ბრძანება N 16294
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16294
22/06/2020
შპს -----
(მის.: ქ. -------)
2020 წლის 05 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 22 მაისის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს ----- ს №49112/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 04 დეკემბრის №007-389 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ საჩივრების განხილვის პროცესში გადამხდელის მიერ მოპოვებულ იქნა შედარების აქტი, სადაც დასტურდება კომპანიის მიერ მომწოდებელზე დავალიანების გადახდის ფაქტი. აღნიშნული დოკუმენტი იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო და მოგების გადასახადები არ არის სწორად დარიცხული. წარმოდგენილი შედარების აქტით მტკიცდება, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომწოდებელზე სრულად იყო გადახდილი დავალიანება და სალაროში ფულადი ნაშთი არ აღირიცხებოდა. შესაბამისად, მოთხოვნილია ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინება და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 მაისის №13660 ბრძანების შესაბამისად ჩატარებული საგადასახადო შემოწმების საფუძველზე მომჩვანს წარედგინა 2017 წლის 04 დეკემბრის №007-389 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და 2018 წლის 21 თებერვლის №3660 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების საფუძველზე მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა 2018 წლის 14 სექტემბრის №007-293 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ასევე გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და 2018 წლის 14 დეკემბრის №36011 ბრძანებით საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ პუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების შედეგებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიერ 2019 წლის 06 თებერვლს მიღებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა შეფარდებული სანქციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებია საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის კორექტირება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 11 ივლისის №007-304 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და 2019 წლის 20 სექტემბრის №32693 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება ასევე გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 12 თებერვლის №9358/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის №3/2039-20 განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს ----- ს სარჩელი, სადაც სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 თებერვლის №9358/2/2019 გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 20 სექტემბრის №32693 ბრძანების ბათილად ცნობას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა არ არის დასრულებული და სადავო საკითხის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. შესაბამისად შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დავის განახლების პირობები, რადგან დავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლოში. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი განმარტავს, რომ მოპოვებულ იქნა შედარების აქტი, რომელიც იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ მომწოდებელზე სრულად იყო გადახდილი დავალიანება და სალაროში ფულადი ნაშთი არ აღირიცხებოდა. შესაბამისად, ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებას და დამატებით სისტემურად დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში საჩივარი სსკ-ს 301-ე მუხლის „თ“ პუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გადამხდელის სარჩელი, სადაც სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში დავა არ არის დასრულებული და სადავო საკითხის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. შესაბამისად არ არსებობს სსკ-ს 308-ე მუხლით გათვალისწინებული დავის განახლების პირობები, რადგან დავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლოში. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7); 301,,თ“; 308(1)