ბრძანება N 20306
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20306
16.08. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------------“-ის (ს/ნ --------------)
(მის.: ---------------------------------------)
2023 წლის 5 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------------) №114918/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №EL212582 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლის უყურადღებობის გამო შპს „--------“-ის მინდობილ პირს კომპანიის კუთვნილ ტვირთთან ერთად საბაჟო კონტროლის ზონიდან გამოატანა სხვა პირის კუთვნილი ტვირთიც, რომელიც მიმაგრებული იყო კომპანიის ტვირთზე.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 8 ივნისს, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ან“ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „------ის“ კონტროლის ზონაში შემოვიდა სატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით ------------), რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მიმღების საქონელი (აღრიცხვის მოწმობა ----/------ - საერთო წონით 12327 კგ).
2023 წლის 9 ივნისს ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალებიდან შპს „--------------“-ის (ს/ნ --------------) წარმომადგენლის მოთხოვნით და უშუალო ზედამხედველობით განხორციელდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (სსდ -----/------) გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (სახ. ნომრით ------) და კონტროლის ზონიდან გატანა. როგორც შემდგომ გაირკვა, აღნიშნულ საქონელთან ერთად სატრანსპორტო საშუალებაში შეცდომით ჩაიტვირთა და გატანილ იქნა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული შპს „--------------“-ის (ს/ნ --------------) კუთვნილი საქონელი, რომელიც საბაჟო ორგანოს მოთხოვნით შპს „--------------“-ის მიერ 2023 წლის 9 ივნისს დაბრუნებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------ის“ კონტროლის ზონაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ 2023 წლის 9 ივნისს შედგენილ იქნა №EL212582 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „--------------“-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო გადმოტვირთვას და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 170-ე მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „--------------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. 2023 წლის 9 ივნისის №EL212582 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გაფორმების ეკონომიკურ კონტროლის ზონაში შემოვიდა სატრანსპორტო საშუალება , რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მიმღების საქონელი.
ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალებიდან მომჩივანის წარმომადგენლის მოთხოვნით და უშუალო ზედამხედველობით განხორციელდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში და კონტროლის ზონიდან გატანა. როგორც შემდგომ გაირკვა, აღნიშნულ საქონელთან ერთად სატრანსპორტო საშუალებაში შეცდომით ჩაიტვირთა და გატანილ იქნა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული კუთვნილი საქონელი, რომელიც საბაჟო ორგანოს მოთხოვნით მომჩივანის მიერ დაბრუნებულ იქნა გაფორმების ეკონომიკურ კონტროლის ზონაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ შედგენილ იქნა №EL212582 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1,2); 163(1,15); 170(1);