გადაწყვეტილება №18462/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18462/2/2022
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------------------ (ს/ნ ----------------- )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 15.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18462/2/2022).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2022 წლის NCAR0070340, 18.04.2022 წლის NCAR0073909, 19.05.2022 წლის NCAR0088291, 17.06.2022 წლის NCAR0096597, 19.07.2022 წლის NCAR0098261, 18.08.2022 წლის NCAR0103637, 19.09.2022 წლის NCAR0113936 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;
2. შემოსავლების სამსახურის 26.10.2022 წლის №003447, №003448, №003449, №003450, №003451, №003452 და №003453 ბრძანებები. დარიცხული თანხა: ჯარიმა - 700 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 17.03.2022 წლის NCAR0070340, 18.04.2022 წლის NCAR0073909, 19.05.2022 წლის NCAR0088291, 17.06.2022 წლის NCAR0096597, 19.07.2022 წლის NCAR0098261, 18.08.2022 წლის NCAR0103637, 19.09.2022 წლის NCAR0113936 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, თითოეული ოქმით 100 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.10.2022 წლის №003447, №003448, №003449, №003450, №003451, №003452 და №003453 ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 26.10.2022 წლის №003453 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე - 4.11.2022 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 24.11.2022 წელი, ხოლო 26.10.2022 წლის №003447, №003448, №003449, №003450, №003451, №003452 ბრძანებებს გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე - 15.11.2022 წელს, მათი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 5.12.2022 წელი. საჩივარი სადავო აქტების გაუქმების მოთხოვნით, საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 15.12.2022 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივნის განმარტებით, არის საქართველოს ---------- ნაკრების მწვრთნელი და ბავშვთა განვითარების წევრი ---ში. ამ პერიოდში იმყოფებოდა საფრანგეთში და დუბაიში, სადაც ჰქონდა მასტერკლასები და შეკრებები (ატვირთა სამგზავრო ბილეთი ფაილის სახით).
წარმოდგენილი სამგზავრო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საქართველოდან გაფრენა დანიშნული იყო - 13.11.2022 წელს, ხოლო საქართველოში ჩამოსვლა - 21.11.2022 წელს. შესაბამისად დასახელებული არგუმენტები ვერ გახდება გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველი, ვინაიდან მომჩივანი გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის პერიოდში (გარდა 13.11.2022 წ-დან 21.11.2022 წ-მდე პერიოდისა) იმყოფებოდა საქართველოში და შეეძლო საჩივრის ვადაში წარდგენა, როგორც უშუალოდ, ასევე ელექტრონულად ან მინდობილი პირის მეშვეობით.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც საჩივრის წარდგენის შეუძლებლობას დაადასტურებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.