ბრძანება N 15695

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.07.2023
№ დოკუმენტი 15695
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15695

03 ივლისი 2023

ფ/პ ---ის (პ/ნ ---)

(მის.: --- ) 2023 წლის 16 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის (ოქმი №66) სხდომაზე განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) №82461/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება უძრავ ქონებაზე (ს/კ ---) შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 26 მარტის №081-5722 შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2016 წლის 9 დეკემბერს შპს ---ა და ---ს შორის გაფორმდა საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად --- შპს ---ს გადაუხდიდა 28 000 აშშ დოლარს დღგ-ის ჩათვლით 15 თვის განმავლობაში, ხოლო შპს --- ხელშეკრულების 2.7. მუხლის თანახმად ვალდებულია მშენებლობა დაასრულოს, სახლი ექსპლუატაციაში მიიღოს და არაუგვიანეს 2017 წლის 5 ნოემბრისა მყიდველს მიღება-ჩაბარების აქტით, საკუთრების უფლებით გადასცეს უძრავი ქონება, ს/კ --- მიწის ნაკვეთზე მშენებარე სახლში მე-- სართულზე, ბინ----ში მდებარე ---კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა. მყიდველმა გამყიდველს სრულად, დადგენილ ვადაში გადაუხადა თანხა, თუმცა გამყიდველმა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ გადასცა.

შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით დადებულ ყადაღა/აკრძალვასთან დაკავშირებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და უძრავი ქონება გათავისუფლდა ყადაღისაგან. მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას და გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს ---ს (ს/ნ ---) 2020 წლის 26 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს ---ის (ს/ნ ---) მთელ ქონებაზე 2020 წლის 26 მარტის №081- 5722 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

2020 წლის 18 ივნისს შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სამართლოს შპს „---ის“ ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის მოთხოვნის თაობაზე (მათ შორის, --- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების). ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან რიგი ქონების ნაწილში (მათ შორის --- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილში) შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მოსაზრება, რომ საცხოვრებელი ბინები წარმოადგენს შპს „---ის“ უფლების ობიექტს, სასამართლოსთვის მიუღებელია, რამდენადაც შპს „---თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ინდივიდუალური საკუთრებისთვის განკუთვნილ ბინებზე (შემდეგ საკადასტრო კოდებზე, მათ შორის ---) მოპოვებულია უფლება, რაც საჯარო რეესტრში მომავალი მესაკუთრის უფლებით არის რეგისტრირებული, მესამე პირებთან ურთიერთობის დროს ითვლება, როგორც უკვე რეალიზებულ უფლებად, ამდენად სასამართლო ვერ მიიჩნევს შპს „---ის“ კუთვნილ ქონებად, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს მისი როგორც გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი ვალდებულება, რომელთანაც სამართლებრივი კავშირი არ გააჩნიათ საქმეში მესამე პირებად ზემოხსენებულ საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებულ მესაკუთრეებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის ბრძანებით უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება. წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ---მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ამასთან ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

საჯარო რეესტრში წარდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით და სააღსრულებო ფურცლით (საქმე №2-2261/2021წ. მოპასუხეები: სსიპ შემოსავლების სამსახური და შპს ,,---“) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ყადაღისგან გათავისუფლდა №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

2023 წლის 7 თებერვალს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების (ს/კ ---) მესაკუთრედ ფიქსირდება ფ/პ --- (პ/ნ ---), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2022 წლის 26 იანვარი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 2022 წლის 20 იანვარი).

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; ქონებაზე ყადაღის დადება; ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2020 წლის 18 ივნისს შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სამართლოს შპს „---ის“ ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის მოთხოვნის თაობაზე (მათ შორის --- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების). ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან რიგი ქონების ნაწილში (მათ შორის --- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების) შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ამასთან, ---მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ამასთან ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და საჯარო რეესტრში წარდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით და სააღსრულებო ფურცლით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ყადაღისგან გათავისუფლდა №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ ---) შპს ---ის (ს/ნ ----) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ---ის (პ/ნ --) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ფ/პ ---ის (პ/ნ ---) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ ---) შპს ---ის (ს/ნ---) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით დადებულ ყადაღა/აკრძალვასთან დაკავშირებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და უძრავი ქონება გათავისუფლდა ყადაღისაგან. მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას და გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 8 (23); 238; 239; 265 (5).