ბრძანება N 32767

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.12.2023
№ დოკუმენტი 32767
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 32767

26 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----------ის (ს/ნ --------------------)

(მის.:-------------------------------------)

2023 წლის 27 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ --------------------) 2023 წლის 27 ნოემბრის №85373/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ნოემბრის ID:------შესაგებელთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელს საჩივარში სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალების თანახმად, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 12 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2023 წლის 25 ოქტომბრის ID:------ წერილით დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ:

„დეტალურ განმარტებას საჭიროებს ეკონომიკური საქმიანობა, ეკ. საქმიანობის განხორციელების ადგილი და ანგარიშსწორების ფორმა.

. წარმოდგენას საჭიროებს ლიზინგის ხელშეკრულებები.

. წარმოდგენს საჭიროებს 2020-2023წწ საანგარიშო პერიოდზე საბანკო ამონაწერი ყველა მომსახურე ბანკიდან Pdf და Exel ფორმატში.

. წრმოდგენას საჭიროებს საკ. კოდი -------------ზე არსებული ქონების (მიწის) ფლობის პერიოდის განმსაზღვრელი დოკუმენტი.

. განმარტებას საჭიროებს ხელფასის გაცემის საკითხი.

ამასთან, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს თანხმობა, პირად ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის ცვლილების შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხის სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში დასაბრუნებელი თანხის ოდენობის მითითებით.“

2023 წლის 25 ოქტომბრის ID:------- წერილით გადასახადის გადამხდელს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ID:----------- წერილით დადგენილი ხარვეზი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ი/მ ----------ს (ს/ნ --------------------) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).

ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:

გ) საგადასახადო დეკლარაციაში მითითებული ჩასათვლელი თანხის საგადასახადო ანგარიშფაქტურებით/საბაჟო დეკლარაციებით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხების ჯამთან თანხვედრის მდგომარეობა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი რეპორტის - „დღგს დეკლარაციის მონაცემების შედარება ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელ თანხებთან და საბაჟო ინფორმაციებთან“ - მიხედვით.

დ) ქონებაზე (მათ შორის, მიწაზე) დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით (ამასთან, პროცედურა არ გულისხმობს დეკლარირებული თანხის სისწორის კონტროლს).

ე) საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემების შესახებ ინფორმაციის თანხვედრა საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციების შესაბამის მაჩვენებლებთან.

ვ) მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციების მიხედვით წარმოდგენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთები შეესაბამება თუ არა წინა საანგარიშო წლის დეკლარაციაში დაფიქსირებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ მონაცემებს;

ზ) საგადასახადო დეკლარაციაში ასახულია თუ არა ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებიდან (საანგარიშო პერიოდზე ნებისმიერი ერთი მათგანის მიხედვით ჯამურად განსაზღვრული) არანაკლებ უმაღლესი მონაცემი, აგრეთვე, საგადასახადო დოკუმენტების მონაცემები (ამ მიზნით, საგადასახადო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, მასში ასახული მონაცემი ჯამდება როგორც ზედნადებების, ასევე ანგარიშ-ფაქტურების მონაცემებთან, თითოეული მათგანის მიხედვით განსასაზღვრი უმაღლესი მონაცემის დადგენის მიზნებისთვის). ამასთან, პროცედურა არ ითვალისწინებს დეკლარაციაში ისეთი ინფორმაციის ასახვის შემოწმების ვალდებულებას, რომელიც დაკავშირებულია საქონლის/მომსახურების იმ მიწოდებასთან, რაზეც გადამხდელს არ აქვს გამოწერილი აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი;

თ) შესრულებულია თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული, ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციიდან გამომდინარე დღგ-ის საგადასახადო ვალდებულება (ამასთან, პროცედურა არ გულისხმობს დეკლარირებული თანხის სისწორის კონტროლს).

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ წარმოდგენილი მოთხოვნა არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მათ შორის, თუ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილია როგორც ხანდაზმულ, ასევე არახანდაზმულ საგადასახადო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა ვადა არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის, „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტები/მტკიცებულებები. გადამხდელს 2023 წლის 28 ნოემბერს გაეგზავნა №21---/---- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა არგუმენტები. წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 12 ოქტომბრის ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ განცხადებაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 25 ოქტომბრის ID:------ წერილით დადგენილ იქნა ხარვეზი, რომელიც მომჩივნის მიერ არ იქნა გამოსწორებული ამავე წერილით დადგენილ ვადებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ნოემბრის ID:-------- შესაგებელი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----------ის (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელს საჩივარში სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 12 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ.შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2023 წლის 25 ოქტომბრის წერილით დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ:„დეტალურ განმარტებას საჭიროებს ეკონომიკური საქმიანობა, ეკ. საქმიანობის განხორციელების ადგილი და ანგარიშსწორების ფორმა.2023 წლის 25 ოქტომბრის წერილით გადასახადის გადამხდელს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული წერილით დადგენილი ხარვეზი.აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ნოემბრის შესაგებელი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1);