ბრძანება N 16046

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2025
№ დოკუმენტი 16046
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 16046

16 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- (ს/ნ -----) (მის: ქ. თბილისი)

2025 წლის 19 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 52) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 19 ივნისის N 566894 (რეგ.: N 95628/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის N 21-14/44163 შესაგებელთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. გადასახადის გადამხდელს საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ი/მ ----- (ს/ნ ------) 2025 წლის 10 ივნისის N 566045 (რეგ.: N 89882/21) მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობა წარმოშობილია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით.

ი/მ ----- (ს/ნ -----) მოთხოვნაზე „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად, 2025 წლის 16 ივნისს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა შესაგებელი N 21-14/44163 და გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) „მოთხოვნა“ წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ამ თავის მიზნებისთვის ითვლება, რომ „მოთხოვნა“ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ის წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (www.rs.ge) ან/და დაინტერესებული შესაბამისი პირის განცხადება (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა) მიღებულია და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (www.rs.ge) რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ;

ბ) გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში);

გ) „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) „მოთხოვნაში“ არ არის განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი;

ე) შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი);

ვ) ამ ინსტრუქციის 132 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელმა მოითხოვა ექსპორტზე გატანილი საქონლის ღირებულების 18%-ზე მეტი ოდენობით ზედმეტად გადახდილი თანხა;

ზ) მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო ორგანოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიმართვისას, გადამხდელი ამავე ფორმით თანხმობას განაცხადებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე, აღნიშნულ სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხებთან დაკავშირებით. ამასთან, ამ ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში გადასახადის გადამხდელის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში კი გაეგზავნება შესაგებელი);

თ) გადამხდელმა მოითხოვა დეკლარაციის წარდგენის გადავადება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად (გადავადების პერიოდში გადავადებული საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენამდე);

ი) „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება;

კ) გადამხდელის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი საგადასახადო ორგანოა) ან/და გადამხდელი იმყოფება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში;

ლ) „მოთხოვნა“ მოიცავს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის N 21655 ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით შესამცირებლად გაანგარიშებული ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით შესასწავლ დეკლარაციაში შესამცირებლად გაანგარიშებულ (ზედმეტად გადახდილ) თანხას და მიღებულია გადაწყვეტილება დეკლარაციის საგადასახადო შემოწმების თაობაზე;

მ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

 

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ი/მ ----- 2023 წლის აპრილიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. 2024 წელს ი/მ ----- მიერ გაწეული მომსახურეობა საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა როგორც საქართველოში, ასევე ბელორუსის რესპუბლიკაში. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვდა 2024 წელს საქართველოში მცირე ბიზნესის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხის დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საპასუხოდ, 2025 წლის 16 ივნისს, შედგა შესაგებელი (N 21-14/44163), რომლის მიხედვითაც, გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ 135 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან, მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატებოდა დასკვნის შედგენის დღისათვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალურ მეწარმის მიერ გაწეული მომსახურეობა როგორც საქართველოში, ასევე ----- რესპუბლიკაში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადამხდელმა მოითხოვა 2024 წელს საქართველოში მცირე ბიზნესის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხის დაბრუნება. რაზედაც ეთქვა უარი ვინაიდან, მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატებოდა დასკვნის შედგენის დღისათვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას. გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63-ე მუხლის პირველი ნაწილი.