გადაწყვეტილება №24791/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2025
№ დოკუმენტი 24791/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24791/2/2025

17 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, --- 28.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 19.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24791/2/2025).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №CAR0122749 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.08.2023 წლის №CAR0123588 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №CAR0123607 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №CAR0124359 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

5. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის №CAR0125784 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

6. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №CAR0126631 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

7. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.01.2024 წლის №CAR0127150 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

8. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის №CAR0127899 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

9. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.03.2024 წლის №CAR0129255 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

10. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №CAR0129495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

11. შემოსავლების სამსახურის 11.02.2025 წლის №2305 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი (თითოეული ოქმით 100 ლარი).

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის (წარსადგენი დეკლარაცი(ებ)ის შესახებ საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახული ინფორმაციის) შეუსრულებლობისათვის შედგენილია 19.07.2023 წლის №CAR0122749, 18.08.2023 წლის №CAR0123588, 18.09.2023 წლის №CAR0123607, 19.10.2023 წლის №CAR0124359, 17.11.2023 წლის №CAR0125784, 18.12.2023 წლის №CAR0126631, 17.01.2024 წლის №CAR0127150, 19.02.2024 წლის №CAR0127899, 18.03.2024 წლის №CAR0129255, 3.04.2024 წლის №CAR0129495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. თითოეული ოქმით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ჯამში 1 000 ლარი. აღნიშნული ოქმები 4.02.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.02.2025 წლის №2305 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 ნაწილებით, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებით, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შეწყვეტილი აქვს საქმიანობა, არის პენსიონერი და უმუშევარი. საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ, ბუღალტერს უნდა მოეწესრიგებინა საბუთები და მისი დაუდევრობის გამო, მონიშნული ყოფილა ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, რაც მისთვის უცნობი იყო და რის გამოც დაეკისრა ჯარიმა, რაც პირველი შემთხვევაა. სადავო ოქმებს 6.11.2024 წელს გაეცნო ბუღალტერი, რომელმაც აღნიშნულზე არ მიაწოდა ინფორმაცია. მისთვის ჯარიმის არსებობა ცნობილი გახდა საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდგომ. ითხოვს, დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას, ვინაიდან, დარღვევა არ იყო მიზნობრივი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.02.2025 წლის №13796-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი 19.07.2023 წლის №CAR0122749, 18.08.2023 წლის №CAR0123588, 18.09.2023 წლის №CAR0123607, 19.10.2023 წლის №CAR0124359, 17.11.2023 წლის №CAR0125784, 18.12.2023 წლის №CAR0126631, 17.01.2024 წლის №CAR0127150, 19.02.2024 წლის №CAR0127899, 18.03.2024 წლის №CAR0129255, 3.04.2024 წლის №CAR0129495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 6.11.2024 წელს. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 6.12.2024 წელი, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 4.02.2025 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, მისი განმარტებით 2023 წელს შეწყვიტა საქმიანობა და ბუღალტერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეწარმეობა გაუქმებულია, თუმცა მისთვის 22.01.2025 წელს, საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი ყადაღის და ჩამოჭრილი თანხის შედეგად, ცნობილი ხდება, რომ დაკისრებული აქვს ჯარიმა და აღნიშნულზე შედგენილია ოქმები. ამასთან, აღნიშნულის შემდგომ, 20.02.2025 წელს, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. ითხოვს აღდგეს გასაჩივრების ვადა და გაუქმდეს, ბუღალტრის დაუდევრობით გამოწვეული, მისთვის დაკისრებული ჯარიმები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტაცია ვერ გახდება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 6.11.2024 წელს. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 6.12.2024 წელი, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 4.02.2025 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტაცია ვერ გახდება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301, ე.