გადაწყვეტილება №18224/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18224/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18224/2/2022

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:------ ------ (ს/ნ ---------------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ------ას 16.11.2022 წელს და 26.12.2022 რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18224/2/2022 და 18529/2/2022).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28162 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპერტამენტის 6.10.2022 წლის №024-47 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28162 ბრძანება;

3. მომსახურების დეპერტამენტის 11.11.2022 წლის №024-47/1 ბრძანება;

4. მომსახურების დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №000-212 საგადასახადო მოთხოვნა;

5. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31067 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

მომსახურების დეპერტამენტის 6.10.2022 წლის №024-47 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.11.2022 წლის №28162 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, მომსახურების დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №024- 47/1 ბრძანების საფუძველზე დარიცხული ჯარიმის კორექტირება არ განხორციელებულა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №000-212 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31067 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28162 და 8.12.2022 წლის №31067 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა --.09.2022 წელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე №------- განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს. გაირკვა, რომ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა --.07.2022 --.09.2022 წწ პერიოდში.

გადასახადის გადამხდელმა -.10.2022 წელს წარადგინა 2022 წლის ივლისის და აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციები.

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №024-47 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 244,61 ლარის (2022 წლის ივლისი 15 127,09*5=756,35 ლარი, აგვისტო 25 672,95*5%=1 283,65 ლარი და სექტემბერი 64 092,2*5%=3 204,61 ლარი) ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლის ოქტომბერში პირადი ბარათის შემოწმებისას აღმოჩნდა ერთი კალენდარული წლის მანძილზე სალარო აპარატის მონაცემები აღემატებოდა 100 000 ლარს. დაუყოვნებლივ მიმართა შემოსვლების სამსახურს განცხადებით, რომ დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად. შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა შეფარდებული ჯარიმა, რომლის გაუქმების თხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი.

სამართალდარღვევა გამოიწვია მისი მხრიდან კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ - ანუ ჩათვალეს (საწარმოში მუშაობს ოჯახის რამდენიმე წევრი), რომ დღგ ითვლება 1 იანვრიდან 1 იანვრამდე. სიტუაციის გარკვევისას აღმოჩნდა, რომ დაუშვეს შეცდომა და დაარღვია საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. ჯარიმა არის სწორი, შეფარდებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

მოითხოვს №024-47 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას (ან სანქციის შემსუბუქებას). აღნიშნული თანხის გადახდის საშუალება არ აქვს რადგან თანხა ბევრად აღემატება საწარმოს წლიურ შემოსავალს.

 

2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28162 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურია, 10.11.2022 წლის №28162 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №024-47/1 ბრძანება, რომლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის კორექტირება არ განხორციელებულა, მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან მომსახურების დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №024-47 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და №28162 ბრძანების გამოცემის (10.11.2022 წ) თარიღებში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 11.11.2022 წლის №024-47/1 ბრძანება გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28162 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორია შემოსავლების სამსახურის №21067 ბრძანება, რადგან დაკისრებული ჯარიმისაგან არ გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად ფიქსირდება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული დავალიანება, რომელიც უკვე გადახდილია. შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა მისი არცერთი მოთხოვნა, აღნიშნული ჯარიმის გაუქმების ან შემცირების, რომელსაც არ ეთანხმება. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო სანქცია არის გაფრთხილებაც.

მისი მოთხოვნაა დაკისრებული ჯარიმის გაუქმება ან შემცირება, რადგან უკვე გადაიხადა დავალიანება 3 000 ლარი და მეტის გადახდის საშუალება არ აქვს. სოფელში მდებარე ობიექტისთვის აღნიშნული ჯარიმის გადახდა ფუნქციონირების შეჩერების ტოლფასია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოვლენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილია დარიცხული გადასახადი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპერტამენტის 6.10.2022 წლის №024- 47 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით და 11.11.2022 წლის №024-47/1 ბრძანებით დაკისრებული (მომსახურების დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №000-212 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული) ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს მომსახურების დეპერტამენტის 6.10.2022 წლის №024-47 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით და 11.11.2022 წლის №024-47/1 ბრძანებით დაკისრებული (მომსახურების დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №000-212 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული) ჯარიმისგან;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.