ბრძანება N 602

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.01.2026
№ დოკუმენტი 602
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 602

21 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------)

2025 წლის 24 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) №99577/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №EL301661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ---- სახაზო ბორანით ჩამოვიდა სატვირთო, რომელსაც ტვირთმფლობელის წარმომადგენლის (ტვირთის აგენტის) წარდგენილ გადმოტვირთვის სატვირთო დოკუმენტაციაში არასწორად იყო მითითებული ინფორმაცია. ტვირთის გასაფორმებლად საბაჟო გამშვები პუნქტი „------ პორტები და -----“ საბაჟომ მოითხოვა ზემოხსენებულ სატვირთო დოკუმენტაციაში კორექტირება, მაგრამ უარი განაცხადა კორექტირების წერილზე ტვირთის აგენტისგან და მოითხოვა გემის აგენტის კორექტირების წერილი. იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო ტვირთის დაყოვნება, ტვირთის აგენტის თხოვნით და მათ მიერ ტვირთზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანია იძულებული გახდა მიემართა საბაჟოსთვის კორექტირების წერილით, სადაც აღნიშნა, რომ კომპანია მოქმედებს მხოლოდ როგორც გემის აგენტი.

მომჩივნის მოსაზრებით, კანონმდებლობის პოტენციური დამრღვევი იდენტიფიცირებულია არასწორად, ვინაიდან ინფორმაციის (სატვირთო მანიფესტის) წარმდგენელი საბაჟოსთვის არ იყო გემის აგენტი - შპს „----“, რასაც ადასტურებს საქართველოს ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის (----) ნებართვების ისტორიაც, სადაც ჩანს რომ გადმოტვირთვის დოკუმენტაცია (მოიცავს მანიფესტს და კონოსამენტებს) გადაცემული და წარდგენილია ტვირთის აგენტის მიერ - კომპანია შპს „----- “ და ტვირთზე საბაჟოს ნებართვაც მათზეა გაცემული. გემთმფლობელის ან მისი წარმომადგენლების მიზეზით არ არის გამოწვეული ამ ტიპის ხარვეზები, ვინაიდან საკონტეინერო გადაზიდვების ანალოგიურად, საბორნე გადაზიდვების დროს მიღებულ სატვირთო ავტომანქანა თუ, კონტეინერში ჩატვირთული ტვირთის რაოდენობა, წონა, ნაირსახეობა და სხვა მონაცემები მოწოდებულია ტვირთმფლობელის მიერ. შესაბამისად, სატვირთო მანიფესტი და კონოსამენტები ფორმდება მათზე დაყრდნობით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 13 ნოემბერს, ----- პორტში საბორნე ტრანსპორტით „-------“ (------) შემოტანილ იქნა დატვირთული -------ის მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (ტრანზიტული ნომრით -------).

გემის აგენტის/სააგენტო კომპანიის – შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში ასახული და სატვირთო მანიფესტის 34-ე პოზიციაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია მხოლოდ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შესახებ. საქონლის ზოგადი დეკლარირებისას დეკლარანტის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით (მათ შორის გამომგზავნი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციით) გამოირკვა, რომ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად ასევე შემოტანილი იყო ტვირთი (დანადგარი სერიული ნომერი ------, წონა 2750 კგ და დამხმარე კონსტრუქცია, წონა 150 კგ), რაც, მოგვიანებით, წერილობით ასევე დადასტურებულ იქნა გემის აგენტის/სააგენტო კომპანიის მიერ.

იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის მიერ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია კანონმდებლობით, აღნიშნული წარმოადგენს მის მუდმივ ვალდებულებას და არ საჭიროებს დამატებით საბაჟო ორგანოს მიერ ინდივიდუალურ შემთხვევებში მოთხოვნას, შპს „-----“ ქმედება ჩაითვალა საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევად. შესაბამისად, 2025 წლის 24 ნოემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის „------ პორტები და -----“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL301661 საბაჟო სამართალდარვევის ოქმი, რომლითაც შპს „------“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (ვინაიდან აღნიშნული ქმედება ჩადენილი იყო წინა იგივე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში) და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

რეალურ მონაცემებთან შესაბამისი ინფორმაცია სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის – შპს „-----" მიერ მოწოდებულ იქნა კორექტირებული დოკუმენტაცია წერილობითი ფორმით (წერილი №-----).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის განხორციელებაში ან რომელსაც ეხება საბაჟო კონტროლი, ვალდებულია საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და სხვა ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

ამავე საკანონმდებლო აქტის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ოპერატორმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდის, საბაჟო ორგანოს ამ ხომალდის შემოსვლის შესახებ უნდა შეატყობინოს მისი შემოსვლისთანავე.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საზღვაო ხომალდის ოპერატორი/აგენტი/კაპიტანი ვალდებულია, საქართველოს საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ხომალდის შემოსვლამდე საბაჟო ორგანოს წარუდგინოს:

ა.ა) გენერალური დეკლარაცია;

ა.ბ) დეკლარაცია ტვირთის შესახებ;

ა.გ) დეკლარაცია გემის მარაგის შესახებ;

ა.დ) დეკლარაცია ეკიპაჟის პირადი ნივთების შესახებ;

ა.ე) ეკიპაჟის განრიგი;

ა.ვ) მგზავრთა სია;

ა.ზ) დეკლარაცია სახიფათო ტვირთების შესახებ;

ა.თ) შეტყობინება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა.თ.ა) საზღვაო ხომალდის დასახელება და დროშა;

ა.თ.ბ) საზღვაო ხომალდის IMO ნომერი;

ა.თ.გ) საზღვაო ხომალდის მფლობელის დასახელება;

ა.თ.დ) გამოსვლის ნავსადგური (ბოლო ნავსადგური, რომელშიც შევიდა, რეწვის რაიონი);

ა.თ.ე) მგზავრთა რაოდენობა;

ა.თ.ვ) ტვირთმიმღების და ტვირთგამგზავნის დასახელება/სახელი და საკონტაქტო მონაცემები;

ა.თ.ზ) მოთხოვნილება საწვავზე (ბუნკერი), სასმელ წყალზე, მომარაგებაზე, დამხმარე ოპერაციებზე.

ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია ზემოთ მითითებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვადა, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარედგინება:

ა) მინიმუმ 24 საათით ადრე ნავსადგურში შესვლამდე, ან

ბ) თუ საზღვაო ხომალდის გამოსვლის ნავსადგურიდან საქართველოს ნავსადგურამდე დარჩენილია 24 საათზე ნაკლები, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ან

გ) თუ წინასწარ უცნობია ჩასვლის ნავსადგური ან შეიცვალა უშუალოდ მოძრაობის პერიოდში აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე.

საქართველოს საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლის 51 ნაწილის, 781 მუხლის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სანავსადგურო მომსახურების მისაღებად საქართველოს ნავსადგურებში ფუნქციონირებს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა (ტექნიკური პლატფორმა, რომელიც ეროვნულ დონეზე ფუნქციონირებს და იძლევა სანაოსნო, ადმინისტრაციული და საოპერაციო ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, დამუშავებისა და გაგზავნის საშუალებას, რაც მოიცავს დაშვების დონის ფარგლებში მინიჭებული უფლების (უფლებების) მართვას, შეტყობინების ჰარმონიზებულ და მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისებს, რომლებიც უზრუნველყოფს განმცხადებელთან მის კომუნიკაციას და განმცხადებლის მიერ ანგარიშგების ვალდებულების შესრულებას. ეს ტექნიკური პლატფორმა უზრუნველყოფს აგრეთვე კომპეტენტურ ორგანოთა სისტემებთან კავშირს და შესაბამისი მონაცემთა ბაზების ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ხელმისაწვდომობას, რაც იძლევა საშუალებას, საქართველოს კანონმდებლობის ესაბამისად მიღებულ იქნეს შეტყობინებები იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს განმცხადებელთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე ამ სისტემებით შეტყობინების მიღების სხვა საშუალებებთან კავშირის დამყარება), რომლითაც განმცხადებელი (ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სააგენტო კომპანია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ანგარიშგებას და პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებისთვის, აგრეთვე მისი სისწორისა და განახლებისთვის) ასრულებს ანგარიშგების ვალდებულებას (ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისად დანიშნულების ნავსადგურისთვის არის დადგენილი).

განმცხადებელს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მხოლოდ ერთხელ, გემის ნავსადგურში შესვლისას, აგრეთვე გემის ნავსადგურიდან გასვლისას.

ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სააგენტო კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გემის შესახებ მონაცემების საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდება. სააგენტო კომპანია პასუხისმგებელია ამ მონაცემთა სისწორისთვის, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში მისი განახლებისთვის.

დასახელებული კოდექსის 781 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტო კომპანია არის პირი, რომელიც გემთმფლობელის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და გემთმფლობელის სახელით, ნავსადგურთან შეთანხმებით, გემის კაპიტნის მოთხოვნის შესაბამისად ორგანიზებას უწევს სანავსადგურო მომსახურების გაწევას და გემის ნავსადგურში შესვლასა და ნავსადგურიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესს (მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ორგანოებისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებას), აგრეთვე ტვირთის გაცემასა და მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

„საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის №371 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებელი ვალდებულია:

ა) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში შეიტანოს ზუსტი ინფორმაცია, ამ წესის დანართ №1-ის შესაბამისად;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში განაახლოს ინფორმაცია მასში ცვლილების შეტანის გზით;

გ) ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის ასახვა არ მოხდა საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლის ანდა საბაჟო ფორმალობების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის წარუდგენლობა – იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის მიერ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია კანონმდებლობით, აღნიშნული წარმოადგენს მის მუდმივ ვალდებულებას და არ საჭიროებს დამატებით საბაჟო ორგანოს მიერ ინდივიდუალურ შემთხვევებში მოთხოვნას.

დადგენილია ასევე, რომ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მეშვეობით საბაჟო ორგანოსთვის არ იყო მოწოდებული არსებული ტვირთის შესახებ ინფორმაცია, რაც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რეალურ მონაცემებთან შესაბამისი ინფორმაცია სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის – შპს „-----“ მიერ მოწოდებულ იქნა კორექტირებული დოკუმენტაცია წერილობითი ფორმით (წერილი №------).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ პორტში საბორნე ტრანსპორტით შემოტანილ იქნა დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება. შპს -ს მიერ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში ასახული და სატვირთო მანიფესტის 34-ე პოზიციაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია მხოლოდ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შესახებ. საქონლის ზოგადი დეკლარირებისას, წარდგენილი დოკუმენტებით გამოირკვა, რომ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად ასევე შემოტანილი იყო ტვირთი (დანადგარი, და დამხმარე კონსტრუქცია), რაც, მოგვიანებით, წერილობით ასევე დადასტურებულ იქნა გემის აგენტის/სააგენტო კომპანიის მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ შპს-ს მიერ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია კანონმდებლობით, აღნიშნული წარმოადგენს მის მუდმივ ვალდებულებას და არ საჭიროებს დამატებით საბაჟო ორგანოს მიერ ინდივიდუალურ შემთხვევებში მოთხოვნას, შპს „-ს ქმედება ჩაითვალა საქართველოს საბაჟო სამართალდარღვევად. შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა ოქმი, რომლითაც შპს-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა (ვინაიდან აღნიშნული ქმედება ჩადენილი იყო წინა იგივე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში) და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

13;69;163;178

„საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის №371 დადგენილება