ბრძანება N 14800
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14800
05/06/2020
ი/მ -----
(მის: ქ. ------- )
2020 წლის 08 მაისის
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ----- ს №78564/01 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს მის ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე (------), ი/მ ----- ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული 2018 წლის 18 მაისის №005-6948 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინების გაუქმებას.
აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 21 მაისის სხდომაზე (ოქმი №31).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ 2007 წლის 11 ივნისს შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება -----, სახელმწიფო №---- ----- ის მინდობილი პირის ----- საგან. ვინაიდან იმ პერიოდისათვის გენერალური მინდობილობა იყო ავტომობილის გასხვისების ყველაზე გავრცელებული ფორმა, თავადაც ასეთი ფორმით შეიძინა ავტომობილი. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ვადით იყო განუსაზღვრელი. ამასთან, უფლებამოსილი იყო სრულად განეკარგა ავტომანქანა შეუზღუდავად, კერძოდ: გაეფორმებინა საკუთარ სახელზე, გაესხვისებინა, გაეცვალა და ა.შ.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც ირიცხება ----- ზე, მისი ვალდებულებების გამო ყველა შეზღუდვა და მათ შორის საგადასახადო გირავნობაც გავრცელდა აღნიშნულ ავტომობილზე, რითაც შეიზღუდა გაეფორმებინა მანქანა თავის სახელზე. სატრანსპორტო საშუალებაზე ყველა შეზღუდვის მოსახსნელად, მისი 2007 წელს შეძენის და ფაქტობრივი მესაკუთრეობის დასამტკიცებლად, მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/424-19) ცნო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.
აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ზემოაღნიშნულ ავტომობილზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ი/მ ----- ს 2018 წლის 18 მაისის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 141,25 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად ი/მ ----- ს მთელ ქონებაზე 2018 წლის 18 მაისის №005-6948 შეტყობინებით დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. აღნიშნული შეტყობინება გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2018 წლის 20 მაისს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2018 წლის 22 მაისს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, ი/მ ----- ს საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე (----- სახ. №-----) გავრცელდა ი/მ ----- ს მთელ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ,,თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად“.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/424-19), სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ (------- მა) თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2007 წელს შეიძინა სატრანსპორტო საშუალება (-----, სახ. №-----) --------საგან, რომელიც აღნიშნული პერიოდისათვის იყო ------ ის მინდობილი პირი. მომჩივანმა ------ის მინდობილ პირს ------- ს მანქანის შესაძენად გადაუხადა 7 000 ლარი, მხარეებმა გააფორმეს მინდობილობა ავტომანქანის განკარგვის უფლებით, რის შემდეგ ------ ი გახდა ავტომანქანის ფაქტობრივი მფლობელი. როდესაც მოსარჩელემ ავტომანქანის თავის სახელზე გაფორმება გადაწყვიტა (2019 წლის 23 მაისი) აღმოაჩინა, რომ ------- ს ქონება იყო დაყადაღებული.
სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მოსარჩელე ------ ცნო სატრანსპორტო საშუალების (-------, სახ. №------) მესაკუთრედ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ი/მ ----- ს სატრანსპორტო საშუალებაზე (-------, სახ. №------) ი/მ------ ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ი/მ ----- ს ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე (-------, სახ. №-----), ი/მ ----- ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
3. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი განმარტავს, რომ ავტომობილი შეიძინა მინდობილობით. ვიანიდან სატრანსპორტო საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ ირიცხება თავდაპირველ მესაკუთრეზე, მისი ვალდებულებების გამო საგადასახადო გირავნობა გავრცელდა აღნიშნულ ავტომობილზეც, რითაც შეიზღუდა გაეფორმებინა მანქანა თავის სახელზე.
მომჩივანი ითხოვს ავტომობილზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ავტომობილის თავდაპირველ მესაკუთრეს პირადი აღრიცხვის ბარათებზე ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე სსკ-ს 239-ე მუხლის თანახმად მის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. მათ შორის მომჩივანის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა გაუქმდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239