ბრძანება N 16647-4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2020
№ დოკუმენტი 16647-4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16647

23/06/2020

შპს ----- ს

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის 48278/1/2020 საჩივრი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი N33).

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვას და ითხოვს ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას.

ფაქტობრივი გარემოებები:

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 01 ივლისის N21871 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- ს საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 26 ნოემბრის შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 03 დეკემბრის N42126 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 412920.1 ლარით, მათ შორის: გადასახადი 209692 ლარი, ჯარიმა 116718 ლარი და საურავი 86510.1 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში 2017 წლის საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვს 700 000 ლარის სესხის გაცემა ----- ზე, რომლის პირადი მონაცემების იდენტიფიცირება გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ვერ ხერხდება. შემოწმებისთვის არც აღნიშნული სესხის ხელშეკრულებაა ცნობილი. მეწარმე ახდენს პროცენტების დარიცხვას, პროცენტის ან ძირის გადახდა არ ფიქსირდება.

აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი და მსესხებელ დაუიდენტიფიცირებელი სესხი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოსავლების სამსახურმა საქმეში არსებული მასალების და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით აღნიშნა, რომ, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდება აღნიშნულ სესხზე გადახდილი ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა, მართებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, არაიდენტიფიცირებელი სესხის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება და შესაბამისად დაბეგვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვას და ითხოვს ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის თანახმად გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში 2017 წლის საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვს სესხის გაცემა ფიზიკურ პირზე, რომლის პირადი მონაცემების იდენტიფიცირება გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ვერ ხერხდება. შემოწმებისთვის არც აღნიშნული სესხის ხელშეკრულებაა ცნობილი. მეწარმე ახდენს პროცენტების დარიცხვას, პროცენტის ან ძირის გადახდა არ ფიქსირდება.

აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი და მსესხებელ დაუიდენტიფიცირებელი სესხი სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ, ვინაიდან არ დგინდება აღნიშნულ სესხზე გადახდილი ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა, მართებულია სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, არაიდენტიფიცირებელი სესხის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება და შესაბამისად დაბეგვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 101(1); 154(1,,ა“); 275