ბრძანება N 33426
📄 სრული ტექსტი
N 33426
28 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ"-----"-ს (ს/ნ "-----")
(ფაქტ. მის.:"-----")
2023 წლის 2 მაისის და 14 დეკემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ "-----"-ს (ს/ნ "-----") №80694/1/2023 და 2023 წლის 14 დეკემბერს წარმოდგენილი №213083/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №006-128 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობას:
1. მომჩივანი აცხადებს, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის №100513 ლიცენზიით გათვალისწინებული მოპოვება და კუთვნილი მოსაკრებლის დეკლარირება სრულად ჰქონდა განხორციელებული შესამოწმებელ პერიოდამდე. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების ფარგლებში მის მიერ წარდგენილი იქნა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ასახავს გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2018 წლამდე გადახდის ფაქტს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეისწავლა მეწარმესთან ერთად.
2. გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ №1001139 ლიცენზია გაასხვისა 2018 წლის აგვისტოში. შემძენმა ლიცენზიის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია განახორციელა 2018 წლის დეკემბრის თვეში. 2018 წლის აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი აუდიტის დეპარტამენტმა დააკისრა მომჩივანს. აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ლიცენზიის გასხვისების ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ გამოკვლეულა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობას. აცხადებს, რომ ტუფობრექჩიები და ტუფოქვიშაქვები მიეკუთვნება „სხვა საშენი მასალის“ კატეგორიას და ნაცვლად 1 ლარისა, შეესაბამება განაკვეთი 0,70 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების დასკვნაში არ დაასაბუთა, თუ რატომ გამოიყენა გაზრდილი ტარიფი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის აღსრულების ფარგლებში არ მომხდარა საკითხის დამატებით შესწავლა.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №11988 ბრძანებით ი/მ "-----"-ს (ს/ნ "-----") საჩივარი 2021 წლის 23 დეკემბრის №006-961 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ი/მ "-----"-ს (ს/ნ "-----") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით;
4. მე-3 სადავო საკითხთან მიმართებაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №11988 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 აპრილის №006-128 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 2 მაისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №17643 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №17643 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი 2023 წლის 5 დეკემბრის №03/95590 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №17643 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები (მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №17643 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი ი/მ "-----"-ს მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები 2021 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების მოთხოვნით. დამატებითი შესწავლის შედეგად, ი/მ "-----"-ს 2021 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი არ გამოიკვეთა. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში ი/მ "-----" ფლობდა ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №1001139 ლიცენზიას და ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №100513 ლიცენზიას. 2018 წლის პირველი იანვრამდე (შესამოწმებელ პერიოდამდე ლიცენზიების მოქმედების განმავლობაში) არ არის დეკლარირებული და არც ბიუჯეტში გადახდილი აღნიშნული ლიცენზიების მიხედვით მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებლის თანხა. ხოლო 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ (შესამოწმებელ პერიოდში) დეკლარირებულია მხოლოდ ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №1001139 ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული 6 თვიანი გაანგარიშება 2018 წლის მაისიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, თანხით 1 503 ლარი, რაც გათვალისწინებულია შემოწმების მიმდინარეობისას. ამასთან, მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 1 ლარს ზემოაღნიშნული ლიცენზიების შესაბამისად მოსაპოვებელ 1მ3 ბუნებრივ რესურსზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით. კერძოდ, 1მ3 ტუფზე განაკვეთი შეადგენს 1 ლარს, ხოლო 1მ3 სხვა საშენ მასალაზე - 0,70 ლარს.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
№100513 ლიცენზიით გათვალისწინებულ მოპოვებასა და კუთვნილი მოსაკრებლის შესამოწმებელ პერიოდამდე დეკლარირებასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2018 წლის პირველ იანვრამდე (შესამოწმებელ პერიოდამდე ლიცენზიების მოქმედების განმავლობაში) არ არის დეკლარირებული და არც ბიუჯეტში გადახდილი №100513 ლიცენზიის მიხედვით მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებლის თანხა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ამ ნაწილში განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
№1001139 ლიცენზიის გასხვისებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად ლიცენზია №1001139 გასხვისებული იქნა არა 2018 წლის დეკემბრის, არამედ აგვისტოს თვეში და აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში დარიცხვა ექვემდებარება შემცირებას. შემძენმა ლიცენზიის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია განახორციელა 2018 წლის დეკემბრის თვეში. 2018 წლის აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი აუდიტის დეპარტამენტმა დააკისრა მომჩივანს. აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ლიცენზიის გასხვისების ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ გამოკვლეულა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ №1001139 ლიცენზია (მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა 220 000 კბ.მ.) გასხვისებული იქნა შპს „------“-ზე (ს/ნ "-----"). აღნიშნული დასტურდება სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №------ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით, სადაც ლიცენზიის მოქმედების ვადად მითითებულია 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდი და ჯამური მოსაპოვებელი რაოდენობა განსაზღვრულია 151 252 მ 3 -ით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, ლიცენზიის გასხვისების შედეგად, კონკრეტული ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა გადაცემულია სხვა პირზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ლიცენზიით განსაზღვრულ ერთი და იგივე ბუნებრივი რესურსების მოცულობის მოპოვებაზე მოსაკრებლის გაანგარიშება და გადახდა არ უნდა განხორციელდეს სხვადასხვა პირების მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით.
№100513 და №1001139 ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ტუფობრექჩიები და ტუფოქვიშაქვები მიეკუთვნება „სხვა საშენი მასალის“ კატეგორიას და ნაცვლად 1 ლარისა, შეესაბამება განაკვეთი 0,70 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მტკიცებულების სახით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს წერილი (2023 წლის 14 დეკემბრის №------- კორესპონდენცია).
აღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით (№100513 და №1001139) გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "-----" (ს/ნ "-----") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. №1001139 ლიცენზიის გასხვისებასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით;
3. №100513 და №1001139 ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით (№100513 და №1001139) გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი ფლობდა ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №1001139 ლიცენზიას და ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №100513 ლიცენზიას. 2018 წლის პირველი იანვრამდე არ არის დეკლარირებული და არც ბიუჯეტში გადახდილი აღნიშნული ლიცენზიების მიხედვით მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებლის თანხა. ხოლო 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ დეკლარირებულია მხოლოდ ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №1001139 ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული 6 თვიანი გაანგარიშება 2018 წლის მაისიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე,რაც გათვალისწინებულია შემოწმების მიმდინარეობისას. ამასთან, მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 1 ლარს ზემოაღნიშნული ლიცენზიების შესაბამისად მოსაპოვებელ 1მ3 ბუნებრივ რესურსზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
დასაბუთება
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია მუხლი :
106,107.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი-მუხლი :3,4