გადაწყვეტილება №26222/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.12.2025
№ დოკუმენტი 26222/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26222/2/2025

09 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ -------ძე (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----ძის 27.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26222/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 ივლისის №071-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 სექტემბრის №20427 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 252 381.07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 96 688

დღგ - 43 698

საშემოსავლო გადასახადი - 52 990

ჯარიმა - 44 754

საურავი - 110 939.07

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 სექტემბრის №40258 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანება და №071-5 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 268 650.40 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

აღნიშნული ბრძანება 30.03.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2023 წლის 5 მაისის №19269/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ------ საქალაქო სასამართლოში.

---- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის №3/319-2023 გადაწყვეტილებით მეწარმის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანება 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის თაობაზე გადასახადის გადამხდელის საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის №19269/2/2023 გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანების ძალაში დატოვების და საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში და დაევალა შემოსავლების სამსახურს განახორციელოს მეწარმის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის №ბს-567(2კ-24) განჩინებით.

სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა არსებითად განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა, საბაჟო დეპარტამენტიდან დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების (სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები, მასთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა) გამოთხოვა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანება 4.08.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 12.09.2025 წლის №25575/2/2025 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნა, 15.07.2025 წლის №15948 ბრძანება და №071-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 48 287 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 252 381.07 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 17 სექტემბრის №20427 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, 2012 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის გათვალისწინებით, მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებულ საბაჟო ოპერაციებზე დარიცხული დღგ გადაანგარიშებით დაემატა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს. ვინაიდან ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა შემოწმების აქტით გათვალისწინებული იყო გამოსაქვით ხარჯებში, მიმდინარე გადაანგარიშების პროცესში ჩათვლილი დღგ-ის თანხით შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. გადამხდელს ასევე გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, შესწავლილ იქნა 2018 წლის 21 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ჯარიმის თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხული გადასახადები ეყრდნობა 2015 წელს გამოცემულ იმ საგადასახადო მოთხოვნას, ბრძანებას და შემოწმების აქტს, რომლის ადრესატისთვის ჩაბარება სამივე ინსტანციის სასამართლომ არ ცნო კანონიერად. შესაბამისად, ამ აქტების გამოყენება არ არის კანონიერი. ზემოთხსენებული ადმინისტრაციული აქტების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას მოყვება შედეგი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ამ საკითხზე იმსჯელა ----- საქალაქო სასამართლომ, ---- სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მათ დაადგინეს, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჩაბარებია 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახდო მოთხოვნა, №22078 ბრძანება და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი. შესაბამისად, ამ აქტების საფუძველზე დარიცხული გადასახადების გადახდის მოთხოვნა არ არის კანონიერი და საფუძვლიანი. 2025 წლის 15 ივლისის №071-9 საგადასახადო მოთხოვნა, №15948 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №318/2 საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნა ემყარება ზემოთხსენებულ ადმინისტრაციულ აქტებს. შესაბამისად, მათ არ აქვთ კანონიერი საფუძველი, ვინაიდან სასამართლოებმა მათი კანონით დადგენილი წესით მომჩივნისთვის ჩაბარება არ ცნო კანონიერად.

გარდა ამისა, არსებობს კანონით დადგენილი სხვა საფუძველი, რაც ზემოთხსენებული ბრძანების და საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილია საგადასახადო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დგინდება, რომ - „ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით,დღეებით, ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს“. ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ - „ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან“.

კანონის ზემოთხსენებული მოთხოვნები ვრცელდება იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, როცა საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება კონკრეტული სუბიექტის მიმართ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ედავებიან 2008-2010 წლების მონაცემებს, რომელთა მიმართ საგადასახადო მოთხოვნის წარმოშობიდან გასულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ყველა ქმედება მისი ბათილობის საფუძველია. აღნიშნული ვადის გასვლის ფაქტი სახეზეა, რადგან ის გამოცემულია 2025 წელს, რის გამოც ითხოვდა ბათილად ეცნოთ 2025 წლის 15 ივლისის №071-9 საგადასახადო მოთხოვნა, №15948 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №318/2 საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნა და მათი შედეგები და სრულად გათავისუფლებულიყო დაკისრებული თანხების გადახდისგან.

ის გარემოება, რომ 2025 წლის 15 ივლისის №071-9 საგადასახადო მოთხოვნა, №15948 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №318/2 საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნა ემყარება 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახდო მოთხოვნას, №22078 ბრძანებას და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტს, რომელთა მეწარმისთვის ჩაბარება საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ ცნო უკანონოდ, ნიშნავს იმას, რომ ისინი ადრესატს არ ჩაბარებია. შესაბამისად, ისინი არ არის იურიდიული შედეგების მომტანი, რადგან ამ შედეგს მხოლოდ ადრესატისთვის მათი კანონით დადგენილი წესით ჩაბარება იწვევს.

უმნიშვნელოვანესი გარემოებაა, რომ 2025 წლის 15 ივლისისთვის გასული იყო საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით დადგენილი ხანდაზმულობის 6 (ექვს) წლიანი ვადა.

ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 სექტემბრის №20427 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა, საბაჟო დეპარტამენტიდან დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების (სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები, მასთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა) გამოთხოვა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები. 2012 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის გათვალისწინებით, მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებულ საბაჟო ოპერაციებზე დარიცხული დღგ გადაანგარიშებით დაემატა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს. ვინაიდან ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა შემოწმების აქტით გათვალისწინებული იყო გამოსაქვით ხარჯებში, მიმდინარე გადაანგარიშების პროცესში ჩათვლილი დღგ-ის თანხით შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. ამასთან, გადაანგარიშებაში გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, შესწავლილ იქნა 2018 წლის 21 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ჯარიმის თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 48 287 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 17 626 ლარი და ჯარიმა - 30 661 ლარი.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა მეწარმის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში. ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №10748 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №40258 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №22078 ბრძანება და №071-5 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 268 650.40 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №5915 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №19269/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოში.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/319-2023 გადაწყვეტილებით მეწარმის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის №5915 ბრძანება №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, №22078 ბრძანების და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის თაობაზე გადასახადის გადამხდელის საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №19269/2/2023 გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის №5915 ბრძანების ძალაში დატოვების და საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, №22078 ბრძანების და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში და დაევალა შემოსავლების სამსახურს განახორციელოს მეწარმის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, №22078 ბრძანების და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში.სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის №ბს-567(2კ-24) განჩინებით.

სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა არსებითად განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის №071-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და №10748 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი.დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა, საბაჟო დეპარტამენტიდან დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.ასევე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №10748 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №25575/2/2025 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.შემოსავლების სამსახურის №10748 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №15948 ბრძანება და №071-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 48 287 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 252 381.07 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №20427 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: