გადაწყვეტილება №24389/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2024
№ დოკუმენტი 24389/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24389/2/2024

24 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------ი (ს/ნ ------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ბი ------ის 3.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24389/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის კორექტირებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №34048947/2477242 განცხადება;

2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2024 წლის №25189 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 400 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

17.10.2024 წელს მომჩივანმა №------ ელექტრონული განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში წინასწარი დეკლარირების მოთხოვნით, რომელიც დამატებით წარსადგენი ინფორმაციის (იმპორტის წინასწარი შეტყობინების) გამო დახარვეზდა. რაზეც მომჩივანთან გაიგზავნა 19.10.2024 წლის შეტყობინება. შეტყობინების მიღების შემდგომ, მომჩივნის მიერ 19.10.2024 წელს წარმოდგენილი №---- ელექტრონული განცხადების საფუძველზე, დარეგისტრირდა №------ საქონლის საბაჟო დეკლარაცია (19.10.2024წ.).

19.10.2024 წელს მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა №----- ელექტრონული განცხადება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში წინასწარი დეკლარირების თაობაზე, რომლის შესაბამისად, 21.10.2024 წელს დარეგისტრირდა №----- საქონლის საბაჟო დეკლარაცია. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დარეგისტრირდა №------(19.10.2024წ.) და №------- (21.10.2024 წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციები.

30.10.2024 წელს, მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის კორექტირების მოთხოვნით, მომჩივანმა №--------- განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს. განცხადებაში კორექტირების მიზეზად მიუთითა, რომ შემთხვევით დაარეგისტრირა იმპორტის წინასწარი დეკლარაცია.საბაჟო დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №------- გადაწყვეტილებით, მომჩივანს, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების №108 მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის კორექტირებაზე.

საბაჟო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.11.2024 წლის №25189 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ, მომჩივნის მიერ ორჯერ იქნა მოთხოვნილი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება და შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ №----- (19.10.2024წ.) და №------ (21.10.2024წ.) საბაჟო დეკლარაციების რეგისტრირება.

ამდენად, ვინაიდან მომიჩვანმა განცხადების შემოტანის/დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა უარი მომსახურების მიღებაზე, მის მიერ გადახდილი საფასური ზედმეტად გადახდილად არ ჩაითვლება და არ დაუბრუნდება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანების მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მომსახურების საფასურის თანხა ზედმეტად გადახდილად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირმა შემოსავლების სამსახურის მომსახურების ან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომსახურების გაწევამდე უარი თქვა აღნიშნული მომსახურების მიღებაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

18.10.2024 წელს წარადგინა განცხადება იმპორტის წინასწარ საბაჟო დეკლარაციაზე, რომელზეც დაუდგინდა ხარვეზი. მომდევნო დღეს სრული დოკუმენტაციით წარადგინა ახალი განცხადება, რომელზეც იმავე დღეს (19.10.2024წ.) მიიღო დადებითი პასუხი, თუმცა, ვინაიდან იყო შაბათი დღე, ვერ მოახერხა შემოსავლების სამსახურთან დაკავშირება, რათა მიეწოდებინა ინფორმაცია ორჯერ დარეგისტრირებული განცხადების თაობაზე. 30.10.2024 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება მომსახურების საფასურის ბარათის კორექტირების მოთხოვნით, რაზეც 4.11.2024 წელს მიიღო უარყოფითი პასუხი.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს მომსახურების საფასურის (400 ლარი) გადახდის ვალდებულების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს შეიძლება დაეკისროს მომსახურების საფასურის გადახდის ან გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც, საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაიწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მომსახურების საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის“ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებულმა პირმა განცხადების შემოტანის/დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა უარი მომსახურების მიღებაზე, ან ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის (გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისა) გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მის მიერ გადახდილი საფასური ზედმეტად გადახდილად არ ჩაითვლება და არ დაუბრუნდება, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურისთვის შემდგომი მიმართვისას, პირი ვალდებულია დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს მომსახურების საფასური.

დადგენილია, რომ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში წინასწარი დეკლარირების მიზნით, 17.10.2024 წელს მომჩივანმა მიმართა საბაჟო ორგანოს №--- ელექტრონული განცხადებით, რომელზეც დადგინდა ხარვეზი. ხარვეზის შეტყობინების მიღების შემდგომ, მომჩივანმა №----- (19.10.2024წ.) განცხადებით წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, რომლის საფუძველზე, დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია №--------- (19.10.2024წ.).

19.10.2024 წელს მომჩივანმა წარადგენა №----- ელექტრონული განცხადება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში წინასწარი დეკლარირების თაობაზე, რომლის შესაბამისადაც დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია №------ (21.10.2024წ.).

მომჩივნის განმარტებით, 18.10.2024 წელს წარადგინა განცხადება იმპორტის წინასწარ საბაჟო დეკლარაციაზე, რომელზეც დაუდგინდა ხარვეზი. მომდევნო დღეს სრული დოკუმენტაციით წარადგინა ახალი განცხადება, რომელზეც იმავე დღეს (19.10.2024წ.) მიიღო დადებითი პასუხი, თუმცა, ვინაიდან იყო შაბათი დღე, ვერ მოახერხა შემოსავლების სამსახურთან დაკავშირება, რათა მიეწოდებინა ინფორმაცია ორჯერ დარეგისტრირებული განცხადების თაობაზე. 30.10.2024 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება მომსახურების საფასურის ბარათის კორექტირების მოთხოვნით, რაზეც 4.11.2024 წელს მიიღო უარყოფითი პასუხი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 11.12.2024 წლის №------ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ ორჯერ იქნა მოთხოვნილი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება და შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოხდა №---- (19.10.2024წ.) და №----- (21.10.2024წ.) საბაჟო დეკლარაციების რეგისტრირება, ხოლო 21.10.2024 წელს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი №---- განცხადების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, განხორციელდა №----- (21.10.2024წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციის გაუქმება. ვინაიდან მომჩვანმა განცხადების შემოტანის/დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა უარი მომსახურების მიღებაზე, მის მიერ გადახდილი საფასური ზედმეტად გადახდილად არ ჩაითვლება და არ დაუბრუნდება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანების მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მომსახურების საფასურის თანხა ზედმეტად გადახდილად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირმა შემოსავლების სამსახურის მომსახურების ან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომსახურების გაწევამდე უარი თქვა აღნიშნული მომსახურების მიღებაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, ვინაიდან მომჩივნის მიერ ორჯერ იქნა მოთხოვნილი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება და შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოხდა №----- (19.10.2024წ.) და №----- (21.10.2024წ.) საბაჟო დეკლარაციების რეგისტრირება, თითოეულ საბაჟო დეკლარაციაზე საფასურის გადახდილია მართლზომიერად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო ორგანოს უარი გადახდილი საფასურის ზედმეტად გადახდილად ჩათვლასა და დაბრუნებაზე შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უარი მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის კორექტირებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

17.10.2024 წელს მომჩივანმა ელექტრონული განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში წინასწარი დეკლარირების მოთხოვნით, რომელიც დამატებით წარსადგენი ინფორმაციის გამო დახარვეზდა. რაზეც მომჩივანთან გაიგზავნა 19.10.2024 წლის შეტყობინება. შეტყობინების მიღების შემდგომ, მომჩივნის მიერ 19.10.2024 წელს წარმოდგენილი ელექტრონული განცხადების საფუძველზე, დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია (19.10.2024წ.).

19.10.2024 წელს მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა ელექტრონული განცხადება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში წინასწარი დეკლარირების თაობაზე, რომლის შესაბამისად, 21.10.2024 წელს დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დარეგისტრირდა (19.10.2024წ.) და (21.10.2024 წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციები.

30.10.2024 წელს, მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის კორექტირების მოთხოვნით, მომჩივანმა განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს. განცხადებაში კორექტირების მიზეზად მიუთითა, რომ შემთხვევით დაარეგისტრირა იმპორტის წინასწარი დეკლარაცია.საბაჟო დეპარტამენტის 4.11.2024 წლის გადაწყვეტილებით, მომჩივანს, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების №108 მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის კორექტირებაზე.

საბაჟო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №25189 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო ორგანოს უარი გადახდილი საფასურის ზედმეტად გადახდილად ჩათვლასა და დაბრუნებაზე შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 32(2„ე“);