ბრძანება N 13388
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13388
24 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 28 აპრილის, 29 აპრილის და 30 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 მაისის და 12 ივნისის სხდომებზე (ოქმი №39 და №48) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 28 აპრილის №64481/21, 29 აპრილის №95355/1/2025 და 30 მაისის №95968/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №021-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული ავანსების და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას. მიუთითებს, რომ კომპანია ახორციელებს ტროპიკული ხილით საბითუმო ვაჭრობას, რომლებსაც ყიდულობს სხვადასხვა ქვეყანაში და აწვდის უკრაინასა და სხვა ევროპის ქვეყნებს. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მომწოდებლებისთვის წინასწარ ხდება თანხების გადახდა, რათა სეზონზე მოხდეს პროდუქტის შენახვა და შემდგომში მიწოდება. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის დასაბუთებული სამეურნეო ოპერაციის ცვლილების ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ასპექტები, ასევე, მხარეებს შორის არც ურთიერთდამოკიდებულება იკვეთება, რაც გავლენას იქონიებდა სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტზე, შესაბამისად, მიაჩნია, რომ არამართლზომიერია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება. აღნიშნავს, რომ თანხების დარიცხვისას შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებია ავანსად გადარიცხული ის თანხები, რომლებიც შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ შემცირდა. მიუთითებს, რომ თანხების დიდი ნაწილი 2023 წლის განმავლობაში მცირდება, ასევე ხდება ახალი ავანსების გადარიცხვა. ამასთან, მიუთითებს, რომ ზოგიერთი არარეზიდენტი პირი წარმოადგენს როგორც დებიტორს, ასევე კრედიტორს, შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთვალდებულებების ნაწილიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, რაც გავლენას ახდენს დასაბეგრი ბაზის ოდენობაზე. ასევე, საჩივრებზე დანართის სახით წარმოადგენს შედარების აქტებს, საბაჟო დოკუმენტაციას, ინვოისებს და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7284 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7284 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 18 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები ჯამში 2 683 574 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 1 789 049 ლარი, ჯარიმა 894 525 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 24 მარტის №021-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებში), საბაჟო დეკლარაციები და გადაანგარიშებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები. წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან გადახდილი ავანსების ნაწილი, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. შემოწმების მიერ ავანსად გადარიცხული 12 351 964 ლარიდან გაინაშთა 10 137 949 ლარის ავანსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები და გადაანგარიშებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან გადახდილი ავანსების ნაწილი, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, შემოწმების მიერ ავანსად გადარიცხული 12 351 964 ლარიდან გაინაშთა 10 137 949 ლარის ავანსი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მოგების გადასახადით დაიბეგრა 2020 წელს არარეზიდენტ პირებზე გადარიცხული ავანსები, ხოლო გადამხდელის განმარტებით დაბეგრილი ავანსების ნაწილი გაინაშთა 2023 წლის პირველი მაისის შემდგომ პერიოდებში საქონლის მიწოდებით. გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებით და ინვოისებით არ დასტურდება ოპერაციის განხორციელების ფაქტი, კერძოდ, გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციების ნაწილი ეკუთვნის შესამოწმებელ პერიოდს და შესაბამისად, აღნიშნული გათვალისწინებულია გადაანგარიშების პროცესში, ხოლო ინვოისების დანარჩენ ნაწილში მითითებულია, რომ მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას კომპანია გადაიხდიდა საქონლის მიწოდების შემდგომ, აქედან გამომდინარე, აღნიშნული არ ეკუთვნის საავანსო თანხებს. ამასთან, წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციის ნაწილი ეკუთვნის შემოწმების შემდგომ პერიოდს, თუმცა დეკლარაციებში არ ფიქსირდება ის პირები, რომელთა მიმართ გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს ავანსები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება გადახდილი ავანსების საქონლით განაშთვის ფაქტი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული ავანსების და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მოგების გადასახადით დაიბეგრა 2020 წელს არარეზიდენტ პირებზე გადარიცხული ავანსები, ხოლო გადამხდელის განმარტებით დაბეგრილი ავანსების ნაწილი გაინაშთა 2023 წლის პირველი მაისის შემდგომ პერიოდებში საქონლის მიწოდებით. გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებით და ინვოისებით არ დასტურდება ოპერაციის განხორციელების ფაქტი, კერძოდ, გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციების ნაწილი ეკუთვნის შესამოწმებელ პერიოდს და შესაბამისად, აღნიშნული გათვალისწინებულია გადაანგარიშების პროცესში, ხოლო ინვოისების დანარჩენ ნაწილში მითითებულია, რომ მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას კომპანია გადაიხდიდა საქონლის მიწოდების შემდგომ, აქედან გამომდინარე, აღნიშნული არ ეკუთვნის საავანსო თანხებს. ამასთან, წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციის ნაწილი ეკუთვნის შემოწმების შემდგომ პერიოდს, თუმცა დეკლარაციებში არ ფიქსირდება ის პირები, რომელთა მიმართ გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს ავანსები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება გადახდილი ავანსების საქონლით განაშთვის ფაქტი.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)