ბრძანება N 13740
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13740
16.06.2023
--------- (პ/ნ --------)
(მის: -------------)
2023 წლის 5 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი №66), განიხილა ------- (პ/ნ ---------) №95481/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 3 ივნისის №69601/310961 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, არ იცოდა 30 კგ-ზე მეტი პროდუქტის შემოტანისას თუ დაიბეგრებოდა და აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 3 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში შემოვიდა ------, რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: კვების პროდუქტები – საერთო წონით 128 კგ, პირსახოცი და თეთრეული – საერთო წონით 19,2 კგ და გადასაფარებელი – 3 ცალი.
ვინაიდან, ------ მიერ შემოტანილი კვების პროდუქტების (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია – 1905) საერთო წონა აღემატებოდა 30 კგ-ს, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე – 97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი (პირსახოცი; თეთრეული; გადასაფარებელი) რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად, მითითებულ საქონელზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაექვემდებარა გაფორმებას. გამომდინარე აქედან, 2023 წლის 3 ივნისს დარეგისტრირდა №69601/310961 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლის მიხედვითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1 337,219 ლარი, ხოლო ---------ს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 376.4 ლარი (იმპორტის გადასახადი – 115 ლარი; დღგ – 261.4 ლარი).
ამასთან, --------- არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი) შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად.
-------- პირველად არ გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე (2022 წლის 15 იანვრიდან 2023 წლის 3 ივნისამდე პერიოდში 52 გასვლა – შესვლა) და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო ფორმალობები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებისა და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
ამავე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ „30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანამხმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ამავე მუხლით დადგენილია, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
დადგენილია, რომ 2023 წლის 3 ივნისს ---------- მიერ შემოტანილი საქონელი რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად და მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №69601/310961 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. --------- (პ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორის განმარტებით, არ იცოდა 30 კგ-ზე მეტი პროდუქტის შემოტანისას თუ დაიბეგრებოდა და აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 3 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანი, რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: კვების პროდუქტები – საერთო წონით 128 კგ, პირსახოცი და თეთრეული – საერთო წონით 19,2 კგ და გადასაფარებელი – 3 ცალი. ვინაიდან, მომჩივანის მიერ შემოტანილი კვების პროდუქტების (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია – 1905) საერთო წონა აღემატებოდა 30 კგ-ს, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე – 97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი (პირსახოცი; თეთრეული; გადასაფარებელი) რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად, მითითებულ საქონელზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაექვემდებარა გაფორმებას. გამომდინარე აქედან, 2023 წლის 3 ივნისს დარეგისტრირდა №69601/310961 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლის მიხედვითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1 337,219 ლარი, ხოლო თამარ გოგილავას იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 376.4 ლარი (იმპორტის გადასახადი – 115 ლარი; დღგ – 261.4 ლარი).
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი) შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანი პირველად არ გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე (2022 წლის 15 იანვრიდან 2023 წლის 3 ივნისამდე პერიოდში 52 გასვლა – შესვლა) და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო ფორმალობები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №69601/310961 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199"დ.ა""დ.ბ", 309(132), 60.