ბრძანება N 27537
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27537
16 დეკემბერი 2025
ბრძანება
ი/მ "------" (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2025 წლის 17 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") №26180/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №021-114 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და განმარტავს, რომ სასტუმრო საქმიანობის გარდა ტურისტებს ემსახურება ტაქსით/მიკრო ავტობუსით და უწევს გიდობას ქვეყნის შიგნით, მეუღლისა და მამამთილის დახმარებით. აღნიშნული სერვისის პროცენტული წილი მთელ მის საქმიანობაში დაახლოებით შეადგენს 40%-ს, თუმცა შემოწმებას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ გაუთვალისწინებია ტაქსით/მიკრო ავტობუსით გაწეული მომსახურება, რომელიც შესულია მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხაში. ამასთან, სასტუმროს მომსახურებაში, ასევე, შედის დილის საუზმე, რომელსაც იღებს ვიზიტორი.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას და განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში სასტუმროს რემონტისა და კვებითი მომსახურებისთვის გასწია ხარჯი, თუმცა აღნიშნულს დღგ-ის ჩათვლაში მონაწილეობა არ მიუღია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 აგვისტოს №18067 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ივლისის №021-75 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 21 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 აგვისტოს №18067 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 21 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 13 373 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 31 ოქტომბრის №021-114 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე დამატებით განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლა, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხამ სულ შეადგინა 10 699 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარე საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით დარიცხული დღგ შემცირდა სულ 10 699 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლის შედეგად გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს სალდირებულად შეუმცირდა შემოწმების მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. აგრეთვე, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.
2. გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე დამატებით განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლა, რის შედეგადაც სსკ-ის 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხამ სულ შეადგინა 10 699 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარე საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით დარიცხული დღგ შემცირდა სულ 10 699 ლარით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).