ბრძანება N 2297
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2297
05 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 27 აგვისტოს და 2026 წლის 21 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 დეკემბერს და 2026 წლის 23 იანვარს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №107, №6) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 დეკემბრის №26154/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 27 აგვისტოს №135819/21-11 საჩივარი და შემოსავლების სამსახურში დამატებით წარმოდგენილი 2026 წლის 21 იანვრის №100136/1/2026 და №100140/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №039-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და მიუთითებს იმავე არგუმენტებზე, რაც თავდაპირველ საჩივარში ჰქონდა წარმოდგენილი, კერძოდ:
1. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის კომპანიას უკვე შესრულებული ჰქონდა რეკომენდაცია სმფ-ების დანაკლისად დაბეგვრასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2024 წლის 25 ივნისს შემოწმების დანიშვნის მიუხედავად, კომპანიამ ინვენტარიზაცია დაასრულა 2024 წლის 3 ივლისს, გამოიანგარიშა სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ფასი, რომელიც დაბეგრა ივნისის თვის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში 2024 წლის 7 ივლისს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა დეკლარირებული სმფ-ების დანაკლისი და აღნიშნული საქონელი ხელმეორედ დაუქვემდებარა დაბეგვრას, როგორც წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებული. აღნიშნავს, რომ გამოვლენილი დანაკლისი მიწოდებად ითვლება მისი გამოვლენის მომენტში და არ არსებობს მტკიცებულება ან არგუმენტი, რომ სმფ-ების რეალიზაცია წარსულ პერიოდში განხორციელდა. აგრეთვე, მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდი უნდა გაზრდილიყო ყველა საკითხთან მიმართებით და მომხდარიყო დეკლარირებული დანაკლისის გათვალისწინებაც.
2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და აცხადებს, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ორისში“, სადაც აღრიცხულია სრული ბუღალტრული გატარებები, დოკუმენტური რეალიზაციები და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული ცხრილები. ასევე, არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და მიუთითებს, რომ შემოწმების აქტით ვერ დგინდება გაანგარიშებული ფასნამატები საქონლის კატეგორიებისა და ჯგუფების მიხედვით.
3. ასევე, დაზუსტებულ საჩივარში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დასკვნის გამოცემისას გამოყენებული იქნა არასწორი მეთოდი და სმფ-ების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 2024 წლის ივნისის თვეში გადამხდელის მიერ დეკლარირებული რეალიზაციის თვითღირებულებაც. მომჩივანი ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აპრილის №7082 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №039-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 4 და 18 მარტის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აპრილის №7082 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 5 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 24 569 ლარი, მ.შ. გადასახადი 16 378 ლარი და ჯარიმა 8 191 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 9 ივნისის №039-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23113 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 5 დეკემბრის №26154/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23113 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 დეკემბრის №26154/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:
„მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიას მანამდე ჰყავდა სხვა წარმომადგენელი, რომელთანაც მოხდა შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვაზე დასასწრებად კომუნიკაცია, რომელიც არ გამოცხადდა შემოსავლების სამსახურში საჩივრის ზეპირ განხილვაზე, მას არ მიეცა შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურში დასწრებოდა საჩივრის განხილვას, მოითხოვა მისი მონაწილეობით მოხდეს შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას. კერძოდ, გადაანგარიშების მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სმფ-ების ნაშთად დაფიქსირებულ იქნა 23 944 ლარი ნაცვლად 4 367 ლარისა, რამაც გამოიწვია დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად მოხდა გადაანგარიშება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთად დაფიქსირებულ იქნა 23 944 ლარი, ნაცვლად 4 367 ლარისა, რამაც გამოიწვია დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.
ხოლო, რაც შეეხება სმფ-ების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს 2024 წლის ივნისის თვეში გადამხდელის მიერ დეკლარირებული რეალიზაციის თვითღირებულების გათვალისწინებას და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციის მოხსნას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 2025 წლის 14 აპრილის №7082 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ასევე, ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გამხდარა და შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხების დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დეკლარირებული სმფ-ების დანაკლისის დაბეგვრა.
2. საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა.
3. ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად მოხდა გადაანგარიშება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთად დაფიქსირებულ იქნა 23 944 ლარი, ნაცვლად 4 367 ლარისა, რამაც გამოიწვია დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.
ხოლო, რაც შეეხება სმფ-ების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს 2024 წლის ივნისის თვეში გადამხდელის მიერ დეკლარირებული რეალიზაციის თვითღირებულების გათვალისწინებას და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციის მოხსნას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 2025 წლის 14 აპრილის №7082 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ასევე, ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გამხდარა და შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხების დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)