; თ) პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადგენილია დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები, მოქმედებს შესაბამისი აქტის მოთხოვნები. 5. მწარმოებელს/დისტრიბუტორს უფლება აქვს, თავისი სამეწარმეო მიზნებისათვის მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლით. 6. თუ მწარმოებელი პროდუქტს გარანტიით ყიდის, იგი ვალდებულია დაიცვას გარანტიის პირობები, ხოლო მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიის პირობების შესრულება. პროდუქტზე გარანტია არ ათავისუფლებს პირს ზიანის მიყენებისათვის ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან. 7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე პროდუქტის შემადგენელ ნაწილებზე. მუხლი 13. ზოგადი მოთხოვნები დამსაქმებლის, დასაქმებულისა და მწარმოებლის მიმართ 1. დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა პროდუქტი, რომელიც სამუშაო ადგილას გამოიყენება, იყოს უსაფრთხო. 2. დამსაქმებლის მიერ გაცემული შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების საფუძველზე დასაქმებულმა სწორად უნდა გამოიყენოს დანადგარები, მოწყობილობები, წარმოების სხვა საშუალებები და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებები. 3. დასაქმებული ზოგადად პასუხისმგებელია, სამუშაოს შესრულების პერიოდში იზრუნოს საკუთარ და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. 4. მწარმოებელი პასუხს აგებს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი ან მისი შემადგენელი ნაწილები წარმოებულია სხვა მწარმოებლის მიერ. 5. მწარმოებელი პასუხისმგებელია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული ქმედებებისათვის. 6. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 7. მომხმარებელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი უფლებები სასამართლოში ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.